უკან
  • Opel Astra Sports Tourer - ქვეითთა ზონის განათება

    ქვეითთა ზონის განათება


    პოტენციური საფრთხისგან დაცვა სინათლის გაცილებით ფართო გავრცელებით (დამატებით 8° მარცხნივ და მარჯვნივ).

    Opel Astra Sports Tourer - ქალაქისთვის განკუთვნილი განათება

    ქალაქისთვის განკუთვნილი განათება


    ანაწილებს შუქს უფრო ფართოდ და უფრო დაბლა. გააქტიურებულია ავტომობილის სისწრაფისა და ქუჩის განათების შესაბამისად.

    Opel Astra Sports Tourer - გზატკეცილის განათება

    გზატკეცილის განათება


    ანათებს ჩვეულებრივზე უფრო ფართოდ და უფრო მკაფიოდ - 70-მეტრიანი სხივით თვალის მოჭრის გარეშე.

    Opel Astra Sports Tourer - ავტომაგისტრალის და ავტობანის განათება

    ავტომაგისტრალის და ავტობანის განათება


    განათების სხივს ისვრის, აკაშკაშებს და შლის 140 მეტრამდე - თანაც ისე, რომ სხვა მძღოლები არ დაბრმავდნენ.

  • Opel Astra Sports Tourer - ცუდი ამინდის განათება

    ცუდი ამინდის განათება

     

    აქტიურდება მინის საქმენდის ჩამრთველით ან წვიმის სენსორით. ეს ფუნქცია აუმჯობესებს ხედვას ცუდ ამინდში.

    Opel Astra Sports Tourer - შორსმაშუქი განათება ასისტეტით (HBA)

    შორსმაშუქი განათება ასისტეტით (HBA)


    როდესაც შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდება, HBA ავტომატურად დაუშვებს შორსმაშუქ განათებას, ხოლო როცა გზა გათავისუფლდება, ისევ ავტომატურად დააბრუნებს ძველ პოზიციაზე.

    Opel Astra Sports Tourer - დინამიკური განათება მოსახვევში

    დინამიკური განათება მოსახვევში


    მთავარი მაშუქები მოსახვევში 15 გრადუსამდე ტრიალდება. აქტიურდება მოხვევის კუთხისა და სისწრაფის მიხედვით.

    Opel Astra Sports Tourer - კუთხის სტატიკური განათება

    კუთხის სტატიკური განათება


    ისვრის შუქს 90 გრადუსით მარცხნივ ან მარჯვნივ და თქვენ უკეთ დაინახავთ, რა ხდება გვერდით ან კუთხეში.

წინ

სასარგებლო ლინკები

თქვენი და მგზავრების უსაფრთხოება.

ისიამოვნეთ პასიური და აქტიური უსაფრთხოების მოწინავე აღჭურვილობითა და ინოვაციური ასისტენტ-სისტემებით, რომელთა მეშვეობით Opel Astra Sports Tourer თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია.

New Opel Astra Sports Tourer - Adaptive Forward Lighting (AFL)

ადაპტირებადი წინა განათება (AFL)

Opel Astra Sports Tourer ხელმისაწვდომია ადაპტირებადი განათებით, რომელიც კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში განათების ყველაზე მოწინავე სისტემაა.

 

bi-xenon მაშუქებში მოძრავი ელემენტებია, რომლებიც ავტომატურად ერგებიან სხვადასხვა პირობებს და უზრუნველყოფენ უფრო უსაფრთხო და უსტრესო მართვას. ადაპტირებადი განათების ფუნქციები, შორსმაშუქი განათების ასისტეტით (HBA), ყველა სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს პოულობს, სხვა სისტემებთან შედარებით გზის განათებას 90 პროცენტით აუმჯობესებს და თანაც, არ აბრმავებს სხვა მძღოლებს.

 

AFL+ ხედვას ძალიან მკვეთრ მოსახვევებშიც კი საგრძნობლად აუმჯობესებს - ამ სისტემის მეშვეობით ღამით მოგზაურობა მნიშვნელოვნად უფრო უსაფრთხო ხდება. და ბევრად უსტრესოც, რა თქმა უნდა!


New Opel Astra Sports Tourer - Opel Eye Traffic Sign Assistant and Lane Departure Warning

Opel Eye: ნიჭიერი ასისტენტი

Opel Eye, ანუ, ”ოპელის თვალი” კამერული სისტემაა, რომელსაც 4 ფუნქცია გააჩნია: კითხულობს და იმახსოვრებს სისწრაფის ლიმიტისა და ”გასწრება აკრძალულია” საგზაო ნიშნებს, ინფორმაციას გადასცემს ეკრანს. გარდა ამისა, ეს სისტემა მძღოლს აწვდის ინფორმაციას ზოლიდან მოულოდნელად გადასვლის შემთხვევაში, მუდმივად ითვლის დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილთან და აფრთხილებს მძღოლს, როცა შეჯახების საშიშროებას ხედავს.

 

საგზაო ნიშნების ამოცნობის ასისტენტი (TSA) მძღოლს რეალურ დროში და მუდმივად ატყობინებს გზაზე არსებული შეზღუდვების შესახებ და ამცნობს, მოქმედებს თუ არა შეზღუდვა კონკრეტულ მომენტში. კამერა კითხულობს სისწრაფის შეზღუდვისა და ”გასწრება აკრძალულია” საგზაო ნიშნებს, მაშინვე გადასცემს მათ ეკრანს და ასევე გამცნობთ შეზღუდვის გაუქმების შესახებ.

 

კამერა აფიქსირებს, გადაკვეთა თუ არა მანქანამ უნებლიედ საკუთარი ზოლი მძღოლის ჩარევისა და მოხვევის ციმციმას ჩართვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში სისტემა (LDW) გამოსცემს ხმოვან სიგნალს და ააქტიურებს გამაფრთხილებელ მაჩვენებელს ინსტრუმენტში.

 

კამერას ასევე შეუძლია წინ მიმავალი ავტომობილების შემჩნევა და დისტანციის გამოთვლა, რის შესახებ ინფორმაცია ასევე აისახება თქვენ თვალწინ. დისტანციის ინდიკატორი (FDI) არა მარტო უსაფრთხოებას აუმჯობესებს, არამედ დისტანციის არდაცვისთვის დაწესებული ჯარიმებისგანაც დაგიცავთ. შეჯახების საშიშროების განგაში (FCA) აქტიურია სასეირნოს სისწრაფეზე ზემოთ და გაძლევთ როგორც ვიზუალურ, ასევე ხმოვან გაფრთხილებებს მაშინ, როცა შეჯახების საშიშროება წარმოიქმნება.


კრუიზკონტროლი სისწრაფის ლიმიტერით

კრუიზკონტროლი უაღრესად პრაქტიკულია ავტომაგისტრალებსა და ავტობანზე, სისწრაფის ლიმიტერის ფუნქციის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას ქალაქში და გადატვირთული მოძრაობის დროს გამოიყენებთ - იქ, სადაც არ გსურთ კონკეტული სისწრაფის გადაჭარბება. სისწრაფის ლიმიტერი საშუალებას გაძლევთ, დააყენოთ მაქსიმალური სიჩქარე 25 კმ/სთ-დან ზემოთ.

 

სისწრაფის ლიმიტერის ფუნქცია ძალიან სასარგებლოა ისეთ ადგილებში, სადაც სიჩქარე 30 კმ/სთ-ზეა შეზღუდული.

 

მძღოლს სისწრაფის ლიმიტერის გათიშვა აქსელერაციის სატერფულზე ქიქდაუნით, ანუ, ბოლომდე დაჭერით შეუძლია. ამ შემთხვევაში მაჩვენებელთა დაფაზე გამოჩნდება სპეციალური მაჩვენებელი, რომელიც შეგატყობინებთ ლიმიტის გათიშვას. სისწრაფის ლიმიტის ფუნქცია ავტომატურად გააქტიურდება სვლის შენელების ან  დამუხრუჭების შემთხვევაში და ავტომობილს შერჩეულ ლიმიტზე დააბრუნებს.


Enlarge

გვერდითი მკვდარი წერტილის განგაში (SBSA)

ე.წ. გვერდითი მკვდარი წერტილის შესახებ ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალზონიან მაგისტრალებზე. ამას სისტემა SBSA ემსახურება, რომელიც მანქანის გვერდებზე დამონტაჟებულ სენსორებს იყენებს, რათა გიჩვენოთ გზის ის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ. თუ ავტომობილი შედის ე.წ. ”მკვდარ წერტილებში”, გვერდითა გარე სარკეებში და სალონის სარკეში გამაფრთხილებელი მაჩვენებელი აინთება. თუ მანქანა პრობლემურ ზონაში დარჩება, LED-განათება ციმციმს დაიწყებს. სისტემა SBSA აქტიურია 140 კმ/სთ სისრაფემდე.


Enlarge

სრულყოფილი პარკინგი ნებისმიერ დროს

თანამედროვე პარკირების ასისტენტი (APA) პარალელური პარკირების ოსტატი სისტემაა. ავტომობილის წინ და უკან დამონტაჟებული სენსორები ცენტრალურ კომპიუტერთანაა დაკავშირებული. სისტემა APA-ს შეუძლია პარკირების შესაფერისი ადგილის პოვნა და ოპტიმალური პარკინგის გამოთვლა. მძღოლს უაღრესად ეხმარება ვიზუალური გრაფიკული ინდიკატორები, რომელთა მეშვეობითაც ხედავთ მოხვევის ოპტიმალურ კუთხეს. შედეგად თქვენ იღებთ სრულყოფილ პარალელურ პარკირებას, რაც ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში უაღრესად მნიშვნელოვანია.


Enlarge

უკანა ხედვის კამერა

უკანა ხედვის კამერა დამონტაჟებულია საბარგულის კარის სახელურზე და აქტიურდება მაშინვე, როგორც კი უკუსვლის გადაცემას ჩართავთ. ამ კამერას 130-გრადუსიანი ხედვის არეალი გააჩნია. სურათს, რომელსაც კამერა ხედავს, მაშინვე აისახება ინტერიერის მთავარ ეკრანზე.

 

მაღალი პოზიციის გამო, ეკრანზე უკანა ბამპერიც ჩანს, რაც გეხმარებათ ნებისმიერი ნაჩვენები ობიექტის მიმართ ორიენტაციაში.


Enlarge

საბურავებში წნევის მონიტორინგის სისტემა (TPMS)

საბურავებში წნევის მუდმივი კონტროლის სტანდარტული სისტემის საშუალებით თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება და საბურავებში წნევის შესამოწმებლად გაჩერებაში დროს აღარ დაკარგავთ. კომპლექტაციის მიხედვით, ეს სისტემა ან ეკრანზე გიჩვენებთ წნევის დონეს, ანაც გაფრთხილებთ სპეციალური მაჩვენებლით, რომ რომელიმე საბურავი დასაბერია.

 


Enlarge

პასიური უსაფრთხოება

Opel Astra Sports Tourer არა მარტო აქტიური უსაფრთხოების განუმეორებელი სისტემებითაა აღჭურვილი, არამედ თავის მგზავრებს პასიური უსაფრთხოების სანიმუშო ტექნოლოგიებითაც იცავს.

 

მედგარი ბამპერები და ენერგიის მაღალეფექტიანი შთანმთქმელი სისტემები ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბამპერის ღერძები ზუსტად ისეთ ადგილებშია განლაგებული, რომ სხვა ავტომობილთან დაბალი სიჩქარით შეჯახებისას თქვენი მანქანა მაქსიმალურად იყოს დაცული. გარდა ამისა, მათი მეშვეობით მცირდება შეკეთების ხარჯი და ამ სისტემის დამსახურებაა ისიც, რომ თქვენი მანქანა დაზღვევის კლასიფიკაციაში ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

 

მგზავრების ხისტი კაბინა ძირითადად მაღალი სიმტკიცის ფოლადისგანაა დამზადებლი და შემოვლებული აქვს დეფორმაციის ოპტიმალურად განლაგებული ზონები, რომლებიც მას მაქსიმალურად და სრული კონტროლით იცავენ. სალონში გიცავთ უსაფრთხოების ღვედები წინასწარი მოჭიმვით წინა სავარძლებზე, ასევე წინა, გვერდითი და ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები, სატერფულების გათავისუფლების სისტემა და თავის აქტიური მისაყრდნობები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ერთობლივად მუშაობს, რათა თქვენი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

 

ამ ყველაფერთად ერთად, თქვენს Opel Astra Sports Tourer-ს აქვს სიგნალიზაციის მოწინავე სისტემა, რომელიც დაზღვევის უმკაცრეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.