Opel Cascada - აქსესუარები

სასარგებლო ლინკები

OPEL CASCADA-ს აქსესუარები.

Opel Cascada აერთიანებს კლასს, კომფორტსა და მდიდრულობას. Opel-ის ორიგინალი აქსესუარები წარმატების ფორმულის სრულყოფის მიზნით შეიქმნა. გადახედეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ პროდუქციას - ამ აქსესუარებით თქვენს Cascada-სთან ერთად მაქსიმალურად ისიამოვნებთ.

Enlarge

უსაფრთხოება და დაცვა

მართეთ უსაფრთხოდ და დაიცავით თქვენი Cascada დაზიანებებისგან. იზრუნეთ თქვენს მგზავრებსა და ნივთებზე, იყავით ყველაფრისთვის მომზადებული. ჩვენ გთავაზობთ ასისტენტ-სისტემებს და ბავშვის სავარძლებსაც - თუკი გჭირდებათ. აქ იპოვნით ყველაფერს, რაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, ასევე ავტომობილისთვის იმისათვის, რომ მან პირველადი ბრწყინვალება შეინარჩუნოს.


Enlarge

კომფორტი და ზრუნვა

რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს თქვენს მოგზაურობას, თქვენს Cascada-ში თავს ყოველთვის ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. მანქანაში ყველაფერი ისე გექნებათ, როგორც თქვენ გინდათ და გექნებათ ყველაფერი, რაც გჭირდებათ - იატაკის საფენებიდან დაწყებული, ვიდრე პირად ნივთებამდე.


Enlarge

ტრანსპორტირებისა და ბარგის გადასატანი საშუალებები

”ოპელით” ბარგის გადატანა ძალიან ადვილია. ჩვენ გთავაზობთ ტრანსპორტირებისა და ბარგის გადამზიდი საშუალებების დიდ არჩევანს. თითოეული სისტემა მოგზაურობის ან სპორტული აქტივობის დროს გამოგადგებათ. ხელმისაწვდომია როგორც ”ოპელის” მიერ შექმნილი ორიგინალი პროდუქცია, ასევე ჩვენი პარტნიორის, Thule-ს პროდუქციაც, რომელიც ბარგის გადასატანი საშუალებების ლიდერი მწარმოებელია.


Enlarge

გასართობი და საინფორმაციო სისტემა

Opel-ის გასართობი და საინფორმაციო სისტემების მეშვეობით ავტომობილში თავს შესანიშნავად იგრძნობთ. მულტიმედია საშუალებას გაძლევთ, არ დაკარგოთ კავშირი გარე სამყაროსთან, ისარგებლოთ ბლუთუზით, ნავიგაციის სისტემითა და საუკეთესო მულტიმედია შესაძლებლობებით.


Enlarge

სტაილინგი და OPC ხაზი

Cascada თავისთავადაც მასისგან გამორჩეული ავტომობილია. მაგრამ თუ გსურთ, რომ კიდევ უფრო განსაკუთრებული და ექსკლუზიური იყოს, სწორედ ეს არის ის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოთ შერჩევა. ჩვენ გვაქვს ავტომობილის მოდერნიზების არაერთი საშუალება, მოდური პროდუქცია, რომელთა მეშვეობით თქვენი Cascada უკიდურესად გამორჩეული მანქანა გახდება. OPC ხაზი განკუთვნილია განსაკუთრებული სპორტულობისთვის და მოდური ვიზუალისთვის.


Enlarge

დისკები

გახადეთ თქვენი ”ოპელი” კიდევ უფრო ინდივიდუალური ახალი დისკებით.

”ოპელი” გთავაზობთ ალუმინის დისკების უდიდეს და ექსკლუზიურ არჩევანს - ამ დისკებით თქვენს ავტომობილს კიდევ უფრო პერსონალურს გახდით. ისიამოვნეთ ”ოპელის” მოდური, უმაღლესი ხარისხის ორიგინალი აქსესუარებით.