რა განცდაა SUV-ების ტარებისას.

Opel Mokka X, Side View

SUV-თან ერთად, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ყველა იმ კომფორტით, რომელსაც ტიპიური ვიზუალის კორპუსთან 4-სრული ამძრავის კომბინაცია გტავაზობთ. ავტომობილის სხვა არცერთ სეგმენტს არ ჰქონია მოთხოვნის მსგავსი მკვეთრი ზრდა, როგორც SUV-ს გასული ათწლეულის განმავლობაში და ეს ნაწილობრივ ამ სეგმენტის ავტომობილების სპეციალური მახასიათებლების დამსახურებაა.

სრული ამძრავი და მართვის სიამოვნება.

ოდესმე გაგჩენიათ დანგრეულ გზებზე, ტალახში, ქვიშაში ან კლდოვან გზებზე სიარულის სურვილი? თუ გსურთ ავტომობილმა თოვლში და ყინულზეც ისევე იაროს, როგორც მშრალ გზაზე ზაფხულში, მაშინ SUV-ი სწორედ თქვენთვის არის შექმნილი.

 

როგორი ზედაპირის გზაც არ უნდა იყოს, 4x4 სრული ამძრავის სისტემები ბრწყინვალე მოჭიდებას და მართვის სიამოვნებას უზრუნველყოფს. რატომ? ვინაიდან მოძრაობის გადაცემა ავტომობილის ოთხივე თვალზე, ვიდრე მხოლოდ წინა ან უკანა ორ თვალზე (როგორც ეს ხშირად ხდება), ბევრად აადვილებს კონტროლს ფაქტობრივად ნებისმიერ ზედაპირზე. რთულ პირობებში, Opel Mokka X იღებს გამოწვევას თავისი არჩევითი 4x4 სრული ამძრავის სისტემით, რაც უზრუნველყოფს დამატებით ცვეთას, სტაბილურობას, მოჭიდებას და კონტროლს.

ძალა და ინტელექტი.

ბევრი ოფროუდ ავტომობილისგან განსხვავებით, რომლებმაც პოპულარობის მოპოვება საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, დღეს SUV-ები აღჭურვილია ბევრად გონიერი მძღოლის დამხმარე სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფს მართვის სწორი რეჟიმის არჩევას ნებისმიერ მოცემულ სიტუაციაში.


მაგალითად, მძღოლს შეუძლია მოძრაობა გადასცეს უკანა ან წინა თვლებს ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით სწორ, მშრალ გზაზე, როდესაც სრული ამძრავი საჭირო არ არის. მაღალი სავარძლებისა და გზის უკეთესი ხედვით განპირობებული თავისუფლების შეგრძნება ასევე ხელს უწყობს ავტომობილის კომფორტულ მართვას.

Adam Rocks, Front View

არასოდეს დაკარგოთ კონტროლი.

SUV-ების შემთხვევაში, სრული ამძრავი არ არის მართვის გამოცდილების გაძლიერებისთვის შექმნილი ერთადერთი სისტემაა – Opel Grandland X-თვის, მაგალითად, დამახასიათებელია IntelliGrip ადაპტური შეჭიდება. მართვის ხუთი სხვადასხვა რეჟიმი უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის მაქსიმალურ მოჭიდებას თოვლზე, ტალახსა თუ ყინულზე, აღმართზე ასვლისას თუ დაშვებისას. აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა გეხმარებათ თავისუფლად გადაადგილდეთ მკვეთრ დაქანებებზეც კი.

გამოცდილება ქმნის სრულყოფილებას.

შეიძლება ყველა მძღოლი თავს ოსტატ მძღოლად მიიჩნევს, მაგრამ ხშირად რეალობა სრულიად განსხვავებულია. თქვენი შესაძლებლობების ჯეროვნად შესაფასებლად, დროდადრო მონაწილეობა უნდა მიიღოთ მძღოლების უსაფრთხოების ტრენიგნში, თუნდაც შეხედულების გაუმჯობესების მიზნით.

 

რატომ არ უნდა გამოიყენოთ Opel-ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგებზე მოხვედრის შესაძლებლობა ? მოდით და შეამოწმეთ ახლანდელი მოდელი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და შეიძლება გაოცდეთ, რამდენად შეიძლება იყოს დამოკიდებული ავტომობილის მართვა ამინდზე.

 

გაგიღვიძეთ თავგადასავლის სურვილი? თუ ასეა, უნიკალური ათლეტური თვისებები და დახვეწილი ტექნოლოგიები, რომელსაც SUV-ები სთავაზობენ ენთუზიასტ მძღოლებს, დაგეხმარებათ გადაწყვეტლების მიღებაში.

უკან
  • Opel, Grandland X, Exterior, Front View

    GRANDLAND X-ი

    გილოცავთ თავგადასავალში დაბრუნებას! Grandland X აღჭურვილია სპორტული დეტალებით, ულტრათანამედროვე ტექნიკით და IntelliGrip ხახუნის კონტროლით მაქსიმალური მოჭიდებისთვის ნებისმიერ პირობებსა და ზედაპირებზე.

  • Opel, Mokka X, Exterior, Front View

    MOKKA X-ი

    საუცხოო SUV ქალაქის, სოფლისა თუ უხეშ გზებზე სასიარულოდ - დინამიური Mokka X-ი აღჭურვილია კომპაქტური დიზაინითა და 4x4 სრული ამძრავით, რაც მის მრავალფუნქციურობას უსვამს ხაზს.

  • Opel, Crossland X, Exterior, Front View

    CROSSLAND X-ი

    კროსოვერი თქვენთვის: თანამედროვე სტილის SUV, ეკონომიური ძრავებითა და დიდი საბარგულით ამ კლასის ავტომობილებში, Crossland X იდეალურად ერგება თქვენი ცხოვრების სტილს.

წინ