Opel Cascada - კომფორტი და მულტიმედია

სასარგებლო ლინკები

განებივრებული, ინფორმირებული და ნასიამოვნები.

როცა საქმე კომფორტს ეხება, მცირე დეტალებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. Opel Cascada-ში კომფორტისა და მოხერხებულობის დეტალები არა მარტო კარგად გამოიყურება, არამედ ნებისმიერი მათგანი მუშაობს თქვენთვის და თქვენთან ერთად. ვენტილირებადი სავარძლებით დაწყებული, ვიდრე ნავიგაციის საუკეთესო სისტემამდე, აუდიო-სისტემაცა და ინტერნეტკავშირიც თქვენთვის სრულყოფილ გარემოს ქმნის.

Enlarge

უსაფრთხოების ღვედის ”მომწოდებელი”

Opel Cascada-ს გრძელი კარები აქვს, რაც კარგია იმიათვის, რომ უკანა სავარძელზე მოთავსებამდე ჩაჯდომა კომფორტული და მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ამის გამო მძღოლს ან წინა მგზავრს ღვედამდე ხელის მიწვდენა გაუჭირდება. Opel Cascada სწორედ ამიტომ გთავაზობთ ელექტრონულად მომუშავე, ე.წ. ”ღვედის მომწოდებელ” კომფორტულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც უსაფრთხოების ღვედი იოლად ხელმისაწვდომი ხდება.

 

ეს სისტემა დამონტაჟებულია მხრის სიმაღლეზე, კარის უკან და სრულად ავტომატურად მუშაობს. აქტიურდება კარის დახურვისთანავე და როგორც კი ღვედს შეიკრავთ, სისტემა საწყის მდგომარეობაში აბრუნებს.


Enlarge

ელექტრონული Easy Entry (მარტივი ჩაჯდომა)

ელექტრონული Easy Entry, ანუ, უკანა სავარძელზე მარტივად მოთავსების სისტემა კიდევ ერთი უმაღლესი კლასის ფუნქციაა. გააქტიურებთ მიკრო გადამრთველს, გადმოწევთ წინა სავარძლის საზურგეს და ოპერაცია იწყება: სავარძელი ავტომატურად იწევა წინ, რის შემდეგაც უკანა სავარძელზე კომფორტულად მოთავსდებით და როგორც კი წინა სავარძლის საზურგეს ისევ უკან გადაწევთ, სავარძელი ავტომატურად დაბრუნდება საწყის პოზიციაში.


Enlarge

მძღოლისა და წინა მგზავრის ერგონომიკული, სპორტული, AGR-ის სავარძლები

სპორტული სავარძლები AGR-ის მიერაა სერტიფიცირებული - ეს არის გერმანული ცენტრი, რომელიც საუკეთესო ერგონომიკაზე ზრუნავს და ამგვარი სავარძელი გთავაზობთ რეგულირების უამრავ შესაძლებლობას, რაშიც შედის საზურგის ბალიშის რეგულირებაც და სხვა არაერთი აუცილებელი ფუნქცია, რაც თქვენი ინდივიდუალური კომფორტისთვისაა აუცილებელი.

 

დაუმატეთ ამ სავარძელს საუკეთესო ხარისხის ტყავი, რომლის წყალობითაც მოხერხებული ჯდომის ახალ დონეს შეიგრძნობთ. ტყავთან ერთად ხელმისაწვდომია სავარძლის 3-სიჩქარიანი ვენტილაცია, რაც გამორჩეული მდიდრულობის გარანტიაა - განსაკუთრებით ცხელ ამინდში. ჩამრთველი იქვე, სავარძელზეა განთავსებული და საერთო ჯამში თქვენ იღებთ გაგრილების იდეალურ კომფორტს.


Enlarge

კლიმატიზირების ოფციები

თქვენ იცით, რომ მზის სხივებმა ტყავი შეიძლება საშინლად გააცხელოს. შესაბამისად, თქვენთვის კარგი სიახლეა ხარისხიანი ტყავი, რომელიც სითბოს აირეკლავს. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია Opel Cascada-ში შავი ტყავის სალონით და თქვენი ავტომობილის ტყავის სალონს სიგრილეს შეუნარჩუნებს.

 

ელექტრონული კლიმატკონტროლის წყალობით მძღოლი და წინა მგზავრი სასურველ ტემპერატურას ინდივიდუალურად აირჩევენ. ამ დროს ტემპერატურას ორივე მხარეს სენსორები აკონტროლებს.

 

კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც ამ ავტომობილში აუცილებლად გჭირდებათ, არის საჭე გათბობის ფუნქციით. ამ ფუნქციას არა მარტო დილაობით და ცივ ამინდში გამოიყენებთ, არამედ გამოგადგებათ ღამით თავღია მგზავრობის ან უბრალოდ სეირნობის დროსაც.


Enlarge

გასართობი-საინფორმაციო სისტემები

რომელი ჟანრის მუსიკაც არ უნდა მოგწონდეთ, ან სადაც არ უნდა წახვიდეთ ამ მანქანით, Opel Cascada-ს გასართობი და საინფორმაციო სისტემების პაკეტი ნებისმიერ შემთხვევაში სრულყოფილია. თქვენ განკარგულებაში უზუსტესი ნავიგაციის სისტემა, რომელიც სასურველ მიზანს მიგაღწევინებთ და პერსონალური მოთხოვნების შესაბამისი, საუკეთესო აუდიო-სისტემა.

 

CD რადიო

CD 300 მოიცავს 3x6 დაპროგრამებულ არხს, 4x20 W 6 დინამიკს, MP3 მხარდაჭერას, aux-in პორტს და აუდიო სისტემის კონტროლს საჭიდან. CD 400 Plus-ს აქვს CD 300-ის იდენტური მახასიათებლები, ოღონდ ემატება ფერადი გრაფიკული ეკრანი და დინამიკური ხმის პროცესორი.

 

CD 600 IntelliLink

მულტიმედიური სისტემა CD 600 IntelliLink კომფორტის, კავშირისა და უსაფრთხოების მხრივ ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ამ სისტემის მეშვეობით თქვენ მარტივად მოახდენთ სმარტფონის ინტეგრირებას IntelliLink ტექნოლოგიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონის უმთავრესი ფუნქციები მაღალი გაფართოების 7-დუიმიან ფერად ეკრანზე აისახება. ამრიგად, შეგეძლებათ სატელეფონო ზარის განხორციელება, გააკონტროლებთ მუსიკას Bluetooth®-ის ან Gracenote®-ის მეშვეობით, მოისმენთ შემომავალ შეტყობინებებს, ან დაათვალიერებთ USB-ის მეშვეობით ატვირთულ სურათებს - რაც მთავარია, ამ დროს თქვენი ხელები დარჩება საჭეზე, სადაც ყველა კონტროლი ინტეგრირებულია. თუკი თქვენ შეუკვეთავთ უკანა ხედვის კამერას, უკუსვლის დროს ეკრანი ორად გაიყოფა და დაინახავთ, რა ხდება თქვენი ავტომობილის უკან.

 

ნავიგაცია 950 IntelliLink

ეს არის ნავიგაციის საუკეთესო სისტემა, რომელიც ტექნოლოგია IntelliLink-ის ყველა უპირატესობას მოგანიჭებთ, რაც გულისხმობს სმარტფონის სრულყოფილ ინტეგრაციას, რომელშიც შედის აუდიოსტრიმინგი Bluetooth®-ით, ნავიგაცია ფუნქციებით “bird’s eye”, 3D და ხმოვანი ფუნქცია მისამართის შეყვანის დროს. ნავიგაციის სრაფი მართვისთვის, სისტემაში შეყვანილია ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის რუკა, რომელთა განახლება USB-ის მეშვეობით ხდება. აღსანიშნავია, რომ Navi 650-საც იდენტური საბაზო მახასიათებლები გააჩნია. თქვენს მობილურ ტელეფონთან კავშირის დამყარება შესაძლებელია Bluetooth®-ის მეშვეობით - საჭის დისტანციური კონტროლიდან.