Opel Cascada - დიზაინი

სასარგებლო ლინკები

კლასიკური სახურავის ხელახალი განსაზღვრება.

გრაციოზული და მოხდენილი დიზაინით Opel Cascada თავის კლასში ყველაზე მოდური არჩევანია და მისი მართვა უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

Enlarge

ორმაგი კლასიკური ელეგანტურობა

დახურული იქნება, თუ თავღია, Opel Cascada ყოველთვის ბრწყინავს. დიზაინის სუფთა ხაზები ელეგანტურობასა და სტილზე მეტყველებს. წინა მხრიდან ”ოპელის” თანამედროვე დიზაინის სრულყოფილი გამეორებაა, თუმცა ყველა დეტალი კიდევ უფრო დახვეწილია. დააკვირდით სკულპტურულ, გამორჩეულ ცხაურას, დღის LED-მაშუქების განუმეორებელ ხელწერას და მოდურ ქრომირებულ დეტალებს. ცხვირის დიზაინი ხაზს უსვამს ავტომობილის შესაძლებლობებს.

 

გვერდიდან ავტომობილის პროფილი გრძელია, მოიცავს სუფთა და უწყვეტ ხაზს. ამ ხედით გადასაწევი სახურავი და ბარები სრულად დამალულია. აქ ვერ ნახავთ დამატებით დიზაინერულ ტრიუკებს, რადგან ამ ავტომობილის შემთხვევაში ტრიუკები არავის სჭირდება. მანქანის სკულპტურული დიზაინი აბსოლუტურად ბუნებრივია, პროპორციები და გამოყენებული მასალების ხარისხი კი უბრალოდ საუკეთესო. ქრომირებული ხაზი სახურავს ელეგანტურად გამოყოფს და კლასიკურ დიზაინს მოდურობას ანიჭებს. გრძელი კარები და გრაციოსული A-საყრდენი არა მარტო თანამედროვე, არამედ პრაქტიკული გადაწყვეტილებაცაა, რადგან მათი მეშვეობით ავტომობილში ჩაჯდომა მარტივდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტილისა და მოდურობის დამატებითი ელემენტებია სახურავის სხვადასხვა ფერებიც - იქნება ეს შავი, ყავისფერი, მალბეკის თუ ხაკისფერი.

 

უკანა მხარე გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური 3D LED-მაშუქებით, რომლებიც ვიზუალურად დაკავშირებულია ელეგანტურ, ქრომირებულ ხაზთან, რაც მომრგვალებულ პროფილს ქმნის და უმაღლესი ხარისხის სტოპ-მაშუქთან ერთად Cascada-ს ყველა სხვა ავტომობილისგან გამოარჩევს. სტაბილური დგომა და ჭკვიანური პროპორციები ერთობლიობაში სრულყოფილ დიზაინს აყალიბებს.


Enlarge

შეიგრძენი სრულყოფილება

ხელის შეხებისას სასიამოვნო, მაღალი ხარისხის მასალები, მოხდენილი ზედაპირები და გამორჩეული კომფორტი - Opel Cascada შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც მასთან მიახლოვებისას რწმუნდებით და როცა კარს გააღებთ, მაშინვე დარწმუნდებით, რომ მისი ინტერიერიც გამორჩეულია. უმაღლესი ხარისხის Morrocana მაჩვენებელთა დაფაზე და დეტალური ნაკერები თვალწარმტაცია და მაშინვე მიიქცევს თქვენს ყურადღებას. აქ ყველაფერი თავის ადგილზეა, ინსტრუმენტები მძღოლზეა ორიენტირებული, ცენტრალურ კონსოლზე დამონტაჟებული ღილაკები მარტივად ხელმისაწვდომია.

 

ინტერიერში თქვენ გელით ღრმად ჩადგმული, თქვენს კომფორტზე ორიენტირებული სავარძლები. Easy Entry სისტემის დახმარებით წინა სავარძლების გაწევაა შესაძლებელი, რათა უკანა სავარძელზე მაქსიმალურად ადვილად და სწრაფად მოთავსდეთ. სალონისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უმაღლესი ხარისხის ქსოვილი ან მდიდრული ტყავი, რომელსაც უნაგირა ნაკერები მდიდრულობას მატებს.


Enlarge

სრულყოფილი პირველი ავტომობილი

როგორც იცით, კაბრიოლეტებში მთავარი პრობლემა სათავსოების ნაკლებობა და ყოველდღიურ ხმარებაში არაპრაქტიკულობაა, მაგრამ Opel Cascada-ს ეს ნამდვილად არ ეხება! ამ მანქანაში თქვენ განკარგულებაშია მარტივად ხელმისაწვდომი და გონივრულად პოზიციონირებული 13 სათავსო.

 

დაუმატეთ ამას საბარგული 280-დან 380 ლიტრამდე მოცულობით - გააჩნია, როგორ მდგომარეობაშია სახურავი. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ FlexFold სისტემა, რომლის მეშვეობითაც გადასწევთ ერთ-ერთ ან ორივე უკანა სავარძელს და ბარგისთვის 750-ლიტრამდე მოცულობას მიიღებთ. ჩამრთველები საბარგულის განყოფილებაში გონივრულ ადგილზეა მოთავსებული. როდესაც ელექტრონულ გზას აირჩევთ, სისტემა სპეციალურ მექანიზმს გაააქტიურებს, რომელიც არჩეულ სავარძელს ავტომატურად დაკეცავს.

 

დამატებითი უსაფრთხოებისთვის: როდესაც ავტომობილი დაპარკინგებული ან ჩაკეტილია, უკანა სავარძლებიც პოზიციურად იბლოკება. კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის კი არსებობს ქარხნული სისტემა, რომელიც ქურდობისგან მთლიანად იცავს ავტომობილს და თვით დისკებსაც კი.