Opel Astra სედანი - კომფორტი და პრაქტიკულობა

ტესტ-დრაივი

ათასი ფოტოს ნახვას ერთი ტესტ-დრაივი ჯობია. დააჭირეთ აქ, რათა გამოცადოთ რეალობა.

ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე

სასარგებლო ლინკები

კომფორტისა და უზრუნველობის ახალი დონე.

ერგონომიკის, ნივთების მოთავსებისა და მაღალი ხარისხის კომფორტის, მძღოლისა და მგზავრებზე ზრუნვის თვალსაზრისით Opel Astra ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

Enlarge

AGR-ის მიერ სერტიფიცირებული ერგონომიკული სპორტული სავარძლები მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის

ავტომობილი, ან რამდენად შორს მიემგზავრებით - ჯდომის კომფორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. Opel Astra-ს სავარძლები რეგულირების ბევრი შესაძლებლობებით გამოირჩევა - მათ შორის, სავარძლის სავარძლის საჯდომის გაშლის ფუნქციით. ოფციური სპორტული სავარძლები ავტორიტეტული გერმანული ცენტრის, AGR-ის მიერაა სერტიფიცირებული და ამ სავარძლებს კომფორტის თქვენი, ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით მოირგებთ. ასეთი სავარძელი ხელმისაწვდომია მძღოლისთვის, ან მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის ერთად.

 

ხარისხიან ტყავს და სავარძლების გათბობას Opel Astra მდიდრული ავტომობილების კატეგორიაში გაჰყავს. თუკი ქსოვილის სავარძლები გირჩევნიათ, შეგიძლიათ თამამად თქვათ უარი ტყავზე, რადგან ქსოვილით გადაკრული სავარძლების შემთხვევაშიც იდენტურ ორთოპედიულ ხარისხს მიიღებთ.


მძღოლის ელ. სავარძელი

შეუკვეთეთ AGR-ის უაღრესად ერგონომიკული სპორტული სავარძლის ოფცია მძღოლის სავარძლისთვის და ძირითად რეგულირებებს ელექტრონულად განახორციელებთ. (ბალიშის გაფართოების ფუნქცია ელექტრონული არ არის)


Enlarge

ელექტრონული ხელის მუხრუჭი

ელექტრონული ხელის მუხრუჭი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ფუნქციონირებს და მისი უპირატესობები პარკინგის უსაფრთხოება და მძღოლისთვის შემცირებული ძალისხმევაა. ხელმისაწვდომია აღმართზე დაძვრის ასისტენტთან ერთად, რაც გამორიცხავს იმას, რომ აღმართზე ან დაღმართზე გაჩერებისას მანქანა დაგორდეს. ელექტრონული ხელის მუხრუჭი უმაღლესი კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტიაა.


Enlarge

2-ზონიანი კლიმატკონტროლი

ჰაერის ხარისხი და კლიმატის კონტროლი Opel Astra-ს ინტერიერის მთავარი ასპექტია. ელექტრონული კლიმატკონტროლი (ECC) გთავაზობთ კლიმატის კონტროლის თანამედროვე სისტემას, რომელიც მძღოლისთვის პარამეტრის ინდივიადულად დამახსოვრების ფუნქციასაც მოიცავს. ჰაერი ნახშირის ფილტრში იფილტრება. მძღოლსა და წინა მგზავრს ტემპერატურის შერჩევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ. გათბობისა და გაგრილების გაუმჯობესებისთვის ECC-ს ჰაერის რეცირკულაციის ფუნქციაც გააჩნია.


Enlarge

ლუქი

ელექტრონულ ლუქს დახრის და გაცურების ფუნქციები აქვს და მოულოდნელი მოძრაობისგან სპეციალური მექანიზმითაა დაცული. შეფერილი მინა ასევე ქმნის განათების სპეციალურ რესურსს და გიცავთ მზის სხივების შემაწუხებელი შემოჭრისგან სალონში.


Enlarge

აუდიო-სისტემა CD 400

ავტომობილი აღჭურვილია საუკეთესო აუდიო-სისტემით, რომლითაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გზაზე ისიამოვნებთ. CD 400 გულისხმობს 6 დინამიკს, 7-საფეხურიან გრაფიკულ ბალანსირს, ხმის ციფრული პროცესორს, რადიოს, aux-in პორტსა და, რა თქმა უნდა, შესანიშნავ ჟღერადობას. CD 400 Plus ვერსია ორმაგი ტიუნერით, ხელმისაწვდომია, თუკი აირჩევთ USB პორტს, რათა აკონტროლოთ მობილური ციფრული ხელსაწყოები, Bluetooth®-ს ტელეფონით უსაფრთხოდ სარგებლობისთვის და მიიღებთ ევროპის ნებისმიერ რადიოფორმატს. თქვენ შეგიძლიათ, ყველა ეს ფუნქცია ერთად მიიღოთ.


Enlarge

მულტიმედია CD 600 IntelliLink

მულტიმედიური სისტემა CD 600 IntelliLink კომფორტის, კავშირისა და უსაფრთხოების მხრივ ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ამ სისტემის მეშვეობით თქვენ მარტივად მოახდენთ სმარტფონის ინტეგრირებას IntelliLink ტექნოლოგიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის უმთავრესი ფუნქციები მაღალი გაფართოების 7-დუიმიან ფერად ეკრანზე აისახება. ამრიგად, შეგეძლებათ სატელეფონო ზარის განხორციელება, გააკონტროლებთ მუსიკას Bluetooth®-ის მეშვეობით, მოისმენთ შემომავალ შეტყობინებებს, ან დაათვალიერებთ USB-ის მეშვეობით ატვირთულ სურათებს - რაც მთავარია, ამ დროს თქვენი ხელები დარჩება საჭეზე, სადაც ყველა კონტროლი ინტეგრირებულია. როდესაც კავშირი USB-ის მეშვეობით შედგება, მუსიკის საინფორმაციო ბაზა Gracenote® ამოიცნობს შემსრულებელს, ალბომს და სიმღერების სახელწოდებებს, რაც თქვენი მუსიკის შერჩევასა და მართვაში დაგეხმარებათ.


Enlarge

ნავიგაცია 950 IntelliLink

ეს არის ნავიგაციის საუკეთესო სისტემა, რომელიც ტექნოლოგია IntelliLink-ის ყველა უპირატესობას მოგანიჭებთ, რაც გულისხმობს სმარტფონის სრულყოფილ ინტეგრაციას, რომელშიც შედის აუდიოსტრიმინგი Bluetooth®-ით, ნავიგაცია ფუნქციებით “bird’s eye”, 3D და ხმოვანი ფუნქცია მისამართის შეყვანის დროს. ნავიგაციის სრაფი მართვისთვის, სისტემაში შეყვანილია ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის რუკა, რომელთა განახლება USB-ის მეშვეობით ხდება. აღსანიშნავია, რომ Navi 650-საც იდენტური საბაზო მახასიათებლები გააჩნია. თქვენს მობილურ ტელეფონთან კავშირის დამყარება შესაძლებელია Bluetooth®-ის მეშვეობით - საჭის დისტანციური კონტროლიდან.


Enlarge

FlexDock®

ეს გახლავთ ქარხნული დეტალი, რომელიც დაგეხმარებათ სმარტფონის იდეალურად ინტეგრირებაში - თანაც, უსაფრთხოა, ელეგანტურად გამოიყურება და სრულყოფილადაა პოზიციონირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპტიმალურად ხედავთ და მარტივად ხელმისაწვდომია. შესაბამისად,  აღარ დაგჭირდებათ ჭუჭყიანი კაბელები და მარტივადაც მიწვდებით, რათა აკონტროლოთ მუსიკა, ზარები და ნებისმიერი სახის ინფორმაცია.


Enlarge

18-მდე სათავსო მაქსიმალური პრაქტიკულობისთვის

Opel Astra გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას თქვენი ნივთების მოსათავსებლად - თითოეული მათგანი ძალიან პრაქტიკულია. Opel Astra-ში თავმოყრილია მოხერხებული სათავსოები და რაც მთავარია, მძღოლისთვის და მგზავრებისთვის ყველა მათგანი იოლად ხელმიაწვდომია. ინტერიერში შეხვდებით კარის ჯიბეებს ბოთლების ჩასადებით წინ და უკან, ასევე მძღოლის პერსონალურ სათავსოს, ჭიქის დამჭერებს, დიდ სახელთათმანეს, ხელის ჩამოსადებებს წინა და უკანა ნაწილში - დასაკეტი სათავსოებით. საერთო ჯამში ავტომობილში შესაძლებელია 18 პრაქტიკული სათავსოს მიღება როგორც დიდი, ასენე პატარა ზომის ნივთებისთვის.