უკან
  • Opel Astra სედანი - ქვეითთა ზონის განათება

    ქვეითთა ზონის განათება

     

    პოტენციური საფრთხისგან დაცვა სინათლის გაცილებით ფართო გავრცელებით (დამატებით 8° მარცხნივ და მარჯვნივ).

     

    Opel Astra სედანი - ქალაქისთვის განკუთვნილი განათება

    ქალაქისთვის განკუთვნილი განათება

     

    ანაწილებს შუქს უფრო ფართოდ და უფრო დაბლა. გააქტიურებულია ავტომობილის სისწრაფისა და ქუჩის განათების შესაბამისად.

    Opel Astra სედანი - გზატკეცილის განათება

    გზატკეცილის განათება

     

    ანათებს ჩვეულებრივზე უფრო ფართოდ და უფრო მკაფიოდ - 70-მეტრიანი სხივით თვალის მოჭრის გარეშე.

    Opel Astra სედანი - ავტომაგისტრალის და ავტობანის განათება

    ავტომაგისტრალის და ავტობანის განათება

     

    განათების სხივს ისვრის, აკაშკაშებს და შლის 140 მეტრამდე - თანაც ისე, რომ სხვა მძღოლები არ დაბრმავდნენ.

  • Opel Astra სედანი - ცუდი ამინდის განათება

    ცუდი ამინდის განათება

     

    აქტიურდება მინის საქმენდის ჩამრთველით ან წვიმის სენსორით. ეს ფუნქცია აუმჯობესებს ხედვას ცუდ ამინდში.

    Opel Astra სედანი - შორსმაშუქი განათება ასისტეტით (HBA)

    შორსმაშუქი განათება ასისტეტით (HBA)

     

    როდესაც შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდება, HBA ავტომატურად დაუშვებს შორსმაშუქ განათებას, ხოლო როცა გზა გათავისუფლდება, ისევ ავტომატურად დააბრუნებს ძველ პოზიციაზე.

    Opel Astra სედანი - დინამიკური განათება მოსახვევში

    დინამიკური განათება მოსახვევში

     

    მთავარი მაშუქები მოსახვევში 15 გრადუსამდე ტრიალდება. აქტიურდება მოხვევის კუთხისა და სისწრაფის მიხედვით.

    Opel Astra ჰეჩბექი - კუთხის სტატიკური განათება

    კუთხის სტატიკური განათება

     

    ისვრის შუქს 90 გრადუსით მარცხნივ ან მარჯვნივ და თქვენ უკეთ დაინახავთ, რა ხდება გვერდით ან კუთხეში.

წინ

ტესტ-დრაივი

ათასი ფოტოს ნახვას ერთი ტესტ-დრაივი ჯობია. დააჭირეთ აქ, რათა გამოცადოთ რეალობა.

ჩაეწერეთ ტესტ-დრაივზე

სასარგებლი ლინკები

თქვენი და მგზავრების უსაფრთხოება.

ისიამოვნეთ პასიური და აქტიური უსაფრთხოების მოწინავე აღჭურვილობითა და ინოვაციური ასისტენტ-სისტემებით, რომელთა მეშვეობით Opel Astra თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია.

New Opel Astra notchback - Adaptive Forward Lighting (AFL)

ადაპტირებადი წინა განათება (AFL)

როგორც ყველა ვარსკვლავს, Opel Astra-საც საუკეთესო განათება სჭირდება. Astra ხელმისაწვდომია ადაპტირებადი განათებით, რომელიც კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში განათების ყველაზე მოწინავე სისტემაა.

 

bi-xenon მაშუქებში მოძრავი ელემენტებია, რომლებიც ავტომატურად ერგებიან სხვადასხვა პირობებს და უზრუნველყოფენ უფრო უსაფრთხო და უსტრესო მართვას. ადაპტირებადი განათების ფუნქციები, შორსმაშუქი განათების ასისტეტით (HBA), ყველა სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს პოულობს, სხვა სისტემებთან შედარებით გზის განათებას 90 პროცენტით აუმჯობესებს და თანაც, არ აბრმავებს სხვა მძღოლებს.

 

AFL+ ხედვას ძალიან მკვეთრ მოსახვევებშიც კი საგრძნობლად აუმჯობესებს - ამ სისტემის მეშვეობით ღამით მოგზაურობა მნიშვნელოვნად უფრო უსაფრთხო ხდება. და ბევრად უსტრესოც, რა თქმა უნდა!


კრუიზკონტროლი სისწრაფის ლიმიტერით

კრუიზკონტროლი უაღრესად პრაქტიკულია ავტომაგისტრალებსა და ავტობანზე, სისწრაფის ლიმიტერის ფუნქციის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას ქალაქში და გადატვირთული მოძრაობის დროს გამოიყენებთ - იქ, სადაც არ გსურთ კონკეტული სისწრაფის გადაჭარბება. სისწრაფის ლიმიტერი საშუალებას გაძლევთ, დააყენოთ მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-დან ზემოთ.

 

სისწრაფის ლიმიტერის ფუნქცია ძალიან სასარგებლოა ისეთ ადგილებში, სადაც სიჩქარე 30 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.

 

მძღოლს სისწრაფის ლიმიტერის გათიშვა აქსელერაციის სატერფულზე ქიქდაუნით, ანუ, ბოლომდე დაჭერით შეუძლია. ამ შემთხვევაში მაჩვენებელთა დაფაზე გამოჩნდება სპეციალური მაჩვენებელი, რომელიც შეგატყობინებთ ლიმიტის გათიშვას. სისწრაფის ლიმიტის ფუნქცია ავტომატურად გააქტიურდება სვლის შენელების ან  დამუხრუჭების შემთხვევაში და ავტომობილს შერჩეულ ლიმიტზე დააბრუნებს.


Enlarge

გვერდითი მკვდარი წერტილის განგაში (SBSA)

ე.წ. გვერდითი მკვდარი წერტილის შესახებ ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალზონიან მაგისტრალებზე. ამას სისტემა SBSA ემსახურება, რომელიც მანქანის გვერდებზე დამონტაჟებულ სენსორებს იყენებს, რათა გიჩვენოთ გზის ის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ. თუ ავტომობილი შედის ე.წ. ”მკვდარ წერტილებში”, გვერდითა გარე სარკეებში და სალონის სარკეში გამაფრთხილებელი მაჩვენებელი აინთება. თუ მანქანა პრობლემურ ზონაში დარჩება, LED-განათება ციმციმს დაიწყებს. სისტემა SBSA აქტიურია 140 კმ/სთ სისრაფემდე.


Enlarge

პარკირების ასისტენტი

პარკირების ასისტენტი ავტომობილის წინ და უკან დაბრკოლებების შემჩნევაში გეხმარებათ. დაბრკოლებამდე დარჩენილი დისტანცია დიაგრამის სახით აისახება ინტერიერში განთავსებულ ეკრანზე და ასევე გატყობინებთ აკუსტიკურად, პულსირებადი ხმოვანი სიგნალის საშუალებით.


Enlarge

საბურავებში წნევის მონიტორინგის სისტემა (TPMS)

საბურავებში წნევის მუდმივი კონტროლის სტანდარტული სისტემის საშუალებით თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება და საბურავებში წნევის შესამოწმებლად გაჩერებაში დროს აღარ დაკარგავთ. კომპლექტაციის მიხედვით, ეს სისტემა ან ეკრანზე გიჩვენებთ წნევის დონეს, ანაც გაფრთხილებთ სპეციალური მაჩვენებლით, რომ რომელიმე საბურავი დასაბერია.


Enlarge

პასიური უსაფრთხოება

Opel Astra არა მარტო აქტიური უსაფრთხოების განუმეორებელი სისტემებითაა აღჭურვილი, არამედ თავის მგზავრებს პასიური უსაფრთხოების სანიმუშო ტექნოლოგიებითაც იცავს.

 

მედგარი ბამპერები და ენერგიის მაღალეფექტიანი შთანმთქმელი სისტემები ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბამპერის ღერძები ზუსტად ისეთ ადგილებშია განლაგებული, რომ სხვა ავტომობილთან დაბალი სიჩქარით შეჯახებისას თქვენი მანქანა მაქსიმალურად იყოს დაცული. გარდა ამისა, მათი მეშვეობით მცირდება შეკეთების ხარჯი და ამ სისტემის დამსახურებაა ისიც, რომ თქვენი მანქანა დაზღვევის კლასიფიკაციაში ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

 

მგზავრების ხისტი კაბინა ძირითადად მაღალი სიმტკიცის ფოლადისგანაა დამზადებლი და შემოვლებული აქვს დეფორმაციის ოპტიმალურად განლაგებული ზონები, რომლებიც მას მაქსიმალურად და სრული კონტროლით იცავენ. სალონში გიცავთ უსაფრთხოების ღვედები წინასწარი მოჭიმვით წინა სავარძლებზე, ასევე წინა, გვერდითი და ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები, სატერფულების გათავისუფლების სისტემა და თავის აქტიური მისაყრდნობები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ერთობლივად მუშაობს, რათა თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

 

ამ ყველაფერთად ერთად, თქვენს Opel Astra-ს აქვს სიგნალიზაციის მოწინავე სისტემა, რომელიც დაზღვევის უმკაცრეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.