
ელეგანტური და დინამიური კუპეს დიზაინით Opel Astra GTC ნათლად გამოირჩევა მასიდან.
წაიკითხეთ მეტი Opel GTC ექსტერიერის და ინტერიერის უნიკალურ დიზაინზე..
Opel Astra GTC კომპაქტური კუპეს კონცეფციის მაგალითია. მოკლე ჩარჩო, დამახასიათებელი თაღოვანი დახრილი ჭერი და კუთხოვანი უკანა ფანჯრები ერთობლივად ქმნის Opel Astra GTC მკვრივ სპორტულ იერს. ფართო, გამოკვეთილი გვერდები და დადაბლებული შასი ხაზს უსვამს ასეთ იერს.
წინიდან ნახავთ როგორც კაპოტის, ისე სავენტილაციო მილის დამახასიათებელ მოხრას, კუთხოვან უკანა გვერდით ფანჯრებს, არასტანდარტულ უკანა ფანჯარას, გამოკვეთილ უკანა ნაწილს გარჩევადი უკანა ფარებით - ეს ყველაფერი უნიკალური დიზაინის ნაწილია.

Astra GTC უნიკალური პანორამული საქარე მინა რევოლუციურ პერსპექტივას უქმნის მძღოლს და წინა მგზავრს. ის ძრავის ხუფიდან ჭერის შუამდეა გადაჭიმული და ზემოთ მეტად ფართოდ ხედვის საშუალებას იძლევა, რაც თვითმფრივანის კოკპიტიდან ხედვას მოგვაგონებს.

Astra GTC კოკპიტი ასევე უშეცდომოა. V ფორმის წინა სექცია და ძრავის ხუფის ტიპიური ცენტრალური მოხრა გადმოდის მეტად კუთხოვან ცენტრალურ კონსოლში, რომელიც მოიცავს ყველა საინფორმაციო მუშა ელემენტს და ჰაერის კონდიცირების სისტემას.
Opel Astra GTC შიგნით საუკეთესო დიზაინი შეესაბამება მაღალი ხარისხის მასალებს. ეს ნიშნავს, რომ ის აღმაფრთოვანებლად არ გამოიყურება, თუმცა, სასიამოვნოა ზედაპირებთან და მართვის კომპონენტებთან შეხება.
ინსტრუმენტები დაშორებულია, კონტროლის მექანიზმები კი ერგონომიკულადაა მოთავსებული მართვის მაქსიმალური კომფორტისათვის და სიმარტივისათვის. ეს ყველაფერი მაღალი დონის ინტერიერის დიზაინს ნაწილია.

Opel Astra GTC გამორიცხავს საჭის მორყევას. “OPC ხაზის პაკეტი 1” წინა და უკანა ქვედა კანტები, გვერდითი ლონჟერონები და ჭერის სპოილერი ეფექტურად ინარჩუნებს მანევრულობას. ჰარმონიული დამატებები: სამი შენადნობის ბორბლები, ზომით 7.5 J x 18, მოგეწოდებათ 9-V-სპიციანიც, 11-სპიციანიც ან 5-სპიციან-ვარსკვლავურიც – ყველა 225/40 ZR18 საბურავებთან ერთად.
უკომპრომისო სპორტულობა უზრუნველყოფილია ქარხნულად დამონტაჟებულ “OPC ხაზის პაკეტში 2”. წინა და უკანა ქვედა კანტები, გვერდითი ლონჟერონები და ჭერის სპოილერი ელეგანტურია და დინამიურად გამოიყურება უმოძრაობის დროსაც.
სურათზე შესაძლოა ნაჩვენები იყოს დაკვეთით მისაღები აღჭურვილობა.
