როგორ გადაიქცა SUV სიმბოლური ავტომობილიდან საოჯახო ავტომობილად.

Opel Crossland X, Baggage Compartment, Close-Up

გახსოვთ, როგორ გამოჩნდა SUV-ი ყველა ქუჩაზე? 90-იან წლებში დაიწყო ამ სეგმენტის ბუმი და მყიდველების უმრავლესობა 40-50 წლის მამაკაცები იყვნენ. SUV-ის შეძენა ხშირად უფრო მაღალი თვითშეფასება იყო, ვიდრე ლოგიკური გადაწყვეტილება - ასე რომ, რა შეიცვალა? როდის გახდა ეს ძლიერი, მაღალი გამავლობის ოფროუდ ავტომობილები მაღალ თვითშეფასებაზე მეტი მძღოლებისთვის?

როგრო გახდა SUV-ი ახალი საოჯახო ავტომობილი.

გასული ათი ან თხუთმეტი წლის წინ, ბევრმა ოჯახმა შეცვალა თავისი ძველი ჰეჩბექი SUV-ით. მართვის მაღალი პოზიციითა და სივრცითი მოქნილობის წყალობით ამ ავტომობილებმა ბევრი მძღოლის მოთხოვნების სიაში პირველი ადგილი დაიკავა მათი სტილისა და დახვეწილი ძრავის ტექნოლოგიის გამო.

SUV-ების 6 უპირატესობა ოჯახებისთვის:

1. გზის მეფე: სავარძლების მაღალი პოზიციის წყალობით, მძღოლი გზის სრულ და შეუფერეხებელ კონტროლს ახდენს. დამატებითი მობრუნებისა და წინა კამერების საშუალებით, პარკირება და მანევრირება Opel SUV საოჯახო ავტომობილით, თამაშს ჰგავს. გაიგეთ მეტი ჩვენი SUV მოდელების შესახებ.

2. საუცხოო დაცვა: SUV-ში, თქვენი უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას, დაჭმუჭვნის სქელი ზონა, მრავალი აირბაგი, უსაფრთხოების ღვედების სისტემა ბავშვების სავარძლებისთვის და კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო ტრანსპორტირება თქვენი პატარა მეგობრებისთვის. ჭკვიანი სისტემების წყალობით, როგორიცაა მუხრუჭი და პარკირების დამხმარე სისტემა, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ განაკაწრები და საკმაოდ უსაფრთხო დისტანცია დაიცვათ სხვა ავტომობილებთან.


3. ადგილი ყველასთვის: სიტყვები "ადგილის პრობლემა" შეიძლება საერთოდ ამოიღოთ ლექსიკონიდან, როდესაც ყიდულობთ SUV-ს. Opel Grandland X გთავაზობთ სივრცეს და კომფორტს მთელი ოჯახისთვის, პლუს ფეხის გასაშლელ სივრცეს და მანძილს სავარძელსა და სალონის ჭერს სამი მოზრდილი ადამიანისთვის უკანა რიგში და საკმაო სივრცეს მათი ბარგისთვის. სალონში ჩაჭყლეტვის შეგრძნება წარსულს ჩაბარდა!

 

4. სტილის საკითხი: ავტომობილის შეძენა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება არ არის – ამ დროს, გულსაც უნდა დავეკითხოთ და სწორედ აქ წყდება დიზაინის საკითხი. ავტომობილის დიზაინი თვალისმომჭრელი უნდა იყოს და ისეთი SUV-ები, როგორიცაა Opel Grandland X-ი კიდევ უფრო მაღალ შეფასებას იღებს ნებისმიერ გზაზე გავლისას, როდესაც მას თვალს აყოლებენ. უფრო მეტიც, შთამბეჭდავი ტექნოლოგია და საინფორმაციო-გასართობი სისტემა მთელ ოჯახს ამხიარულებს რა მანძილზეც არ უნდა მგზავრობდეთ.

 

5. შესანიშნავი მოქნილობა ნებისმიერ ვიქენდზე: ბავშვების ინტერესები შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს, მაგრამ SUV მზად არის ყველა გარემოებისთვის, გატაცებისა თუ მოქმედებისთვის. დაკეცეთ უკანა სავარძლები და ისარგებლეთ 1,652 ლიტრამდე მოცულობის სივრცით თქვენი ბარგისთვის, რაც გაგიმარტივებტ სპორტული აღჭურვილობის ან ხის მასალის ტრანსპორტირებას იმ ხის სახლისთვის, რომელზეც ბავშვები ოცნებობდნენ. სადაც არ უნდა წახვიდეთ ვიქენდზე, Opel SUV ყველგან გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას. აღმოაჩინეთ მეტი აქ.

 

6. საუკეთესო ორივე სამყაროსთვის: ადაპტური 4x4 სრული ამძრავით, Opel SUV გთავაზობთ მართვის ნამდვილად სუნთქვისშემკვრელ გამოცდილებას ნებისმიერ უსწორმასწორო გზაზე, ნებისმიერ ამინდში. Mokka X-ში გაერთიანებულია სპორტული ავტომობილის სიამოვნება და სიზუსტე საოჯახო ავტომობილის მოხდენილობა. გაიგეთ მეტი Mokka X-ის შესახებ .

 

სამართლიანი იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ SUV-ის ადრინდელი ვიზუალი, მხოლოდდამხოლოდ სტატუსის სიმბოლოა, ახლა უკვე ძველმოდურია – დიზაინის, მართვის სიამოვნებისა და პრაქტიკულობის სასურველი კომბინაციით, გასაკვირი არ იქნება, თუ ოფროუდის ავტომობილები ახლა გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე უბრალოდ შუახნის მამაკაცები. გაიგეთ მეტი, როგორ უნდა მოარგოთ SUV თქვენ ცხოვრების სტილს.

უკან
  • Opel, Grandland X, Exterior, Front View

    GRANDLAND X-ი

    გილოცავთ თავგადასავალში დაბრუნებას! Grandland X აღჭურვილია სპორტული დეტალებით, ულტრათანამედროვე ტექნიკით და IntelliGrip ხახუნის კონტროლით მაქსიმალური მოჭიდებისთვის ნებისმიერ პირობებსა და ზედაპირებზე.

  • Opel, Mokka X, Exterior, Front View

    MOKKA X-ი

    საუცხოო SUV ქალაქის, სოფლისა თუ უხეშ გზებზე სასიარულოდ - დინამიური Mokka X-ი აღჭურვილია კომპაქტური დიზაინითა და 4x4 სრული ამძრავით, რაც მის მრავალფუნქციურობას უსვამს ხაზს.

  • Opel, Crossland X, Exterior, Front View

    CROSSLAND X-ი

    კროსოვერი თქვენთვის: თანამედროვე სტილის SUV, ეკონომიური ძრავებითა და დიდი საბარგულით ამ კლასის ავტომობილებში, Crossland X იდეალურად ერგება თქვენი ცხოვრების სტილს.

წინ