Opel Astra Sports Tourer - მიმოხილვა

Opel Astra 2.0 CDTI სტარტ/სტოპ სისტემით: კიდევ უფრო ეკონომიური, ვიდრე ოდესმე

”ოპელი” ახლა უკვე გთავაზობთ Astra 2.0 CDTI-ს (160 ცხ. ძ. 118 კვტ), რომელიც საოცრად ეკოლოგიური ავტომობილია, ecoFLEX ტექნოლოგიის წყალობით ძალიან ეკონომიურიცაა და თან მოწინავე სტარტ/სტოპ სისტემაც მოყვება.

OPEL ASTRA SPORTS TOURER.

მოდური უნივერსალი

Opel Astra Sports Tourer-მა ბაზაზე ახალი და მოდური აურა შემოიტანა. თავისი ინოვაციური დაკიდების სისტემისა და საუკეთესო ტექნოლოგიების წყალობით ეს ავტომობილი შესანიშნავად დადის. დაუმატეთ ამ ყველაფერს უაღრესად ეფექტიანი ძრავები, დამატებითი ტევადობა, პრაქტიკულობა და შედეგად მიიღებთ უმაღლესი კლასის, შთამბეჭდავ ავტომობილს, რომელიც მანქანის ყოველდღიურ მოხმარებას ახალ საფეხურზე აიყვანეს.

 

ეძებთ მოდურ ალტერნატიულ ავტომობილს, რომელიც შვეულებრივი მანქანებისგან მეტი ტევადობითა და მოქნილობით განსხვავდება? გადახედეთ Opel Astra Sports Tourer-ის მახასიათებლებს:

  • სპორტული, მოდური დიზაინი
  • ინოვაციური კომფორტი
  • განუმეორებელი დინამიკა
  • მყისიერად რეაქტიული ძრავები
  • უსაფრთხოების უახლესი სისტემები

Enlarge

დიზაინი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს

Opel Astra Sports Tourer მოხდენილი და სკულპტურული დიზაინით, განუმეორებელი დიზაინერული ხაზებითა და ელემენტებით გამოირჩევა. სპორტულიცაა და ელეგანტურიც - ეს მოდელი 5-კარიანი Opel Astra-ს შესანიშნავ დიზაინს მოქნილ და პრაქტიკულ ავტომობილში გამოხატავს.


Enlarge

კომფორტი ხარისხთან ერთად

Opel Astra Sports Tourer-ის ექსტერიერის ხარისხიანი და სპორტული აყურა მის ინტერიერშიც გადადის. მოდური, მძღოლზე ორიენტირებული ერგონომიკა უმაღლესი ხარისხის კომფორტსა და ამ კლასის ავტომობილისთვის უაღრესად აუცილებელ პრაქტიკულობას ერწყმის.


Enlarge

ტევადობის ჩემპიონი

Opel Astra Sports Tourer-ში თქვენ გელით 1 550 ლიტრამდე მოცულობის საბარგული, მაგრამ ეს ამ ავტომობილის მთავარი პლუსების მხოლოდ ერთი ნაწილია. გზას, რომლის მეშვეობითაც ხდება ამ ტევადობის ვარირება და მოწყობა ზუსტად ისე, როგორც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ, ავტომობილის პრაქტიკულობა ახალ საფეხურზე აჰყავს.


Enlarge

მართვა მოდურად

Opel Astra Sports Tourer მძღოლზე ორიენტირებული დინამიკური ავტომობილია, რომელიც გამოირჩევა განუმეორებელი კომფორტით, შესანიშნავი მანევრულობითა და უამრავი ეკოლოგიური ოფციით. ამიტომაცაა, რომ ამ მანქანით ნებისმიერი სახის მოგზაურობა შთამბეჭდავია.


Enlarge

ეკოლოგიური ამძრაობა

Opel Astra Sports Tourer-ის მთავარი მახასიათებლები ეკოლოგიური სიმძლავრე და ეკონომიურობაა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი ბენზინზე, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე უაღრესად კარგ ძრავებს შორის.


Enlarge

უსაფრთხოება დეტალურად

”ოპელის” ყველა მოდელი გამორჩეულია აქტიური და პასიური უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, რომელთა ერთიანობას Opel SAFETEC® ეწოდება. Astra Sports Tourer-iს უსაფრთხოება აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი.


Opel Astra Sports Tourer - მომდევნო ნაბიჯები
მომდევნო ნაბიჯები

მეტი ინფორმაცია Opel Astra Sports Tourer-ის შესახებ