
ახალ Opel Astra–ს ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა, რომ გახდეს თვალისმომჭრელი. მის ფორმებს ყოველთვის აქცევენ ყურადღებას და თვალს ადევნებენ მის ყველა მოძრაობას. მაგრამ მისი ვარსკვლავის დონის ხარისხი არ შემოიფარგლება ექსტერიერით – შიგნითაც შეიხედეთ.

წინხედი ისეთივე მყისიერ შთაბეჭდილებას და ემოციას იწვევს, რაც დამახასიათებელია Opel Insignia–სთვის. ფართო დგომა ტოვებს სიმტკიცის და სპორტულობის შთაბეჭდილებას, ისევე როგორც ფარების, გისოსების და ბამპერის ერთიანობა. არწივის თვალის მოყვანილობის პროჟექტორებში ჩამაგრებული დღისით მოძრაობის განათების ფარებიც. საკმაოდ დახრილი საქარე მინა კი ტრადიციულ ჰეჩბექის ფორმატს სპორტულ ამაღელვებლობას მატებს.

თხელი ხაზები და მაჩვენებლების დაფის შემოვლებული წირები ჰარმონიულ ერთიანობას ქმნიან, რომელიც გეგებებათ სიხალვათის განცდით. ახალი Opel Astra–ს მაღალი ხარისხის მასალები საუცხოო ხარისხით შეესაბამება დიზაინზე მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმს. ძირითადი ზედაპირები მოპირკეთებულია რბილი შეხების მასალებით ან მაღალი ხარისხის ტექსტურით.
მძღოლის პანელზე თანამედროვე და უახლეს ტექნოლოგიებს ქრომის დამუშავება განსაკუთრებულ აქცენტებს მატებს. სოლისებრი თემა აქაც შიძლება შენიშნოთ – დეტალებში, როგორიცაა ჰაერის ვენტილიატორი, კარის გასახსნელი სახელურები და საჭის რგოლი.
ახალი Opel Astra–ში დეტალებს დიდი ყურადღება აქვს დათმობილი – როგორიცაა კონტროლის ელემენტების დიზაინი და განთავსება, მაგალითა, მრავალფუნქციონალური კონტროლერები ან ღილაკები ცენტრალურ სავენტილიაციო გასასვლელზე. შედეგი: დახვეწილი, მძღოლის მოთხოვნებზე ორიენტირებული მძღოლის პანელი საუკეთესო ერგონომიულობით.
სურათზე შესაძლოა ნაჩვენები იყოს დაკვეთით მისაღები აღჭურვილობა.
