SUV-ის ყველა სახეობა.

Opel Mokka X, Interior, Side View

SUV-თან დაკავშირებული ბუმი უბრალოდ შეჩერებელია. ყველა მათგანი უფროდაუფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში, ყველგან შეიძლება სხვადასხვა ტიპის SUV-ს ნახვა – ასე რომ, მოდით ვისაუბროთ მათ შორის არსებულ განსხვავებებზე.

რა განსხვავებაა SUV-ებს, CUV-ებსა და Off-როუდერებს შორის.

პირველ ყოვლისა, რა ნიშნავს SUV? ეს არის ყველგანმავალი ავტომობილის შემოკლებითი ფორმა, მაგრამ ოდნავ თუ გავართულებთ საკითხს, არსებობს ასევე CUV მოდელი – რაც გულისხმობს უნივერსალურ კროსოვერს. რა განსხვავებაა მათ შორის?

 

როგორც თვითონ სახელი გვეუბნება, კროსოვერი არის ჰიბრიდული სტილი, რომელსაც ტრადიციული SUV-ის ვიზუალი აქვს, მაგრამ სრული ამძრავის გამოყენების გარდა, ის ჩვეულებრივ მოძრაობს ორ თვალზე და სწორედ ამიტომ ჰგავს ჩვეულებრივ ავტომობილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ CUV-ი ისევე კარგად გაართმევს თავს კლდოვან გზებს ან უხეშ კლიმატურ პირობებს, როგორც SUV-ი. მეორე მხრივ, ოფროუდ ავტომობილები იდეალურია ჭუჭყიან და ტალახიან გზებზე სასიარულოდ მათი სრული ამძრავის, მაღალი კლირენსისა და სხვა უსწორმასწორო საგზაო პირობებისსთვის შესაფერისი დეტალების გამო.

გამოცადეთ Opel-ის SUV მოდელები.

სწორი SUV-ის პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის. მყიდველები იბნევიან, რადგან დღეს მსოფლიოში 90-მდე სხვადასხვა SUV მოდელი არსებობს. ქვეკლასებად დაყოფა ამარტივებს თქვენთვის მართებული ავტომობილის შერჩევის პროცესს.

 

ქალაქის SUV-ები, ჩვეულებრივ, კომპაქტურია და პატარა CUV-ის კატეგორიას მიეკუთვნებიან, სადაც ხშირად აქცენტი მათ სტილსა და დიზაინზე, შიდა და გარე ვიზუალზეა გაკეთებული.

 

კომპაქტური SUV-ები შექმნილია ყოველდღიური ცხოვრებისთვის, რომელიც აერთიანებს 4x4 სრულ ამძრავსა და ჭკვიანი ოფროუდის შესაძლებლობას როგორც ქალაქის, ისე დატვირთულ ურბანულ გზებზე. Mokka X და Grandland X Opel-გან შეიძლება მივიჩნიოთ კომპაქტურ SUVებად, რომლებიც აღჭურვილია სრული ამძრავის სისტემებითა და მაღალი ხარისხის პრაქტიკული ფუნქციებით ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც იტაცებთ კვლევები – გაიგეთ მეტი Grandland X-ის შესახებ.

 

საშუალო ზომის SUV-ები მსგავსი კომპაქტური მოდელებისთვის დამახასიათებელ მრავალ უპირატესობას სთავაზობს დიდ ოჯახებს, ბარგის ან მოწყობილობების რეგულარული ტრანსპორტირებისთვის. ეს ავტომობილები ხშირად აღჭურვილია პრემიუმ კლასის სალონებით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, და არც Opel Insignia Country Tourer-ია გამონაკლისი, რომელიც დინამიური მართვის გამოცდილებას გთავაზობთ. გაიგეთ მეტი Insignia Country Tourer-ის შესახებ.

 

მდიდრული კლასის SUV-ები საკუთარ ლიგაში. ეს ავტომობილები ხშირად ძალიან დიდი, 5 მეტრამდე სიგრძისაა, რომლის სალონი შვიდამდე მგზავრზეა გათვლილი, ხოლო ძარაში ძლიერი ძრავა მუშაობს. ჰიბრიდული საწვავზე და დენზე მომუშავე ენერგო მატარებლები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ამ ზომის ავტომობილებში. უპირობოდ, ასეთი მდიდრული SUV-ი ყოველთვის ძვირფასი შენაძენია; ისინი ხშირად იდეალურია დიდი თავგადასავლებისთვის, თუმცა მეტისმეტად მასშტაბური ქალაქის ვიწრო ქუჩებისთვის.

 

 

SUV-ის რომელი მოდელი შეგეფერებათ ყველაზე მეტად?

აშკარაა, რომ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნები ან ბიუჯეტი, ყოველდღიური მგზავრობისთვის გჭირდებათ ავტომობილი, სივრცე მთელი ოჯახისთვის თუ რაგაც სხვა უსწორმასწორო გზებზე გადაადგილებისთვის - SUV-ის მოდელი სწორედ თქვენთვის არის. იქნებ უბრალოდ რააღაც მოდური გჭირდებათ. რა მოთხოვნებიც არ უნდა გქონდეთ, აღმოაჩინეთ იდეალური SUV თქვენთვის Opel-ის მოდელებს შორის.

უკან
  • Opel, Grandland X, Exterior, Front View

    GRANDLAND X-ი

    გილოცავთ თავგადასავალში დაბრუნებას! Grandland X აღჭურვილია სპორტული დეტალებით, ულტრათანამედროვე ტექნიკით და IntelliGrip ხახუნის კონტროლით მაქსიმალური მოჭიდებისთვის ნებისმიერ პირობებსა და ზედაპირებზე.

  • Opel, Mokka X, Exterior, Front View

    MOKKA X-ი

    საუცხოო SUV ქალაქის, სოფლისა თუ უხეშ გზებზე სასიარულოდ - დინამიური Mokka X-ი აღჭურვილია კომპაქტური დიზაინითა და 4x4 სრული ამძრავით, რაც მის მრავალფუნქციურობას უსვამს ხაზს.

  • Opel, Crossland X, Exterior, Front View

    CROSSLAND X-ი

    კროსოვერი თქვენთვის: თანამედროვე სტილის SUV, ეკონომიური ძრავებითა და დიდი საბარგულით ამ კლასის ავტომობილებში, Crossland X იდეალურად ერგება თქვენი ცხოვრების სტილს.

წინ