Opel Astra Sports Tourer - კომპლექტაციები და მოდელები

Opel Astra Sports Tourer: ხელმისაწვდომი მოდელები.

აირჩიეთ თქვენი ფავორიტი Opel Astra Sports Tourer-ის სამოდელო რიგიდან: Astra Sports Tourer, Astra Sports Tourer Enjoy, Astra Sports Tourer Campaign model, Astra Sports Tourer Sport, Astra Sports Tourer Cosmo ან Astra Sports Tourer BiTurbo. არჩევანი თქვენზეა.

ვერსია Selection

Opel Astra Sports Tourer-ის არსი: Selection გთავაზობთ შესანიშნავ აღჭურვას ბრწყინვალე ფერებითა და მადისაღმძვრელი დიზაინის მქონე ინტერიერით.

 

სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის:

  • კონდიციონერი არომატის ფილტრით
  • რადიო და CD 300
  • ელ. სარკეები გათბობით, ძარის ფერში
  • კარის სახელურები ძარის ფერში
  • სახურავის შავი მოაჯირები
  • ქრომირებული მაშუქები
  • დღის განათება
  • ქრომირებული ინსტრუმენტები
  • ელ. შუშები წინ
  • დისტანციური საკეტი
  • საკითხავი ნათურები წინ
  • სისწრაფეზე მგრძნობიარე მოხვევის სისტემა
  • მოცურების საწინააღმდეგო სისტემა (ABS)
  • ESP®Plus
  • ცენტრალური კონსოლი ჭიქის 2 დამჭერით და ღია სათავსოთი
  • უკანა სავარძლების 60:40 გაყოფა
  • საბარგულის დასაკეცი იატაკი
  • მძღოლისა და წინა მგზავრის წინა და გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები
  • სატერფულის გათავისუფლების სისტემა
  • საბარგულის ღვედები
  • 16-დუიმიანი ფოლადის დისკები მოდური თალფაქებით
  • Enjoy LED Daytime Running Light

Enjoy

მეტი ინდივიდუალურობის შანსი. AFL, FlexRide შასი, სპორტული შასი, კრუიზკონტროლი, ერგონომიკული სპორტული სავარძელი და ლუქი - ეს იმ ოფციების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც კომპლექტაცია Enjoy-შია ხელმისაწვდომი.

 

სტანდარტული აღჭურვილობა, რომელიც Selection ვერსიას ემატება:

  • ინტერიერის გაუმჯობესებული გაფორმება და დეკორაციები
  • რადიო და CD 400 სამმაგი ეკრანით
  • USB პორტი
  • ჯიბეები წინა სავარძლების საზურგეებზე
  • განათებული სარკეები
  • საკითხავი უკანა ნათურები, განათებული ჩამრთველებით
  • კრუიზკონტროლი სისწრაფის ლიმიტერით
  • აუდიო სისტემის ღილაკები საჭეზე
  • მარტივი წვდომის საფარი საბარგულში

ვერსია drive!

გაანებრივრეთ საკუთარი თავი Opel Astra Campaign Model-ის დამატებითი პერსონალური მუხტით - ექსკლუზიური Wega/Atlantis აღჭურვით, AGR-ის მიერ სერტიფიცირებული ერგონომიკული სპორტული სავარძლებით (ნაჭრის ან ტყავის) და თვალისმომჭრელი ალუმინის დეტალებით. Opel Astra Sports Tourer Campaign Model სწორედ ის გზაა, რომლის გავლაც გსურთ.

 

სტანდარტული აღჭურვილობა, რომელიც Enjoy ვერსიას ემატება:

  • Wega/Atlantis-ის აღჭურვა
  • 17-დუიმიანი ალუმინის დისკები 5-მანიანი დიზაინით (ექსკლუზიური ოფცია campaign model ვერსიისთვის)

ვერსია Cosmo

Opel Astra Sports Tourer წარმოგიდგენთ კომფორტისა და მოდურობის იდეალურ ნაზავს: Cosmo ვერსია მატებს მდიდრულობას ყველა მოგზაურობას.

 

სტანდარტული აღჭურვილობა, რომელიც Enjoy ვერსიას ემატება:

  • Morrocana-ს ქსოვილის კომბინაცია, Jet Black და პრემიუმ ხარისხის 2 ტონალობაში გადაწყვეტილი დეკორაციები
  • დამუქებული უკანა მაშუქები
  • სახურავის ვერცხლისფერი მოაჯირები
  • წინა კარის ზღურბლის ფინი
  • ინსტრუმენტების აქცენტირებული ნათება
  • 2-ზონიანი ელექტრონული კლიმატკონტროლი
  • ცენტრალური კონსოლი ჭიქის 2 სამაგრით, გარშემო სათავსო
  • რეგულირებადი საიდაყვე წინ
  • აღმართზე დაძვრის ასისტენტი
  • ბორტკომპიუტერი კონტროლით
  • ხედვის და განათების პაკეტი: წვიმის სენსორი; სალონის მსუბუქი სარკე; განათების ავტომატური ჩართვა გვირაბის აღქმის ფუნქციით
  • ტყავის საჭე აუდიო სისტემისა და კრუიზკონტროლის ღილაკებით
  • 17-დუიმიანი ალუმინის დისკები მრავალმანიანი დიზაინით

შავი ფერის სახურავი

ეს ექსკლუზიური პაკეტი თქვენს Opel Astra Sports Tourer-ს დამატებით მოდურობას და ექსკლუზიურობას შემატებენ და ხელმისაწვდომია ძარის შემდეგ ფერებთან ერთად: Power წითელი, Summit თეთრი, sovereign ვერცხლისფერი, ვერცხლისფერი და Mineral თეთრი. გარეთა სარკეები ხელმისაწვდომია პრიალა შავი ფერით, რაც განსაკუთრებით 18-დუიმიან ალუმინის შავ დისკებს უხდება. ამ პაკეტის მეშვეობით თქვენი Opel Astra განუმეორებლად ექსკლუზიურ ავტომობილად გადაიქცევა.