Opel Astra სედანი - დიზაინი

ტესტ-დრაივი

ათასი ფოტოს ნახვას ერთი ტესტ-დრაივი ჯობია. დააჭირეთ აქ, რათა გამოცადოთ რეალობა.

ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე

სასარგებლი ლინკები

ეს ისეთი რამაა, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ.

ჩვენთვის ჩვენი Opel Astra საამაყო ავტომობილია. იმიტომ, რომ ვიცით: ჩვენ შევქმენით ისეთი ავტომობილი, რომლითაც თქვენ აუცილებლად იამაყებთ.

Enlarge

ექსტერიერის დიზაინი

ამ ავტომობილის მაგალითზე თქვენ ხედავთ, რაოდენ აღქმადი შეიძლება იყოს მანქანის პროპორციები. უფრო კარგად დააკვირდით 4-კარიან Astra სედანს. ეს ავტომობილი იმდენად კარგადაა დაბალანსებული, იმდენად ჰარმონიული დიზაინი აქვს, რომ მაშინვე დაიჯერებთ, რაოდენ დიდი მონდომებით იმუშავეს დიზაინერებმა. ზედაპირი და დიზაინერული ხაზების მიმართულებები ჰარმონიულადაა გადაბმული და ორივე ერთად ქმნის უაღრესად დინამიკურ შთაბეჭდილებას. მანქანას გარეგნულად არაფერი აქვს ზედმეტი.

 

ამასთან ერთად, Astra არ ღალატობს Opel-ის ოჯახურ ტრადიციებს. ეს განსაკუთრებით ავტომობილის ცხვირზე ითქმის. მთავარი მაშუქები და ცხაურა ზუსტად გამოხატავს Astra-ს დიზაინს. უკანა მაშუქებიც მიჰყვება Astra-ს აქტუალური მოდელების დიზაინს, მაგრამ ყველაფერი ერთობლიობაში მაინც ავტომობილის თავისებურ იდენტურობას ანიჭებს.

 

როგორც კი შეხედავთ, თვალი მაშინვე სახურავის ხაზისკენ გაგექცევათ, მერე კი თვალს ნელ-ნელა გააყოლებთ მგზავრების კაბინას, დაეშვებით საბარგულის კარისკენ და მძაფრად აღიქვამთ ავტომობილის უაღრესად აეროდინამიკურ ვიზუალს. სახურავის რბილ ვარდნას გვერდითა ფანჯრების დიზაინიც ლამაზად მიყვება და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის გასაოცარ სპორტულ ელეგანტურობას.

 

ზოგადად უკანა ნაწილი კი, Astra-ს დიზაინის  სრულყოფილი დასრულებაა. მთავარი ნიშნებია ულამაზესი უკანა მინა, ინტეგრირებული სპოილერი და უდიდესი გულისყურით შესრულებული ბამპერი. ეს ყველაფერი ერთად სრულყოფილ დიზაინს ქმნის. დიზაინს, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ.


Enlarge

ინტერიერის დიზაინი

მძღოლს საჭესთან დაჯდომისთანავე თვალში ეცემა თხელი ხაზები და მაჩვენებელთა დაფაზე, ინსტრუმენტებზე შემოვლებული წირები, რაც დიზაინს ჰაეროვნებას მატებს და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. Opel Astra-ს სალონში მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული, რაც იდეალურად შეესაბამება დიზაინზე მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმს. ზედაპირების ძირითადი ნაწილი რბილი ან ხარისხიანი მარცვლოვანი მასალითაა მოპირკეთებული.

 

ქრომირებული დეტალები მძღოლის სამუშაო მაგიდას მოდურ იერს აძლევს. ექსტერიერის დიზაინის ელემენტებს ინტერიერშიც შეხვდებით - მაგალითად, კარის სახელურებსა და საჭეზე.

 

Opel Astra-ში თითოეულ დეტალი უდიდესი ყურადღებითაა შესრულებული - მაგალითისთვის იოლად ხელმისაწვდომი მართვის ელემენტებისა და სათავსოების დიზაინერულად სწორი და პრაქტიკული განლაგებაც გამოდგება. შედეგად თქვენ იღებთ დახვეწილ, მძღოლზე ორიენტირებულ კოკპიტს შესანიშნავი ერგონომიკით.


Enlarge

drive!

Astra drive! კარგი აღჭურვით გამოირჩევა და მზადაა, თქვენი პირადი გემოვნება მაქსიმალურად დააკმაყოფილოს. ამასთან ეს ვერსია კარგად გამოხატავს ამ მოდელის სტილსა და სიცოცხლისუნარიანობას, ავტომობილს სენსაციურ იერს ანიჭებს და განსაკუთრებით უხდება ოფციური 17-დუიმიანი ალუმინის დისკები. ამავდროულად, AGR-ის მიერ სერტიფიცირებული ერგონომიკული და სპორტული, ნაჭრის ან ტყავის სავარძლები შორ დისტანციაზე მგზავრობისას მეტი კომფორტის გარანტიაა.