GT CONCEPT.

ოცნებაზე მეტი.

უყურეთ ვიდეოს
უკან
  • რეალობად ქცეული ხედვა: უყურეთ GT ვიდეოებს

  • რეალობად ქცეული ხედვა: უყურეთ GT ვიდეოებს

წინ
უკან
წინ
  • შექმნილია ემოციისთვის.

    პურისტული ფორმა მკვეთრად მიუთითებს მომავალზე. ვიყენებთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს. არავითარი კარის სახელურები, კარის გარე სარკეები და საქარე მინის მწმენდავები. Opel GT Concept: ავტომობილის მართვის ემოციის ახალი გამოხატულება.

  • დავამსხვრიოთ სტერეოტიპები.

  • უკან მომავალში.

    გრძელი კაპოტი, საბარგულის კარის უქონლობა, გამონაბოლქვის ცენტრალური ორმაგი სისტემა და სახელწოდება, ყველაფერი ეს 1965 წლის ორიგინალ ექსპერიმენტულ GT-ზე მეტყველებს. გარდა ამისა, Opel GT Concept-ს არ ახასიათებს რეტრო დიზაინის ნიშნები.

  • ნამდვილი სპორტული ავტომობილი.

    ტურბოჩაბერვიანი წინა შუა-ძრავა და უკანა ამძრავი. სიმძიმის ცენტრის ქვედა და ცენტრალური მდებარეობა სპორტული დატვირთვისა და შესანიშნავი მოხვევისთვის.

  • GT Concept-ის შიგნით.

    სახურავზე განთავსებულ სენსორულ პანელზე ხელის დაჭერისას ელექტრო კარები ფართოდ იღება. ინტერიერში, კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი გელოდებათ. კამერებით აღჭურვილი მონიტორები სარკეების მაგივრობას წევს. მალე: თვალი შევავლოთ ინტერიერს. ყველა სიახლის დემონსტრირება ჟენევის 86-ე საერთაშორისო ავტო შოუზე მოხდება (მარტი 3 - 13, 2016).

უკან
წინ
  • ავტომობილის მართვისას გამოყოფილი ადრენალინი.

     

    დაე, Opel GT Concept-მა გაგაძლიეროთ თქვენ და თქვენ გარშემო მყოფები. ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტული ავტომობილის ინტერიერი, ეს არის მომავლის ინტერფეისი, რომელიც ავტომობილსა და ადამიანს ერთად განიხილავს.

  • არავითარი დაბნეულობა.

     

    შეიგრძენით GT Concept-ის აბსოლუტური შინაგანი დიდება და სულისკვეთება. რელიეფურ სიმსუბუქესთან შერწყმული ალუმინის სუფთა კონსტრუქცია მომავლის ემოციებს აღვიძებს.

  • დარჩით პირისპირ ავტომობილთან.

    ჩაერთეთ კომპლექსური ინტერფეისის ჭრილში, რათა GT Concept-ისთვის ნათელი გახდეს თქვენი უპირატესობების შესახებ და ისიამოვნეთ სრული თავისუფლებით.

  • თქვენი მფარველი ანგელოზი.

    GT Concept-ის მეექვსე გრძნობა, რომელიც წარმოდგენილია რიგი გარე კამერებით, თქვენი მფარველი ანგელოზის როლს ასრულებს. ავტომობილის ნებისმიერ პირობებში მართვისას, GT Concept-ი აკონტროლებს ყველა თქვენს მოძრაობას.

  • უკანასკნელ დეტალამდე.

     

    Opel GT Concept-ის თვალისმომჭრელი წითელი საბურავები გამოსახულია ბრწყინვალე წითელ უსაფრთხოების ღვედების დამჭერებზე. ემოციისთვის შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილი უკვე ხორცშესხმული ხელოვნება გახდა.

უკან
წინ
უკან
  • GT ექსპერიმენტული

    ხედვა
    GT ექსპერიმენტულმა ავტომობილმა, რომელიც 1965 წელს გამოვიდა, ისეთი წარმატება მოიპოვა, რომ 3 წლის შემდეგ, კონცეფცია რეალობად იქცა. სწორედ პირველი ევროპული კონცეპტუალური ავტომობილი იყო, რომელიც ჩაეშვა სერიულ წარმოებაში და დაუწესა საწარმოო სტანდარტები Opel-ის შემდგომ სხვა ევროპელ მწარმოებლებს, იმისათვის, რომ შეექმნათ და წარმოედგინათ თავიანთი საკუთარი კონცეპტუალური ავტომობილები.

  • GT ექსპერიმენტული


    ტექნოლოგია
    Opel-ი იყო პირველი ავტომწარმოებელი, რომელმაც თავისი ინოვაციური ძალა თავის საკუთარ საწარმოში შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილებით გამოხატა. "მიუხედავად ფანტასტიკური ვიზუალისა, Opel-ის სპორტული ავტომობილები, პირველ რიგში, შექმნილია რთული აეროდინამიკის დემონსტირებისთვის, " განმარტავს ერჰარდ შნელი, GT-ის იმდროინდელი დიზაინერ-კონსტრუქტორი. თვით წინა ფარებიც კი დამალულია ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად.

  • GT ექსპერიმენტული


    ექსტერიერი
    ექსტერიერის დიზაინის სტილს ხშირად "კოკა-კოლის ბოთლის ფორმას უწოდებენ", რომელიც გამოხატულია დროის კორვეტის დიზაინში. პრიალა კაპოტი დასაკეცი ფარებით, ვიწრო გვერდები, უკან გარდამავალი გამოზნექილი უკანა ცხაურები მკვეთრი გამყოფი კიდეებითა და მომრგვალებული უკანა ფარებით GT ექსპერიმენტული ავტომობილის დიზაინის ძირითადი მახასიათებლები იყო, რამაც ეს ავტომობილი თავისი დროის დიზაინის სიმბოლოდ აქცია.

  • GT ექსპერიმენტული

    ინტერიერი
    კაბინა ფუნქციური და უჩვეულოდ მოცულობითი იყო შთამბეჭდავი ხელსაწყოთა პანელით, რომელიც აღჭურვილი იყო ღილაკიანი გადამრთველითა და სპორტული საჭით. სატვირთო ბადე კაბინის უკანა მხარეს, კართან არის დამაგრებული, სათადარიგო საბურავი და დომკრატი კი ბადის წინ, დასაკეცი პანელის ქვეშ არის მოთავსებული.

წინ
უკან
  • ხედვა

  • ტექნოლოგია

  • ექსტერიერი

  • ინტერიერი

წინ
უკან
  • OPEL GT2

    ხედვა
    თავისი სოლური ფორმითა და გასაცურებელი კარებით Opel GT 2-მა გააოცა საზოგადოება 1975 წლის IAA-ზე. ეს იყო ახალი, მაღალ-ეფექტური, რაციონალური კონცეპტუალური ავტომობილის ეპოქის დასაწყისი - საწვავის მოხმარებისა და აეროდინამიკის თვალსაზრისით. ამავდროულად იზრდებოდა მომხმარებლების უსაფრთხოებისა და კომფორტის მოთხოვნები. Opel-ის დამაჯერებელი პასუხი აღნიშნულ ტენდენციებზე იყო GT 2.

  • OPEL GT2

    ტექნოლოგია
    აOpel GT 2-ის აეროდინამიკულად ოპტიმიზებული დიზაინი უზრუნველყოფდა ეკონომიურ მოხმარებას, ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობასა და კომფორტს. მისი ცვეთის კოეფციენტი 0.326 იყო, რაც დაახლოებით 16.6% ბევრად უკეთესია, ვიდრე აეროდინამიკული და ბრწყინვალე ექსპერიმენტული GT.

  • OPEL GT2

    ექსტერიერი
    თავისი პრიალა სოლური ფორმითა და ჩაღრმავებული წინა ფარებით, GT 2-ი ფუტურისტულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დეტალი, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა მნახველში, იყო თვალისმომჭრელი გასაცურებელი კარები უხილავი რელსებით. გამომრთველი მექანიზმი მოთავსებული იყო უკანა ხედვის სარკის კორპუსში.

  • OPEL GT2

    ინტერიერი
    ავტომობილის ინტერიერი აშკარად წინ უსწრებს დროს: ვენტილაციური სავარძლები და პირველად საავტომობილო ისტორიაში, ციფრული მაჩვენებლები ჩვეულებრივი ხელსაწყოებისა და ბორტ-კომპიუტერის ნაცვლად. დღეს სახეზე გვაქვს მომავლის ავტომობილის დიზაინი, რომელიც თავის დროზე GT2 Opel-მა იწინასწარმეტყველა.

წინ
უკან
  • ხედვა

  • ტექნოლოგია

  • ექსტერიერი

  • ინტერიერი

წინ