Opel Cascada - მართვის დინამიკა

სასარგებლო ლინკები

დადის ისე ბასრად, როგორც გამოიყურება.

თვალშისაცემი დიზაინი მაშინვე შესამჩნევია, მაგრამ Opel Cascada-ს მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დიზაინთან ერთად, ავტომობილი საუკეთესო მართვადობითა და ძრავებით გამოირჩევა.

Enlarge

სრულყოფილი სიხისტე, შესანიშნავი დინამიკურობა

ასეთი შესანიშნავი დიზაინის მქონე ავტომობილი საუკეთესო დინამიკურობასაც იმსახურებს. შასიზე გამოცდილმა ექსპერტებმა იმუშავეს და Opel Cascada აღჭურვილია ”ოპელის” დაკიდების ე.წ. HiPerStrut-სისტემით წინ და Watt-ის მექანიზმის მიხედვით შესრულებული უკანა დაკიდებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია შასის გამორჩეული მოჭიმულობა და სიხისტე, რაც დაკიდების მოწინავე სისტემებს პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში ეხმარება.

 

ძარის მაქსიმალურ სიხისტეს ინჟინრებმა ქვედა ნაწილის გამაძლიერებელი ელემენტების სწყალობით და სპციალური, უმყარესი A-საყრდენებით (უმაგრესი ფოლადი) მიაღწიეს.

 

ასე რომ, სვლის უმაღლესი კომფორტი და ხმაურისა და ვიბრაციების ძალიან დაბალი დონე პირველ რიგში სწორედ საერთო სიხისტისა და დაკიდების ე.წ. HiPerStrut-სისტემის დამსახურებაა. ამ სისტემის დამატებითი პლუსია ის, რომ სისტემა Opel Cascada-ს 20-დუიმიანი დისკების (მოდიფიკაციის გარეშე) დაყენების საშუალებას აძლევს. უკანა ხიდი კი Watt-ის მექანიზმის მიხედვით შესრულებული, რაც ამ კლასის ავტომობილისთვის აბსოლუტურად ოპტიმალური გამოსავალია. დაუმატეთ ამას ”ოპელის” FlexRide®-სისტემა და დაკიდების 3 ინდივიდუალური პარამეტრი და დარწმუნდებით, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ მართვის ზუსტად ისეთი სტილი, როგორიც გსურთ - ყველგან და ყოველთვის.


Enlarge

შეუფერხებელი სიმძლავრე, უსასრულო ბრუნის მომენტი

Opel Cascada არა მარტო ბუნებრივი და მარადიული კარგი გარეგნობით გამოირჩევა, არამედ საუკეთესო ძრავებიც აქვს. ბენზინის ძრავების მთავარი აგრეგატებია 1.6 Turbo ECOTEC® პირდაპირი შეფრქვევითა და 170 ცხენის ძალით (125 კვტ) და 1.6 Turbo ECOTEC® პირდაპირი შეფრქვევითა და 200 ცხენის ძალით (147 კვტ). აქვე ვთქვათ, რომ ორივე ეს ძრავა ”ოპელის” ახალი თაობის აგრეგატებია. ერთი მხრივ გამორჩეული დიზაინი, პლუს უახლესი ტექნოლოგიები ჰარმონიული ბალანსით, რათა მიიღოთ მაქსიმალური სიმძლავრე და გამორჩეული ეკონომიურობა.

 

ახალი თაობის ძრავებზე მუშაობისას ”ოპელის” ინჟინრებმა უახლესი ტექნიკა გამოიყენეს, რომლის წყალობით შიდა წნევა 135-მდე შეიძლება იყოს. ეს ფაქტორი კომპრესიის შესანიშნავ სტანდარტს და განუმეორებელ ეფექტიანობას იწვევს. ამას ემატება პირდაპირი შეფრქვევა, რეაქტიული ტურბოს ტექნოლოგია და შედეგად ვიღებთ მართლაც სანიმუშო აგრეგატს, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს და კლასში გამორჩეულია.

 

დიზელის მძლავრი ძრავების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია შესანიშნავი 2.0 BiTurbo CDTI – twin turbo ტექნოლოგიითა და ციკლზე 8-მდე შეფრქვევით, რომლის შედეგადაც ვიღებთ განუმეორებელ, 400-ნიუტონმეტრიან ბრუნის მომენტს 195 ცხენის ძალასთან (143 კვტ) ერთად.


საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე: ქალაქში: 9,4-6,3 ლ; ქალაქგარეთ: 5,9-4,6 ლ; შერეული: 7,2-5,2 ლ. გამონაბოლქვი გ/კმ: საშუალოდ 169-138 გ CO2.

 

გამოთვლილია შემდეგი რეგულაციის მიხედვით: R (EC) No. 715/2007.