Opel Cascada - უსაფრთხოება

სასარგებლო ლინკები

უსაფრთხოება და სრული სიმშვიდე.

კაბრიოლეტის რბილ სახურავიც შეიძლება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, როგორც ჰარდ ტოპი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტრუქტურული სიხისტე, მაღალი გამძლეობის ფოლადის დეტალები. დიახ, ეს მაქსიმალურად უსაფრთხო კაბრიოლეტია.

Enlarge

სიღრმისეული სიმაგრე

Opel Cascada გამორჩეულია უსაფრთხოების ხისტი სტრუქტურითა და გაძლიერებული კორპუსით, რომელიც შთანთქავს დარტყმის სიმძლავრეს. გაძლიერებული და გამაგრებულია გრაციოზული საქარე მინის საყრდენებიც, რომლებსაც დიაგონალური დამცავი ბარები აქვთ, რათა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საყრდენები ინტერიერში არ შეიჭრას და მძღოლი ან მგზავრი არ დააზიანოს.

 

ხისტი ბარებითაა გაძლიერებული ავტომობილის უკანა ნაწილის სტრუქტურაც. დამცავ ბარებს ჩვეულებრივ ვერ შეამჩნევთ, რადგან ელეგანტურადაა შეფარული, საჭიროების შემთხვევაში კი თქვენ და თქვენი თანამგზავრების უსაფრთხოების გარანტიაა.


Enlarge

გამორჩეული პასიური უსაფრთხოება

სრული ზომის წინა უსაფრთხოების ბალიშები და სრულფასოვანი გვერდითა აირბალიშები Opel Cascada-ს ნებისმიერ ვერსიაში სტანდარტული ოფციებია. ეს გახლავთ უსაფრთხოების აუცილებელი და საუკეთესო ოფციები, რაც თქვენი და თქვენი მგზავრების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

 

ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ღვედების წინასწარ დაჭიმვის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად უსაფრთხო პოზიციას შეინარჩუნებთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს თამაშობს სავარძლების ჩარჩოები და ”ოპელის” უმაღლეს დონეზე გატესტილი, თავის აქტიური მისაყრდნობები სავარძლებზე, რომლებიც ზემოთ-ქვემოთ და წინ და უკან მოძრაობს და დაზიანებებისგან დაგიცავთ. ამ ყველაფერს ემატება ასევე გამოცდილი სატერფულის აშვების სისტემა, რომელიც დაზიანებებისგან იცავს ფეხებს და ქვედა ტანს.


ქურდობისგან დაცვა

Opel Cascada-ს აქვს უახლესი სიგნალიზაცია, რომელიც თქვენი აბსოლუტური სიმშვიდის გარანტიაა. ავტომობილში შეღწევის ნებისმიერი სახის მცდელობას მოყვება განათების ავტომატური ჩართვა და სიგნალი. სისტემა დენის საკუთარი წყაროდან იკვებება და იცავს ავტომობილს მთლიანად - მათ შორის ნებისმიერ დეტალს და დისკებსაც.