SUV ცხოვრების სტილი: თავგადასავლის ახალი სურვილი.

Crossland X, Side View

ყველა ჩვენგანში არის თავგადასავლის სურვილი – მაგრამ პროგნოზირებისა და რაციონალობის აუცილებლობა, ხშირად გართობისა და მხიარულების ძიებას მოითხოვს. ის ფაქტი, რომ SUV-ები ცხოვრების სტილისა და კომფორტის კომბინაციაა, შეიძლება იყოს მათი მასიური პოპულარობის საიდუმლო. გაიგეთ მეტი, როგორ უნდა მოარგოთ SUV თქვენი ცხოვრების სტილს.

მართეთ ავტომობილი სიმღერით თავგადასავლების ძიებაში.

და სინამდვილეში საიდან მოდის SUV-ის ძალა? რა საკვირველია, არსებობს მრავალი რაციონალური მიზეზი ტრენდული ოფროუდ ავტომობილის შესაძენად. ისინი უსაფრთხოებისა და მოქნილობის მაღალ ხარისხს გთავაზობენ და ხშირად დახვეწილი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მაგრამ ავტომობილის ყიდვა ხშირად გულიდან მიღებულ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავს, ვიდრე გონებით გადაწყვეტილ ქმედებას, ხოლო SUV-ების წარმატების საიდუმლო შეიძლება ავტომობილის კორპუსი სტილი იყოს, რომელსაც ადამიანები სასურველი ცხოვრების სტილს უკავშირებენ.

 

გახსოვთ კრაფთვერქის კლასიკური სიმღერა "Autobahn", მეტალიკას "Fuel", ან ქუინის "I'm In Love With My Car"? მართვა რაღაც განსაკუთრებულს აღნიშნავდა პოულარულ მუსიკაშიც – და თავისუფლების ეს შეგრძნება არის სწორედ ის, რასაც განიცდით, როდესაც დღეს SUV-ში ჯდებით. ახალი Grandland X-ით, Opel-ი პასუხობს თქვენს გატაცებას თავგადასავლებიტ. ისიამოვნეთ თავისუფლებით და დაიპყარით გზები. გაიგეთ მეტი Grandland X-ის შესახებ.

SUV-ები იდეალურად ერგება თქვენი ცხოვრების სტილს.

ასე რომ, სად არის დანიშნულების ადგილი? გსურთ გადაუხვიოთ გზიდან და გაიჭრათ ბუნებაში? იქნებ თავგადასავლებით სავსე გატაცება გაქვთ და ტრანსპორტი გჭირდებათ ბევრი აღჭურვილობისთვის. SUV-თან ერთად, თქვენ ყოველთვის კარგ ხელში ხართ. ისეთი აქსესუარებით, როგორიცაა სახურავის საბარგული, ველო სამაგრები ან iPad დამჭერები, თქვენ იდეალურად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი ატვომობილი თქვენს ცალკეულ მოთხოვნებს. ქალაქის ქუჩებში მოძრაობთ, თუ ქალაქგარეთ, ყველა თავგადასავაკს თავისი საუნდრეკი ახლავს თან და ხმის თანამედროვე სისტემით, ეს კიდევ უფრო გრანდიუზული ხდება.

Opel Crossland X, Interior, Side View

კომფორტი და მოქნილობა ყველა ასაკისთვის.

მაგრამ SUV-ები მხოლოდ თავგადასავლებს, გართობასა და სპორტს არ უკავშირდება. თავიანთი უნივერსალობის წყალობით, ისინი ერთმანეთის მიყოლებით იპყობენ ყველა სეგმენტს, ოჯახს და ყველა ასაკობრივ ჯგუფს. შედარებით ასაკოვან მძღოლებს სავარძლების მაღალი განლაგება და ერგონომიული კომფორტი მოსწონთ, ხოლო ე.წ. "ვერცხლის სერფერები" ახალი თავგადასავლების მაძიებლები არიან, რომლებიც აფასებენ თანამედროვე ავტომობილებს. ოჯახებს მოსწონთ სალონის დიდი სივრცე და გამორჩეული მოქნილობა და SUV-ის ტორსი, რომელიც მოზრილებსა და ბავშვებზე ერთნაირად არის გათვლილი.

როგორ შეიცვალა SUV-მ იერსახე.

რა საკვირველია, SUV-ებს (და რასაც ისინი წარმოადგენენ) ჰყავდათ ვოკალური ოპონენტები. დიდი ხნის განმავლობაში, SUV-ის იმიჯი, როგორც საწვავით გაუმაძღარი და ეკოგარემოსთვის საზიანო მონსტრი, აშინებდა მყიდველებს, მაგრამ ტექნოლოგია მივიდა იმ კონდიციამდე, რომ დღეს SUV-ებით ძირითადად ეკოლოგიურად განათლებული მძღოლები არიან დაინტერესებული. Opel Mokka X, მაგალითად, შეიძლება დავაკოპლექტოთ დიზელის ძრავით, რომელიც კომბინირებული ციკლის დროს, საშუალოდ მოიხმარს 4.1ლ/100კმ¹ საწვავს. გაიგეთ მეტი Mokka X-ის შესახებ.

ცხოვრების ახალი გზის სიმბოლიზება.

რამდენადაც SUV სეგმენტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ბევრ მათგანს, რომლებიც SUV -ის მიერ შემოთავაზებულ ცხოვრების სტილზე გადაერთო, რთულად წარმოუდგენია სხვა ტიპის ავტომობილზე გადასვლა. მძლავრი ძრავები, სრული ამძრავი და არსებული ვიზუალი ამტკიცებს ამ კომბინაციის მომგებიანობას.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, SUV-ის მართვა შეიძლება ნიშნავდეს სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილს – თქვენი ავტომობილი თქვენივე პარტნიორია ნებისმიერ თავგადასავლისა თუ მოქმედების დროს, ოჯახის სამოგზაუროდ წაყვანით დაწყებული, სხვა სახლში გადასვლით დამთავრებული. გაიგეთ მეტი Opel SUV ოჯახის შესახებ.

 

¹წყარო: Mokka X, ძრავები & ტრანსმისიები

უკან
  • Opel, Grandland X, Exterior, Front View

    GRANDLAND X-ი

    გილოცავთ თავგადასავალში დაბრუნებას! Grandland X აღჭურვილია სპორტული დეტალებით, ულტრათანამედროვე ტექნიკით და IntelliGrip ხახუნის კონტროლით მაქსიმალური მოჭიდებისთვის ნებისმიერ პირობებსა და ზედაპირებზე.

  • Opel, Mokka X, Exterior, Front View

    MOKKA X-ი

    საუცხოო SUV ქალაქის, სოფლისა თუ უხეშ გზებზე სასიარულოდ - დინამიური Mokka X-ი აღჭურვილია კომპაქტური დიზაინითა და 4x4 სრული ამძრავით, რაც მის მრავალფუნქციურობას უსვამს ხაზს.

  • Opel, Crossland X, Exterior, Front View

    CROSSLAND X-ი

    კროსოვერი თქვენთვის: თანამედროვე სტილის SUV, ეკონომიური ძრავებითა და დიდი საბარგულით ამ კლასის ავტომობილებში, Crossland X იდეალურად ერგება თქვენი ცხოვრების სტილს.

წინ