Opel Astra Sports Tourer - ძრავები და ტრანსმისიები

სასარგებლო ლინკები

ეკონომიური და სუფთა აგრეგატები.

Opel Astra Sports Tourer-ის ძრავები ამტკიცებს, რომ შესაძლებელია, ცოცხალი ძრავა ეკონომიურიც იყოს და გარემოც მაქსიმალურად ნაკლებად დააბინძუროს. უახლესი, მოწინავე ტექნოლოგია, უფრო ეკონომიური, ეკოლოგიური და საჭიროებისამებრ გასართობი - Opel Astra Sports Tourer-ის ECOTEC® ძრავები მაქსიმალურად გასიამოვნებთ და თანაც, თითოეული აგრეგატი გამორჩეულად ეკონომიურია - კომპაქტური საავტომობილო კლასის სხვა ძრავებთან შედარებით.

ყველა ძრავა

Opel Astra Sports Tourer-ში ხელმისაწვდომია ბენზინისა და დიზელის ძრავები 100 ცხენის ძალიდან (73 კვტ) 195 ცხენის ძალამდე (143 კვტ) სიმძლავრით და ავტოგაზზე მომუშავე აგრეგატი 140 ცხენის ძალით (103 კვტ).

 

დიზელისა და ბენზინის ვარიანტები ხელმისაწვდომია მოწინავე და უზუსტესი 5 ან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ხოლო 6-საფეხურიანი ავტომატიკა კი, ActiveSelect®-ით, ხელმისაწვდომია 1.4 Turbo ECOTEC® (140 ცხ. ძ., 103 კვტ), 1.6 Turbo ECOTEC® (170 ცხ. ძ., 125 კვტ), 2.0 CDTI ECOTEC® (165 ცხ. ძ. 121 კვტ) და 1.6 ECOTEC® ძრავებთან ერთად.


Enlarge

ავტოგაზზე მომუშავე ECOTEC®-ის ძრავა

1.4 LPG ECOTEC® ძრავით Opel Astra Sports Tourer-ს შეუძლია როგორც ბენზინზე, ისე ავტოგაზზე მუშაობაც. ეს ძრავა ხელმისაწვდომია საოცრად დაბალ ფასად და გამონაბოლქვს თითქმის 10 პროცენტით ამცირებს. რაკი ბენზინის სტანდარტული ავზისა და ავტოგაზის რეზერვუარის გამოყენება შესაძლებელი გახდა, მუშაობის დიაპაზონი ფაქტობრივად გაორმაგებულია. 1.4 LPG ECOTEC® აგრეგატში შესაძლებელია მოდიფიცირებაც.


Enlarge

ecoFLEX: ზოგავს საწვავს - ამცირებს გამონაბოლქვს

ecoFLEX ეკოლოგიურობისკენ გადადგმული პრაქტიკული და სწორი ნაბიჯია. დიზელის 1.6 CDTI ecoFLEX ძრავა საკმაოდ ცოცხალია, გამოირჩევა 110-ცხენისძალიანი სიმძლავრით (81 კვტ) და სასიამოვნოდ შთამბეჭდავი, 300-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით (2000 ბრ/წთ). ამავდროულად, ეს აგრეგატი გარემოსაც იცავს! მისი გამონაბოლქვი 1 კმ-ზე მხოლოდ და მხოლოდ 105-97 გრამ CO2-ს შეადგენს, საწვავის ხარჯი კი, 100 კილომეტრზე სულ რაღაც 4,0-3,7 ლიტრია, რაც სტარტ/სტოპ სისტემის დამსახურებაცაა, რომელსაც მუხრუჭის სიმძლავრის რეკუპერაციის ფუნქციაც აქვს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ეს ძრავა არა მარტო გარემოზე, არამედ თქვენს ჯიბეზეც იზრუნებს!


Enlarge

სტარტ/სტოპ სისტემა

სტარტ/სტოპი არის სისტემა, რომელიც საწვავის ხარჯს ამცირებს - განსაკუთრებით ქალაქში. როდესაც ავტომობილი ჩერდება, ძრავა ავტომატურად ითიშება, ტრანსმისია კი ნეიტრალურში რჩება და როგორც კი კონუსი გააქტიურდება, ძრავა მყისიერად, ავტომატურად ამუშავდება. თუკი მიგაჩნიათ, რომ კონკრეტულ მომენტში ეს სისტემა არ გჭირდებათ, შეგიძლიათ სპეციალური ღილაკით გამორთოთ და როცა დაგჭირდებათ, მხოლოდ მაშინ გააქტიუროთ. როცა სისტემა აქტიურია, ძრავა კი გამორთული, ტახომეტრის ისარი AUTOSTOP პოზიციაზე გადადის და გაძლევთ ნიშანს, რათა გახსოვდეთ, რომ ავტომატურად დაიქოქება. სტარტ/სტოპ სისტემა იყენებს გაძლიერებულ გენერატორს, სტარტერს და სპეციალურ აკუმულატორს.


აკონტროლეთ საწვავის ხარჯი

”ეკო დრაივ ასისტენტი” ზუსტად გიჩვენებთ, როდის უნდა გადართოთ სიჩქარეები იმისათვის, რომ მანქანამ მაქსიმალურად ცოტა საწვავი მოიხმაროს, თუმცა ამ ასისტენტს მეტიც შეუძლია. იგი გიჩვენებთ იმ მოწყობილობებს, რომლებიც ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარენ და საწვავის ხარჯის ისტორიას წინა 50 კილომეტრზე. ამისათვის მას აქვს სამი ქვემენიუ, რომლებსაც ცენტრალურ ეკრანზე, ინსტრუმენტებს შორის დაინახავთ.

 

ეკო ინდექსი და გადართვების ჩვენება

მარცხენა გრაფიკული გამოსახულება გიჩვენებთ ეკონომიურობის იმჟამინდელ დონეს. მაქსიმალური ეკონომიურობა მაშინაა მიღწეული, როცა ყველა ვერტიკალური პანელი ანთია. ისარი კი გიჩვენებთ, როდის უნდა გადართოთ სიჩქარე იმისათვის, რომ ავტომობილი მაქსიმალურად ეკონომიურად მართოთ.

 

ენერგიის დამატებითი მოხმარება

ეს მაჩვენებელი დამატებით გიჩვენებთ ელექტრონული სისტემების მიერ ენერგიის მოხმარების ხარჯს კონკრეტულ მომენტში. ასევე ნაჩვენებია საშუალო ეკონომიაც.

 

საწვავის ხარჯის სტატისტიკა

მართვის ეფექტიანობა ნაჩვენებია ბოლო 50 კილომეტრის მიხედვით 5-კილომეტრიანი ინტერვალებით. რაც უფრო მაღალია გრაფიკული ელემენტების დონე, მით მეტია საწვავის ხარჯი და ამიტომაცაა, რომ თქვენ ყოველთვის ზუსტად გაზომავთ და სრულყოფილად შეაფასებთ მართვის თქვენეული სტილის ეფექტიანობას.


საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე: ქალაქში 10,0-3,9 ლ; ქალაქგარეთ 5,9-3,5 ლ; შერეული 7,4-3,7 ლ; გამონაბოლქვი (გ/კმ): 174-97 გ CO2.

 

1.4 LPG - საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე: ქალაქში 10,2-9,7 (7,9-7,5); ქალაქგარეთ 6,5-6,0 (5,1-4,7); შერეული 7,9-7,3 (6,1-5,8); გამონაბოლქვი (გ/კმ): 128-119 (143-135) გ. CO2. ბენზინის რეჟიმი (ავტოგაზის რეჟიმი).

 

გამოთვლილია შემდეგი რეგულაციის მიხედვით: R (EC) No. 715/2007.