Opel Astra Sports Tourer - პრაქტიკულობა

სასარგებლო ლინკები

კომფორტისა და უზრუნველობის ახალი დონე.

ერგონომიკის, ნივთების მოთავსებისა და მაღალი ხარისხის კომფორტის, მძღოლისა და მგზავრებზე ზრუნვის თვალსაზრისით Opel Astra Sports Tourer ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

Enlarge

AGR-ის მიერ სერტიფიცირებული ერგონომიკული სპორტული სავარძლები მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის

მნიშვნელობა არა აქვს, როგორ დაგყავთ ავტომობილი, ან რამდენად შორს მიემგზავრებით - ჯდომის კომფორტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. Opel Astra Sports Tourer-ის სავარძლები რეგულირების ბევრი შესაძლებლობებით გამოირჩევა - მათ შორის, სავარძლის სავარძლის საჯდომის გაშლის ფუნქციით. ოფციური სპორტული სავარძლები ავტორიტეტული გერმანული ცენტრის, AGR-ის მიერაა სერტიფიცირებული და ამ სავარძლებს კომფორტის თქვენი, ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით მოირგებთ. ასეთი სავარძელი ხელმისაწვდომია მძღოლისთვის, ან მძღოლისთვის და წინა მგზავრისთვის ერთად.

 

ხარისხიან ტყავს და სავარძლების გათბობას Opel Astra Sports Tourer მდიდრული ავტომობილების კატეგორიაში გაჰყავს. თუკი ქსოვილის სავარძლები გირჩევნიათ, შეგიძლიათ თამამად თქვათ უარი ტყავზე, რადგან ქსოვილით გადაკრული სავარძლების შემთხვევაშიც იდენტურ ორთოპედიულ ხარისხს მიიღებთ.


მძღოლის ელ. სავარძელი

შეუკვეთეთ AGR-ის უაღრესად ერგონომიკული სპორტული სავარძლის ოფცია მძღოლის სავარძლისთვის და ძირითად რეგულირებებს ელექტრონულად განახორციელებთ. (ბალიშის გაფართოების ფუნქცია ელექტრონული არ არის)


Enlarge

ელექტრონული ხელის მუხრუჭი

ელექტრონული ხელის მუხრუჭი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ფუნქციონირებს და მისი უპირატესობები პარკინგის უსაფრთხოება და მძღოლისთვის შემცირებული ძალისხმევაა. ხელმისაწვდომია აღმართზე დაძვრის ასისტენტთან ერთად, რაც გამორიცხავს იმას, რომ აღმართზე ან დაღმართზე გაჩერებისას მანქანა დაგორდეს. ელექტრონული ხელის მუხრუჭი უმაღლესი კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტიაა.


Enlarge

2-ზონიანი კლიმატკონტროლი

ჰაერის ხარისხი და კლიმატის კონტროლი Opel Astra Sports Tourer-ის ინტერიერის მთავარი ასპექტია. ელექტრონული კლიმატკონტროლი (ECC) გთავაზობთ კლიმატის კონტროლის თანამედროვე სისტემას, რომელიც მძღოლისთვის პარამეტრის ინდივიადულად დამახსოვრების ფუნქციასაც მოიცავს. ჰაერი ნახშირის ფილტრში იფილტრება. მძღოლსა და წინა მგზავრს ტემპერატურის შერჩევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ. გათბობისა და გაგრილების გაუმჯობესებისთვის ECC-ს ჰაერის რეცირკულაციის ფუნქციაც გააჩნია.


ლუქი

ელექტრონულ ლუქს დახრის და გაცურების ფუნქციები აქვს და მოულოდნელი მოძრაობისგან სპეციალური მექანიზმითაა დაცული. შეფერილი მინა ასევე ქმნის განათების სპეციალურ რესურსს და გიცავთ მზის სხივების შემაწუხებელი შემოჭრისგან სალონში.


Enlarge

აუდიო-სისტემა CD 400

ავტომობილი აღჭურვილია საუკეთესო აუდიო-სისტემით, რომლითაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ გზაზე ისიამოვნებთ. CD 400 გულისხმობს 6 დინამიკს, 7-საფეხურიან გრაფიკულ ბალანსირს, ხმის ციფრული პროცესორს, რადიოს, aux-in პორტსა და, რა თქმა უნდა, შესანიშნავ ჟღერადობას. CD 400 Plus ვერსია ორმაგი ტიუნერით, ხელმისაწვდომია, თუკი აირჩევთ USB პორტს, რათა აკონტროლოთ მობილური ციფრული ხელსაწყოები, Bluetooth®-ს ტელეფონით უსაფრთხოდ სარგებლობისთვის და მიიღებთ ევროპის ნებისმიერ რადიოფორმატს. თქვენ შეგიძლიათ, ყველა ეს ფუნქცია ერთად მიიღოთ.


Enlarge

მულტიმედია CD 600 IntelliLink

მულტიმედიური სისტემა CD 600 IntelliLink კომფორტის, კავშირისა და უსაფრთხოების მხრივ ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ამ სისტემის მეშვეობით თქვენ მარტივად მოახდენთ სმარტფონის ინტეგრირებას IntelliLink ტექნოლოგიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის უმთავრესი ფუნქციები მაღალი გაფართოების 7-დუიმიან ფერად ეკრანზე აისახება. ამრიგად, შეგეძლებათ სატელეფონო ზარის განხორციელება, გააკონტროლებთ მუსიკას Bluetooth®-ის მეშვეობით, მოისმენთ შემომავალ შეტყობინებებს, ან დაათვალიერებთ USB-ის მეშვეობით ატვირთულ სურათებს - რაც მთავარია, ამ დროს თქვენი ხელები დარჩება საჭეზე, სადაც ყველა კონტროლი ინტეგრირებულია. როდესაც კავშირი USB-ის მეშვეობით შედგება, მუსიკის საინფორმაციო ბაზა Gracenote® ამოიცნობს შემსრულებელს, ალბომს და სიმღერების სახელწოდებებს, რაც თქვენი მუსიკის შერჩევასა და მართვაში დაგეხმარებათ. როდესაც უკანა ხედვის კამერას აირჩევთ, დიდი ეკრანი გაიყოფა, რაც თქვენი აბსოლუტური უსაფრთხოების და მშვიდად ყოფნის გარანტიაა.


Enlarge

ნავიგაცია 950 IntelliLink

ეს არის ნავიგაციის საუკეთესო სისტემა, რომელიც ტექნოლოგია IntelliLink-ის ყველა უპირატესობას მოგანიჭებთ, რაც გულისხმობს სმარტფონის სრულყოფილ ინტეგრაციას, რომელშიც შედის აუდიოსტრიმინგი Bluetooth®-ით, ნავიგაცია ფუნქციებით “bird’s eye”, 3D და ხმოვანი ფუნქცია მისამართის შეყვანის დროს. ნავიგაციის სრაფი მართვისთვის, სისტემაში შეყვანილია ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის რუკა, რომელთა განახლება USB-ის მეშვეობით ხდება. აღსანიშნავია, რომ Navi 650-საც იდენტური საბაზო მახასიათებლები გააჩნია. თქვენს მობილურ ტელეფონთან კავშირის დამყარება შესაძლებელია Bluetooth®-ის მეშვეობით - საჭის დისტანციური კონტროლიდან.


Enlarge

Internet radio

The IntelliLink systems of the Astra give you free access to leading internet radio platforms. With the pre-installed app Aupeo you can create your own music program program and enjoy more than 900,000 titles.*

 

*Function smartphone-dependent.


Enlarge

FlexDock®

ეს გახლავთ ქარხნული დეტალი, რომელიც დაგეხმარებათ სმარტფონის იდეალურად ინტეგრირებაში - თანაც, უსაფრთხოა, ელეგანტურად გამოიყურება და სრულყოფილადაა პოზიციონირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპტიმალურად ხედავთ და მარტივად ხელმისაწვდომია. შესაბამისად, აღარ დაგჭირდებათ ჭუჭყიანი კაბელები და მარტივადაც მიწვდებით, რათა აკონტროლოთ მუსიკა, ზარები და ნებისმიერი სახის ინფორმაცია.


Enlarge

საუკეთესო აუდიო-სისტემა

ავტომობილში საუკეთესო და აბსოლუტურად გამორჩეული ჟღერადობისთვის Opel Astra განსაკუთრებულ აუდიო-სისტემას, Infinity Sound System-ს გთავაზობთ, რომელშიც გამოყენებულია 7x45-ვატიანი პირდაპირი არხები და პრემიუმ ხარისხის 8 დინამიკი. აუდიო სიგნალი ციფრულია და მას დამატებით სრულყოფს ციფრული ხმის პროცესორი (DSP), რომლის მეშვეობით მაქსიმალურად სუფთა ხმას მიიღებთ. ამრიგად, მართვის ყველანაირ პირობებში თქვენს ავტომობილში ყველა მხრიდან საუკეთესო ხარისხის ხმას მიიღებთ.


Enlarge

18-მდე სათავსო მაქსიმალური პრაქტიკულობისთვის

Opel Astra Sports Tourer გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას თქვენი ნივთების მოსათავსებლად - თითოეული მათგანი ძალიან პრაქტიკულია. Opel Astra-ში თავმოყრილია მოხერხებული სათავსოები და რაც მთავარია, მძღოლისთვის და მგზავრებისთვის ყველა მათგანი იოლად ხელმიაწვდომია. ინტერიერში შეხვდებით კარის ჯიბეებს ბოთლების ჩასადებით წინ და უკან, ასევე მძღოლის პერსონალურ სათავსოს, ჭიქის დამჭერებს, დიდ სახელთათმანეს, ხელის ჩამოსადებებს წინა და უკანა ნაწილში - დასაკეტი სათავსოებით. საერთო ჯამში ავტომობილში შესაძლებელია 18 პრაქტიკული სათავსოს მიღება როგორც დიდი, ასენე პატარა ზომის ნივთებისთვის.


Enlarge

FlexFix® - ბარგის უკანა გადამზიდი

ავტომობილის მრავალმხრივობის გაფართოებისთვის უმეტესად არასასიამოვნო დამატებითი სამუშაოების ჩატარებაა ხოლმე საჭირო. Opel Astra Sports Tourer-ს ეს არ ეხება! ამ ავტომობილთან ერთად ხელმისაწვდომია ბარგის უკანა გადამზიდი სისტემა FlexFix®, რომელიც უნიკალურია ამ კლასში და როცა დაგჭირდებათ, ყოველთვის დაგეხმარებათ. სისტემა FlexFix® ძალიან მარტივად მაგრდება უკანა ბამპერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საბარგულის ტევადობა არ შეგიმცირდებათ და არც ფარეხში იკავებს დიდ სივრცეს. ამ მექანიზმზე მაგრდება ორი ველოსიპედი 29-დუიმიანი საბურავებითა და 1150-მილიმეტრიანი ბაზით (თითო 30 კგ). ველოსიპედების დამაგრება ძალზე ადვილია. სპეციალური ადაპტერის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ტევადობა და დაამატოთ კიდევ ორი (თითო 20-კგ-იანი) ველოსიპედის გადატანის შესაძლებლობა. FlexFix®-ის ტვირთამწეობა 80 კილოგრამია. ასე რომ, თქვენ ელექტრო ველოსიპედების დამაგრებაც შეგიძლიათ. FlexFix®-თან ერთად შესაძლებელია თანამედროვე პარკპილოტის (APA) კომბინირებაც და აკუსტიკური პარკპილოტი ავტომატურად ერგება ავტომობილის სიგრძის გაზრდას.