უკან
  • Opel Cascada - ქვეითთა ზონის განათება

    ქვეითთა ზონის განათება

    პოტენციური საფრთხისგან დაცვა სინათლის გაცილებით ფართო გავრცელებით (დამატებით 8° მარცხნივ და მარჯვნივ).

    Opel Cascada - ქალაქისთვის განკუთვნილი განათება

    ქალაქისთვის განკუთვნილი განათება

    ანაწილებს შუქს უფრო ფართოდ და უფრო დაბლა. გააქტიურებულია ავტომობილის სისწრაფისა და ქუჩის განათების შესაბამისად.

    Opel Cascada - გზატკეცილის განათება

    გზატკეცილის განათება

    ანათებს ჩვეულებრივზე უფრო ფართოდ და უფრო მკაფიოდ - 70-მეტრიანი სხივით თვალის მოჭრის გარეშე.

    Opel Cascada - ავტომაგისტრალის და ავტობანის განათება

    ავტომაგისტრალის და ავტობანის განათება

    განათების სხივს ისვრის, აკაშკაშებს და შლის 140 მეტრამდე - თანაც ისე, რომ სხვა მძღოლები არ დაბრმავდნენ.

     

     

  • Opel Cascada - ცუდი ამინდის განათება

    ცუდი ამინდის განათება

    აქტიურდება მინის საქმენდის ჩამრთველით ან წვიმის სენსორით. ეს ფუნქცია აუმჯობესებს ხედვას ცუდ ამინდში.

    Opel Cascada - შორსმაშუქი განათება ასისტეტით (HBA)

    შორსმაშუქი განათება ასისტეტით (HBA)

    როდესაც შემხვედრი ავტომობილი გამოჩნდება, HBA ავტომატურად დაუშვებს შორსმაშუქ განათებას, ხოლო როცა გზა გათავისუფლდება, ისევ ავტომატურად დააბრუნებს ძველ პოზიციაზე.

    Opel Cascada - დინამიკური განათება მოსახვევში

    დინამიკური განათება მოსახვევში

    მთავარი მაშუქები მოსახვევში 15 გრადუსამდე ტრიალდება. აქტიურდება მოხვევის კუთხისა და სისწრაფის მიხედვით.

    Opel Cascada - კუთხის სტატიკური განათება

    კუთხის სტატიკური განათება

    ისვრის შუქს 90 გრადუსით მარცხნივ ან მარჯვნივ და თქვენ უკეთ დაინახავთ, რა ხდება გვერდით ან კუთხეში.

წინ

სასარგებლო ლინკები

გააფართოვეთ თქვენი შეგრძნებები.

დაინახეთ უფრო სუფთად და იგრძენით თავი უსაფრთხოდ, როცა ასისტენტ-სისტემები მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გაგაფრთხილებენ. მიეცით თანამედროვე ტექნოლოგიებს იმის საშუალება, რომ აგარიდონ სტრესი და ნებისმიერი დისკომფორტი ავტომობილის მართვისას. მალე აღმოაჩენთ, თუ რაოდენ სასიამოვნო შეიზლება იყოს მანქანის მართვა.

New Opel Cascada - Adaptive Forward Lighting Plus (AFL+)

ადაპტირებადი წინა განათება (AFL+)

Opel Cascada ხელმისაწვდომია ადაპტირებადი განათებით, რომელიც ამ სეგმენტში განათების ყველაზე მოწინავე სისტემაა.

 

bi-xenon მაშუქებში მოძრავი ელემენტებია, რომლებიც ავტომატურად ერგებიან სხვადასხვა პირობებს და უზრუნველყოფენ უფრო უსაფრთხო და უსტრესო მართვას. ადაპტირებადი განათების ფუნქციები, შორსმაშუქი განათების ასისტეტით (HBA), ყველა სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს პოულობს, სხვა სისტემებთან შედარებით გზის განათებას 90 პროცენტით აუმჯობესებს და თანაც, არ აბრმავებს სხვა მძღოლებს.

 

AFL+ ხედვას ძალიან მკვეთრ მოსახვევებშიც კი საგრძნობლად აუმჯობესებს - ამ სისტემის მეშვეობით ღამით მოგზაურობა მნიშვნელოვნად უფრო უსაფრთხო ხდება. და ბევრად უსტრესოც, რა თქმა უნდა!


New Opel Cascada - Opel Eye

Opel Eye (”ოპელის თვალი”)

Opel Eye, ანუ, ”ოპელის თვალი” კამერული სისტემაა, რომელსაც 4 ფუნქცია გააჩნია: კითხულობს და იმახსოვრებს სისწრაფის ლიმიტისა და ”გასწრება აკრძალულია” საგზაო ნიშნებს, ინფორმაციას გადასცემს ეკრანს. გარდა ამისა, ეს სისტემა მძღოლს აწვდის ინფორმაციას ზოლიდან მოულოდნელად გადასვლის შემთხვევაში, მუდმივად ითვლის დისტანციას წინ მიმავალ ავტომობილთან და აფრთხილებს მძღოლს, როცა შეჯახების საშიშროებას ხედავს.

 

საგზაო ნიშნების ამოცნობის ასისტენტი (TSA) მძღოლს რეალურ დროში და მუდმივად ატყობინებს გზაზე არსებული შეზღუდვების შესახებ და ამცნობს, მოქმედებს თუ არა შეზღუდვა კონკრეტულ მომენტში. კამერა კითხულობს სისწრაფის შეზღუდვისა და ”გასწრება აკრძალულია” საგზაო ნიშნებს, მაშინვე გადასცემს მათ ეკრანს და ასევე გამცნობთ შეზღუდვის გაუქმების შესახებ.

 

კამერა აფიქსირებს, გადაკვეთა თუ არა მანქანამ უნებლიედ საკუთარი ზოლი მძღოლის ჩარევისა და მოხვევის ციმციმას ჩართვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში სისტემა (LDW) გამოსცემს ხმოვან სიგნალს და ააქტიურებს გამაფრთხილებელ მაჩვენებელს ინსტრუმენტში.

 

კამერას ასევე შეუძლია წინ მიმავალი ავტომობილების შემჩნევა და დისტანციის გამოთვლა, რის შესახებ ინფორმაცია ასევე აისახება თქვენ თვალწინ. დისტანციის ინდიკატორი (FDI) არა მარტო უსაფრთხოებას აუმჯობესებს, არამედ დისტანციის არდაცვისთვის დაწესებული ჯარიმებისგანაც დაგიცავთ.

 

შეჯახების საშიშროების განგაში (FCA) აქტიურია სასეირნოს სისწრაფეზე ზემოთ და გაძლევთ როგორც ვიზუალურ, ასევე ხმოვან გაფრთხილებებს მაშინ, როცა შეჯახების საშიშროება წარმოიქმნება.

 

ე.წ. გვერდითი მკვდარი წერტილის შესახებ ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალზონიან მაგისტრალებზე. ამას სისტემა SBSA ემსახურება, რომელიც მანქანის გვერდებზე დამონტაჟებულ სენსორებს იყენებს, რათა გიჩვენოთ გზის ის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ. თუ ავტომობილი შედის ე.წ. ”მკვდარ წერტილებში”, გვერდითა გარე სარკეებში და სალონის სარკეში გამაფრთხილებელი მაჩვენებელი აინთება. თუ მანქანა პრობლემურ ზონაში დარჩება, LED-განათება ციმციმს დაიწყებს. სისტემა SBSA აქტიურია 140 კმ/სთ სისრაფემდე.


Enlarge

დააპარკინგე უსაფრთხოდ და დაიცავი საღებავი

Opel Cascada შესანიშნავად გამოიყურება და რატომ უნდა გარისკოთ კონცენტრაციის რამდენიმეწამიანი დაკარგვის ან თქვენთვის უხილავი საფრთხის გამო? უკანა ხედვის კამერა გთავაზობთ 130-გრადუსიან ხედვას ავტომობილის უკან. კამერა ზემოთაა დამონტაჟებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერს ხედავთ და აკონტროლებთ დისტანციას. უკანა ხედვის კამერა აქტიურდება მაშინვე, როგორც კი უკუსვლის გადაცემას ჩართავთ. სურათს, რომელსაც კამერა ხედავს, მაშინვე აისახება ინტერიერის მთავარ ეკრანზე. ამ კამერის მეშვეობით უკუსვლით პარკირება გასაოცრად გამარტივებულია.

 

თანამედროვე პარკირების ასისტენტი პარალელური პარკირების ოსტატი სისტემაა. მძღოლს უაღრესად ეხმარება ვიზუალური გრაფიკული ინდიკატორები, რომელთა მეშვეობითაც ხედავთ მოხვევის ოპტიმალურ კუთხეს. შედეგად თქვენ იღებთ სრულყოფილ პარალელურ პარკირებას, რაც ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში უაღრესად მნიშვნელოვანია.


ე.წ. გვერდითი მკვდარი წერტილის შესახებ ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალზონიან მაგისტრალებზე. ამას სისტემა SBSA ემსახურება, რომელიც მანქანის გვერდებზე დამონტაჟებულ სენსორებს იყენებს, რათა გიჩვენოთ გზის ის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ. თუ ავტომობილი შედის ე.წ. ”მკვდარ წერტილებში”, გვერდითა გარე სარკეებში და სალონის სარკეში გამაფრთხილებელი მაჩვენებელი აინთება.