Opel Astra Sports Tourer - სივრცე ბარგისთვის

სასარგებლო ლინკები

აღჭურვილია ჭკვიანური იდეებით.

Opel Astra Sports Tourer-ში აღმოაჩენთ 1 550 ლიტრამდე მოცულობის სივრცეს ბარგისთვის და ამ სივრცის მართვის უახლეს გზებს. მოქმედების სისწრაფისთვის არსებობს კლასში საუკეთესო ღილაკი FlexFold, რომელიც უკანა სავარძელს ავტომატურად კეცავს. გარდა ამისა, აქვეა მარტივი წვდომის საფარი, რომელიც დაფარვის 4 გზას გვთავაზობს და პირველი ოფციაა ამ კლასში, რომელიც Opel Astra Sports Tourer-მა დაამკვიდრა.

უფრო დიდი და მოქნილი საბარგული

Opel Astra Sports Tourer საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეერწყას სპორტული ელეგანტურობა ფუნქციურ პრაქტიკულობას.

 

  • Opel Astra Sports Tourer-ს სტანდარტული კონფიგურაციით 500-ლიტრიანი საბარგული აქვს.
  • უკანა სავარძლების საზურგე 60:40 იყოფა და თუ საზურგეს გადაწევთ, საბარგულის მოცულობა 1000 ლიტრამდე გაიზრდება. სახურავზე ბარგის მაქსიმალური მოცულობა 1 550 ლიტრია.
  • უაღრესად პრაქტიკული საბარგულის იატაკის სიგრძე 1853 მილიმეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელ ნივთებსაც ადვილად მოათავსებთ.
  • იმისათვის, რომ საბარგულის იტაკი სწორი იყოს და საფეხური არ წარმოიქმნას, უკანა სავარძლის საჯდომი წინ იწევა, საზურგე კი ბოლომდე იკეცება. თანაც, თავის მისაყრდნობების მოხსნა საჭირო აღარ არის.
  • Astra Sports Tourer-ში შესაძლებელია უკანა სავარძლის საჯდომების ძალიან მარტივად ამოღება. ეს იმას ნიშნავს, რომ სალონის უკანა განყოფილების სივრცეს მთლიანად აითვისებთ.

საბარგულის საფარი მარტივი წვდომისთვის

სწრაფი წვდომა ბარგთან, საბარგულის მთლიანი მოცულობის გამოყენება - Opel Astra Sports Tourer მაქსიმალურ პრაქტიკულობას გთავაზობთ. მარტივი წვდომის საფარი მოძრაობს როგორც შიგნიდან გარეთ და გარედან შიგნით, ისე ქვემოდან ზემოთ და პირიქით. ან, ერთი შეხებით შეგიძლიათ ბოლომდე შეკეცოთ. თუკი საბარგულს მთლიანად ავსებთ და მიგაჩნიათ, რომ კონკრეტულ მომენტში ეს საფარი არ გჭირდებათ, შეგიძლიათ მარტივად მოხსნათ და შეინახოთ საბარგულის იატაკის ქვეშ, სპეციალურ დამატებით განყოფილებაში.


Enlarge

გვერდითი ჯიბეები და სათავსოები საბარგულში

გჭირდებათ უსაფრთხო ადგილი საჭირო ნივთებისთვის და საყიდლებისთვის? მაშინ ნახეთ ძალიან პრაქტიკული სათავსოები, კაუჭები და ჯიბეები, რომლებიც საბარგულშია.


დამატებითი სათავსო საბარგულში

თუკი ოდესმე ”სამკუთხედი” ან პირველადი დახმარების ნივთები დაგჭირდებათ, ორივე მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე ინახება - სპეციალურ სათავსოში, რომელიც საბარგულის კარის შიდა მხარესაა განთავსებული.


საბარგულის დასაკეცი იატაკი

Opel Astra Sports Tourer-ის საბარგულის იატაკის ქვეშ აღმოაჩენთ დამატებით სივრცეს ისეთი ნივთებისთვის, რაც ყოველდღიურად შეიძლება არ დაგჭირდეთ. ამ ადგილის ტევადობა მოდელის კომპლექტაციაზეა დამოკიდებული.

 

  • თუკი Opel Astra Sports Tourer-ის კომპლექტაცია სტანდარტულია, მასში შედის საბურავის შეკეთების კომპლექტი და ამ შემთხვევაში ამ სათავსოს მოცულობა 73 ლიტრია. თუკი შეუკვეთავთ Infinity Sound System-ს (აუდიო სისტემა), ამ დამატებითი სათაბსოს მოცულობა 57 ლიტრამდე შემცირდება.
  • თუ აირჩევთ სივრცის დამზოგავ სპეციალურ სათადარიგო საბურავს, დაგრჩებათ საკმაოდ პრაქტიკული ადგილი 26 ლიტრამდე ტევადობით. სრული ზომის სათადარიგო საბურავის შემთხვევაში კი, ამ სათავსოში დარჩენილი ტევადობა 19 ლიტრია.

FlexOrganizer® სისტემა

მოარგეთ თქვენი Opel Astra Sports Tourer-ის საბარგული თქვენს პირად მოთხოვნებს: მოქნილი სისტემა FlexOrganizer® ტრანსპორტირებისა და ნივთების მოსათავსებელი სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება და მრავალმხრივად გამოიყენება.

 

  • სისტემის ბაზა საბარგულში მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე მოაჯირებისგან შედგება, რომელთა მეშვეობით ნივთებს მარტივად გაამაგრებთ.
  • ამრიგად, თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა საგნების, ყუთების და სხვადასხვა დეტალების მყარად მოთავსების საშუალება, რაც იმას ნიშნავს, რომ Opel Astra Sports Tourer-ის საბარგული შეგიძლიათ, მაქსიმალურად ინდივიდუალურად მოაწყოთ.

 

FlexOrganizer® პაკეტში შედის:

 

  • FlexOrganizer®-ის მოაჯირები
  • გასამაგრებელი ბადეები ორი ბარით
  • მცირე ზომის გასამაგრებელი ბადე
  • 4 ადაპტერი