SUV-ები: უპირატესობები?

Opel Crossland X, Rear View

SUV-ების პოპულარობის მუდმივი ზრდის უამრავი მიზეზი არსებობს, თვალისმომჭრელი დიზაინი და მძლავრი დინამიკა, მართვის მაღალი პოზიცია, რაც გზის აბსოლუტური ფლობის საშუალებას გაძლევთ. ჯამში, აღნიშნულ სეგმენტს მიმზიდველობის ისეთი პოტენციალი აქვს, რთულია ყველაფრის ერთი წინადადებით გადმოცემა - სწორედ ამიტომ დაგვჭირდა დრო SUV-ის მართვის უპირატესობების გადმოსაცემად.

იდეალურია ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

ვირტუალურად, მთელი მსოფლიო მოხიბლულია SUV-ებით – შეუძლებელია ეს დამთხვევა იყოს. ამგვარად, რატომ არიან მილენიუმის თაობა და პატარა ბავშვების დედები ასე ერთნაირად გატაცებული კონკრეტულად ამ ტიპის ავტომობილით? არის თუ არა ეს მისი სპორტული დიზაინის, სიძლიერის ან სივრცის გამო, რასაც SUV-ების უმრავლესობა გთავაზობთ? რეალურად, ყველა ხსენებული მიზეზი აქტუალურია. ის ფაქტი, რომ SUV ერთნაირად კარგად გრძნობს თავს ქალაქში, გზატკეცილსა, თუ არასაგზაო პირობებში, მას იდეალუი ავტომობილის შეფასებას აძლევს ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

 

რა თქმა უნდა, საკმარისი არაა, დააკმაყოფილო მძღოლების მოთხოვნები, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ SUV-ები ასევე მიმზიდველია თავისი სპორტული ვიზუალით. მათ კარგი ვიზუალი აქვთ – ხოლო ახალი Crossland X Opel-გან თანამედროვე და თვალისმომჭრელი დიზაინის წამყვანი კლასის ინოვაციასა და მოქნილობასთან კომბინაციის დასტურია. ეს კროსოვერი შესანიშნავად აკმაყოფილებს თქვენი და თქვენი ოჯახის მოთხოვნებსა და სურვილებს.

Opel Crossland X, Baggage Compartment, Close-Up

სივრცის უპრატესობები.

SUV-ები სავსეა საინტერესო და უნიკალური ფუნქციებით - მაგალითად, სავარძლის მაღალი პოზიცია უზრუნველყოფს არა მარტო მარტივ წვდომას, არამედ ასევე მძღოლს აძლევს გზის უკეთ ფლობისა და საგზაო მოძრაობის წინასწარ აღქმის საშუალებას. ეს თავის ვხრივ, ამცირებს სტრესს და ზრდის მართვის სიამოვნებას.

 

კიდევ ერთი უპირატესობა კლირენსის მაღალი ხარისხია, რომელსაც SUV-ები გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უგზოობის პირობებშიც კი ადვილად შესაძლებელია ამ პრობლემის გადალახვა. Opel Mokka X იდეალურად გამოხატავს თავის მოქნილობას. ადაპტური 4x4 სრული ამძრავის წყალობით, ბრწყინვალე მოჭიდების ხარჯზე მძღოლი სიამოვნებით მართავს ავტომობილს სველ პირობებშიც კი, გაზრდილი უსაფრთხოებისა და გზის აბსოლუტური კონტროლის შეგრძნებით.

მეტი უსაფრთხოება ავტომობილის შიგნით და გარეთ.

უსაფრთხოება პირველ ყოვლისა – უპირობოდ, ეს ავტომობილით მგზავრობის მთავარი წესია, რომელიც SUV-საც ეხება. ეს მძლავრი ავტომობილები ისეა შექმნილი, რომ მუდმივად დაიცვას მგზავრების უსაფრთხოება. პატარა ავტომობილებთან ან დაბალი კორპუსის ავტომობილებთან შედარებით, დაჭმუჭნის უფრო განიერი ზონა გადამწყვეტ როლს ასრულებს მგზავრების უსაფრთხოებაში უბედური შემთხვევის დროს¹.

 

კარგია ქვეითებისთვისაც, ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციები, როგორიცაა ავტომატური საფრთხეები ქვეითების დაფიქსირებისას, ასევე ეხმარება ფეხით მოსიარულეებს უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. კიდევ ბევრი ამგვარი ინოვაციის აღმოჩენა შეიძლება ახალი Opel Grandland X მოდელზე.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას უარყოფით მხარეებზე?

რა საკვირველია, SUV-ის მართვას უარყოფითი მხარეებიც აქვს. SUV-ების ფასი კვლავ ზენიტშია და, შესაბამისად, ხშირად ავტომობილების მძარცველების სამიზნეს ხდება². – 2013 წელს, 15-დან ყველაზე ხშირად მოპარულ ავტომობილის მოდელებში 8 SUV სეგმენტს განეკუთვნებოდა. და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. რა საკვირველია, გაზრდილი უსაფრთხოებითა და კონტროლის ისეთი ტექნოლოგიების წყალობით, როგორიცაა ქურდობისგან დამცავი სისტემები, შესაძლებელია ამ რისკის შემცირება.

Opel-ის მძღოლებს აღარ მოუწევთ ნერვიულობა – თუ თქვენ SUV-ს მოიპარავენ, Opel OnStar ქურდობის საავარიო სამსახური შეძლებს დაადგინოს თქვენი ავტომობილის მდებარეობა და გამორთოს ავტომობილის ძრავა, რაც პოლიციას საშუალებას მისცემს, დაიბრუნოთ ის.

¹წყარო: http://www.n-tv.de/auto/Studie-zu-Todesrisiko-in-Autos-ueberrascht-article14429561.html
²წყარო: http://www.gdv.de/2016/10/autodiebstahl-2015-alle-zahlen-auf-einen-blick-2/
²წყარო: http://www.autozeitung.de/auto-geklaut-diebstahlstatistik-136469.html#

უკან
  • Opel, Grandland X, Exterior, Front View

    GRANDLAND X-ი

    გილოცავთ თავგადასავალში დაბრუნებას! Grandland X აღჭურვილია სპორტული დეტალებით, ულტრათანამედროვე ტექნიკით და IntelliGrip ხახუნის კონტროლით მაქსიმალური მოჭიდებისთვის ნებისმიერ პირობებსა და ზედაპირებზე.

  • Opel, Mokka X, Exterior, Front View

    MOKKA X-ი

    საუცხოო SUV ქალაქის, სოფლისა თუ უხეშ გზებზე სასიარულოდ - დინამიური Mokka X-ი აღჭურვილია კომპაქტური დიზაინითა და 4x4 სრული ამძრავით, რაც მის მრავალფუნქციურობას უსვამს ხაზს.

  • Opel, Crossland X, Exterior, Front View

    CROSSLAND X-ი

    კროსოვერი თქვენთვის: თანამედროვე სტილის SUV, ეკონომიური ძრავებითა და დიდი საბარგულით ამ კლასის ავტომობილებში, Crossland X იდეალურად ერგება თქვენი ცხოვრების სტილს.

წინ