
აქ მოყვნილია სულ რამდენიმე გამორჩეული მაგალითი Opel Astra 5–კარიანის არსებული აქსესუარების ფართო სპექტრიდან.
OPC ოფციები და აქსესუარები თქვენს Astra–ს მატებს დინამიურ არომატს, საკუთარ ხელწერას და ამაღელვებელ იერს. შეგიძლიათ, ისინი მიიღოთ როგორც ქარხნული დამაგრების ოფციის პაკეტები, ასევე აქსესუარები თქვენს Opel დილერთან.
სრული რიგისთვის იხილეთ Opel Astra–ს აქსესუარების ინტერნეტ კატალოგი ან დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Opel დილერს.

რბილად სრიალდება მაქნაის სახურავიდან უფრო მარტივად დამაგრებისა და მოხსნისთვის. უფრო განიერი დაჭერის ღილაკი საშუალებას იძლება გახსნათ ხელთათმანიანი ხელითაც. იმაგრეს ექვსამე წყვილ თხილამურს ან ოთხ სნოუბორდს. დამზადებულია ალუმინისაგან.

შედგება Opel–ის დიზაინით შექმნილი სახურავის ორი აეროდინამული ძელისგან. მომზადებულია ყველა ტიპის სახურავის ძელების და სხვა გადასატანი სისტემების მარტივად დასამაგრებლად. დაცულია საკეტებით.

ჭკვიანური და უსაფრთხო გადაწყვეტილება ორი ველოსიპედისთვის, შესაძლებელია ოფციონალური გაგრძელება მესამე ველოსიპედისთვის. მსუბუქი და ადვილი დასამონტაჟებელი: ქვემოდ ჩამოკეცვის ფუნქცია საშაულებას იძლევა ადვილად მიწვდეთ ტვირთს საბარგულში, მაშნაც კი, როცა ველოსიპედები დამაგრებულია. მოთავსდება საბარგულში, როდესაც არ იყენებთ. იკეტება საკეტით. მისაბმელის ძელის და ელექტრული მიბმისთვის.

აირჩიეთ მისაბმელის ძელები ფიქსირებულ და ადვილად მოხსნადს შორის, როდესაც უკანა ბამპერის ვიზუალური შეცვლა საჭირო არაა. კითხეთ თქვენს დილერს მაქსიმალური დატვირთვის შესაძლებლობა. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან. ელექტრონული მიბმისთვის შეკვეთა ცალკე უნდა გაკეთდეს.

მოსახერხებელი ჩამონტაჟებული გარნიტურა მოსაუბრეზე დამოუკიდებელი ხმის კონტროლით, სატელეფონო წიგნთან ავტომატური სინქრონიზაცია და ტექსტის გამოთქმის ფუნქცია, რომელიც კითხულობს SMS წერილებს. იყენებს მანქანის დინამიკებს. ზარის დროს რადიო ავტომატურად გადადის უხმო რეჟიმზე.

აუმჯობესებს GMS სიგნალს და ამცირებს რადიაციას მანქანის სალონში ანტენასთან დაწყვილებით. ერთდება მარტივად მობილურ ტელეფონთან, აკავებს მას უსაფრთხო პოზიციაში და მუხტავს მას მანქანის მოძრაობის დროს. გამოყენება ქარხნულად დამზადებულ სადებზე.

USB შეერთება MP3 ფლეერის და სმართფონის მხარდაჭერით. მარტივად აერთებს და მართავს თქვენს გადასატან ფლეერს მანქანაში ჩამონტაჟებულ რადიოსთან.

იცავს პატარა ნივთებს, როგორიცაა ჩანთა, საფულე ან რუკა მძღოლისთვს ადვილად მისაწვდომ ზონაში. ბადე ადვილად შეიძლება დამაგრდეს ელასტიური სამაგრით წინა მგზავრის სავარძელზე.

აკავებს მსუბუქ ნივთებს უძრავად და საბარგულს უფრო პრაქტიკულს ხდის მგზავრობისას. ელასტიური ბადე, მარტივი გამოყენება.

გამჭვირვალე კილიტა იცვს უკანა ბამპერს ბარგის ჩადება–ამოღების დროს, კენჭების მოხვედრების და სხვ. მცირე ნაკაწრებისგან. მოცილდება უკვალოდ.

მაღალი ხარისხის ოთხი საფენის ნაკრები დამატებითი კომფორტისთვის. არსებობს შავი Opel Astra ლოგოთი მძღოლის მხარეს. მარტივი დასამაგრებელია Opel–ის სტანდარტული დამაგრების სისტემით.

9–დან 18–მდე კგ და 9 თვიდან 4 წლამდე ბავშვებისთვის. შეიძლება დამაგრდეს მანქანაში ISOFIX სამაგრებით (საჭიროა ცალკე შეკვეთა) ან სავარძლის ღვედებით. სკამის საფარი გარეცხვადი და შეცვლადია.

იყავით მზად მოულოდნელობებისთვის ჩვენი უსაფრთხოების პროდუქტებით, როგორიცაა გამაფრთხილებელი სამკუთხედი, დამცავი ჟილეტი და პირველი დახმარების ჩანთა. ეს პროდუქტები მოთხოვნილია უმეტესი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობით და შეიძლება შეძება ინდივიდუალურად ან ნაკრების სახით.

დახვეწილი და ამავე დროს აზრიანი, OPC Line დამატებები განსაკუთრებული სპორტული იერის გასაძლიერებლად. ყველა ელემენტი აგებულია დანიშნულების გათვალისწინებით და იმავე ამაღელვებელი სტანდარტებითაა შექმნილი, როგორც თქვენი ახალი Opel Astra.
სურათზე შესაძლოა ნაჩვენები იყოს დაკვეთით მისაღები აღჭურვილობა.
