Opel Cascada - გადასაწევი სახურავის ტექნოლოგია

სასარგებლო ლინკები

რბილი სახურავი - მყარი ფაქტები.

დრო, როცა კაბრიოლეტის მფლობელს სახურავთან ბრძოლა უწევდა, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. სახურავის გამოცდილი შესრულებისა და პრემიუმ ხარისხის მასალების მიქსი Opel Cascada-ში გთავაზობთ პრაქტიკულობის სრულყოფილ ნაზავს იმ სიამოვნებასთან, რასაც კაბრიოლეტის მართვა იწვევს.

Enlarge

მზის სხივები მხოლოდ 17 წამში

Opel Cascada-ს აეროდინამიკურად სუფთა სახურავი ავტომობილის უსაყრდენო სტილს სრულყოფილად ერგება და ძალიან უხდება. ის წარმოებულია პრემიუმ ხარისხის ქსოვილით, მოხდენილად უერთდება უკანა მინას, რომელსაც აქვს გათბობის ფუნქცია და სრულად გამოხატავს უმაღლეს ხარისხს.

 

სახურავის გადაწევა უაღრესად მარტივი პროცესია. გადამრთველი, რომლის მეშვეობითაც გადაიწევა სახურავი, ცენტრალურ კონსოლზე, უაღრესად პრაქტიკულ ადგილზეა განთავსებული და მძღოლი ბრძანებას ისე გასცემს, რომ ყურადღებას ოდნავადაც არ მოადუნებს. თუკი სახურავის გადაწევა ან დახურვა გარედან გსურთ, თქვენ განკარგულებაშია დისტანციური ფუნქცია, რომლის ღილაკი გასაღებზეა განთავსებული და რომელიც Cascada-ს ყველა მოდელში სტანდარტული ოფციაა.

 

სახურავის გადახდის პროცესი მხოლოდ 17 წამი გრძელდება, დახურვას კი 19 წამი სჭირდება. სახურავის გადახდა/დახურვა შესაძლებელია მოძრაობაშიც - მაქსიმუმ 50 კმ/სთ სისწრაფის დროს. ამავდროულად შესაძლებელია ყველა ფანჯრის გახსნა ან დახურვა სპეციალური ღილაკით, რომელიც სახურავის ოპერაციის ღილაკშია ინტეგრირებული.


Enlarge

გამოცდილია ექსტრემალურ სიტუაციებში

სახურავის ელექტრო-ჰიდრავლიკური მექანიზმი 15 000-ჯერ გაიტესტა და გათვლილია 10-წლიანი გამოყენებისთვის, მინიმუმ 4 ოპერაციით დღეში. ამასთან, მყარი სახურავისგან განსხვავებით, რბილი სახურავი ავტომობილის წონას დაახლოებით 100 კილოგრამით ამცირებს.

 

უმაღლესი ხარისხისაა გამოყენებული ქსოვილიც, რომელიც გატესტილია ავტომობილის რეცხვის პროცესში, არ სჭირდება რეგულარული სერვისი, უძლებს ულტრაიისფერ სხივებს და დაცულია მისი საღებავიც, რათა ავტომობილმა პირვანდელი ბრწყინვალება დიდხანს შეინარჩუნოს.

 

240 კმ/სთ სისწრაფეზე ჩატარებული ტესტების დროს დადგინდა, რომ ასეთ სისწრაფეზე სახურავი მხოლოდ 3 სანტიმეტრით დეფორმირდება. სახურავი ასევე გაიტესტა უკიდურესად ექსტრემალური ტემპერატურების დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად გამძლეა როგორც ზედმეტად კარგ, ასევე ზედმეტად ცუდ ამინდებში.

 

თუ გსურთ, რომ ინტერიერში უფრო ნაკლები ხმაური იყოს, ხელმისაწვდომია ე.წ. აკუსტიკური სახურავიც, რომელიც შესანიშნავი ხმაურიზოლაციით გამოირჩევა და მაქსიმალურ თერმულ კომფორტს უზრუნველყოფს. ის მოიცავს აკუსტიკურად გაუმჯობესებულ ქსოვილს და ინტერიერის სპეციალურ შეფუთვას, რაც მაქსიმალურად კარგ ხმაურიზოლაციას და საუკეთესო თერმულ დაცვას იწვევს.