Opel Astra Sports Tourer - დიზაინი

სასარგებლო ლინკები

როცა პრაქტიკულობა ელეგანტურობას ერწყმის.

ყველა შტრიხი და დინამიკური ელეგანტურობა, რაც Opel Astra-ს ახასიათებს, ზედმიწევნით ზუსტადაა გადატანილი Opel Astra Sports Tourer-ში და ამას ემატება უკომპრომისო ტევადობა, ასევე დამატებითი უპირატესობები პრაქტიკულობის, ფუნქციურობისა და ინოვაციურობის კუთხით. ეს არის ავტომობილი, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ.

Enlarge

სილუეტი

Sports Tourer-ის ექსტერიერის დიზაინის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გრძელი, მოხდენილი, დინამიკური გვერდითა ხაზია. ასევე, ელეგანტური კუპესებრი სახურავის უკანა სპოილერში სრულყოფილად გადასვლა. ამ ყველაფერს ემატება იდეალური პროპორციების მქონე უკანა ფანჯარა და მოდური მოლდინგები. საერთო ჯამში ვიღებთ უაღრესად ეფექტიან, სპორტულ, მოდურ, ელეგანტურად სუფთა და გამორჩეულად აეროდინამიკურ დიზაინს უკომპრომისო პრაქტიკულობითა და ტევადობით.

 

აშკარა და უდავოა ავტომობილის უკანა მხარის სპორტული ვიზუალიც. საბარგულის კარის სკულპტურული სტრუქტურა და განიერი უკანა მინა სპოილერის ქვეშ საუკეთესო დიზაინზე მეტყველებს. უკანა მხარის დიზაინს უაღრესად დინამიკური უკანა მაშუქები ავსებს, რომლებიც ”ფრთების” სტილშია შესრულებული. ამრიგად, თქვენ წინაშეა Opel-ის დიზაინის მთავარი მახასიათებელი - V-ფორმის სტრუქტურა და ”ოპელის” ლოგოს ცენტრალური პოზიციონირება სანომრე ნიშანთან ერთად. უკანა ბამპერის ქრომირებული ხაზი კი დამატებითი შტრიხია, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს სპორტულ პრაქტიკულობას.


Enlarge

ინტერიერის დიზაინი

მძღოლს საჭესთან დაჯდომისთანავე თვალში ეცემა თხელი ხაზები და მაჩვენებელთა დაფაზე, ინსტრუმენტებზე შემოვლებული წირები, რაც დიზაინს ჰაეროვნებას მატებს და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. Opel Astra Sports Tourer-ის სალონში მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული, რაც იდეალურად შეესაბამება დიზაინზე მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმს. ზედაპირების ძირითადი ნაწილი რბილი ან ხარისხიანი მარცვლოვანი მასალითაა მოპირკეთებული.

 

ქრომირებული დეტალები მძღოლის სამუშაო მაგიდას მოდურ იერს აძლევს. ექსტერიერის დიზაინის ელემენტებს ინტერიერშიც შეხვდებით - მაგალითად, კარის სახელურებსა და საჭეზე.

 

Opel Astra Opel Astra Sports Tourer-ში თითოეულ დეტალი უდიდესი ყურადღებითაა შესრულებული - მაგალითისთვის იოლად ხელმისაწვდომი მართვის ელემენტებისა და სათავსოების დიზაინერულად სწორი და პრაქტიკული განლაგებაც გამოდგება. შედეგად თქვენ იღებთ დახვეწილ, მძღოლზე ორიენტირებულ კოკპიტს შესანიშნავი ერგონომიკით.


Enlarge

შავი სახურავი - სპეციალური არჩევანი

ექსტერიერის განსაკუთრებული ფერების შერჩევის შემდეგ, შეგიძლიათ აირჩიოთ შავი ფერის პაკეტი, რითაც თქვენი Opel Astra Sports Tourer-ის დინამიკურ დიზაინს მეტ კონტრასტულობას შემატებთ და სახურავთან ერთად, გარეთა სარკეებიც შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი. დამატებითი ინდივიდუალიზაციისთვის შესაძლებელია პაკეტის კომბინირება ოფციურ, 18-დუიმიან ალუმინის შავ დისკებთან.