დინამიურად მიმზიდველი, შესანიშნავი და სიამოვნებით აღსავსე, ესაა Opel Corsa. მისი ათლეტური სილამაზით, გარდამავალი ხაზებით, მუქი კონტურებით და შესანიშნავი შესაძლებლობებით Opel Corsa ის ავტომობილია, რომელიც ყველა ჩვენთაგანის ოცნებაა.
წაიკითხეთ მეტი Opel Corsa ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინზე.
როგორც არ უნდა შეხედოთ, Opel Corsa შთამბეჭდავია ყველა კუთხით. კარგი მახასიათებლებით და გამორჩეული პროფილით Opel Corsa ქუჩაში გამოირჩევა რუხი მონოტონურობიდან. ერთი ნახვით შეგიყვარდებათ. და კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება მეორე შეხედვით. აღმოაჩინეთ თქვენი თავი ახალი კუთხით Opel Corsa ერთად.
Opel Corsa შიგნითაც ისეთივეა, როგორც გარედან. აღფრთოვანებული დარჩებით მისი ტევადობით, კომფორტით და ყველა დეტალით, რომლითაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი Opel Corsa და მისი შესაძლებლობები. მიმზიდველი იერი, მეტად კომფორტული სკამები, მისაღები მართვის ბლოკი და კარის კანტები, პიანინოსავით ლაქირებული ზედაპირი, მოხდენილად მოთავსებული მართვის მექანიზმები და ინოვაციური კოკპიტი, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც თქვენ გსურთ, Opel Corsa საუკთესო ავტომობილად აქცევს.
ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი ღილაკის ერთი დაჭერით ამ მეტად ფორთო ლუქიდან. მას გააჩნია ქარის ამრიდი და ორი კამერა ხმაურის შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ ის არ მოგეწოდებათ Essentia ერთად.
სურათზე შესაძლოა ნაჩვენები იყოს დაკვეთით მისაღები აღჭურვილობა.
