Opel Astra Sports Tourer - მართვის დინამიკა

სასარგებლო ლინკები

მყისიერი ადაპტაცია - გაუმჯობესებული უსაფრთხოება, მეტი სიამოვნება!

სპორტული სულისკვეთების მძღოლი ხართ თუ მშვიდად მართვა გიყვართ? გააჩნია, რა გსურთ კონკრეტულ მომენტში. ღილაკზე თითის ერთი შეხებით მართვის მთლიანი დინამიკა შეიცვლება - შეგიძლიათ აირჩიოთ სპორტული სვლა ან აბსოლუტურად უსტრესო მგზავრობა შორ გზაზე მოგზაურობისას, რომლის შემთხვევაში უსაფრთხოება და სტაბილურობა მაქსიმალურად იქნება გარანტირებული.

Enlarge

სრულყოფილი პლატფორმა

Opel Astra Sports Tourer-ის შასის ძირითადი უპირატესობებია სვლის შესანიშნავი კომფორტი, დინამიკურობა, მართვის სიზუსტე, ბრწყინვალე ხმაურიზოლაცია და არანაირი ვიბრაციები. ამას ემატება ძარის ზომიერი დაჭიმულობა, რაც Opel Astra Sports Tourer-ისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური სვლის გარანტიაა. ავტომობილი სავალ ნაწილში აღჭურვილია საუკეთესო დაკიდების სისტემით, რაც უზრუნველყოფს მართვის სიზუსტეს, სვლის კომფორტს და ხმაურისა და ვიბრაციის ძალიან დაბალ დონეს.

 

ავტომობილის განიერი პოზიცია მოსახვევებში მაღალი სტაბილურობის გარანტიაა, ღერძებს შორის დიდი დაშორება კი უსწორმასწორო გზებზეც კი რბილ სვლას უზრნველყოფს.


Enlarge

Watt-ის უკანა ხიდი

Opel Astra Sports Tourer-ის უკანა საკიდარი მუხლა ლილვისა და Watt-ის მექანიზმის მიხედვით გადაბმისგან შედგება. Watt-ის მექანიზმის პრინციპს 200 წელიწადზე მეტი ისტორია აქვს და თავიდან ძირითადად სარბოლო ავტომობილებში იყენებდნენ. პრინციპი საკმაოდ მარტივი, მაგრამ გენიალურია.

 

ზუსტად ღერძის ცენტრის უკან განთავსებული განივი კოჭი გადაბმის ორ საყრდენს აერთებს, რომლებიც შუაში და ბოლოში ბრუნავს და ღერძის ყელის ქვემოთაა დამაგრებული. ამ კომპაქტური სისტემის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ხიდს (ღერძს) გვერდული მოძრაობისგან აზღვევს, რაც მეტ სტაბილურობას, ასევე სრბილ სვლას და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მართვადობას იწვევს.

Watt-ის ხიდი სტანდარტული ოფციაა გარკვეულ ძრავებთან და კომპლექტაციებთან ერთად და მისი მიღება შესაძლებელია FlexRide-სისტემასთან და ელექტრონულ ხელის მუხრუჭთან ერთად.


Enlarge

FlexRide შასი

წარმოიდგინეთ ავტომობილი, რომელიც თვითონ ადაპტირდება საგზაო პირობებთან და თვითონ ეგუება მართვის თქვენეულ სტილს. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით აირჩევთ ან კომფორტულ კრეისერულ სვლას, ანაც მანქანას დინამიკურ და სპორტულ სულისკვეთებას მიანიჭებთ. ეს ყველაფერი კი სწორედ FlexRide სისტემის დამსახურებაა.

 

FlexRide შასის ელექტრონული კონტროლის სისტემაა, რომელიც მყისიერად რეაგირებს საგზაო პირობების ცვლილებებზე და მუდმივად ადაპტირდება მართვის თქვენეულ სტილთან. სისტემა CDC ამორტიზაციის პარამეტრებს რეალურ დროში არეგულირებს. 4-არხიანი ABS დამუხრუჭების ძალის ელექტრონული განაწილებით, Traction Control (დაბუქსავების საწინააღმდეგო სისტემა) და ESP®Plus ერთობლიობაში ფანტასტიკურ დინამიკურობას ქმნიან.

 

FlexRide-ის ჩამრთველების მეშვეობთ თქვენ ნებისმიერ დროს, ღილაკზე ერთი დაჭერით შეცვლით სვლის დინამიკის რეჟიმებს. არჩევანი 3 რეჟიმს შორის უნდა გააკეთოთ: “Sport”, “Tour” და “Normal”. თითოეული მათგანი ოპტიმიზირებულია მართვის განსხვავებული სცენარებისთვის - დაწყებული სპორტული სვლით, ვიდრე შორ გზაზე უკომპრომისოდ კომფორტულ, უსაფრთხო და სტაბილურ სვლამდე.