
დიზაინს შეუძლია გადმოსცეს მართვის შეგრძნება. Opel Insignia არის დამაჯერებლად მტკიცე ფართო და ამავე დროს მომრგვალებული.
აღმოაჩინეთ Insignia–ს ძლიერი ექსტერიერის და ელეგანტური ინტერიერის სტილი.

წინა ნაწილის მიზანსწრაფული დიზაინი თვალს იტაცებს თავისი ნაზი მრუდებით და ჰარმონიული ხაზებით. Insignia–ს მგრძნობიარე გადაშლილი ზედაპირი განსაკუთრებით ხაზგასმულია განსხვავებული მაშუქების ბუდეებით და მათი "ფრთებივით" განათების ხელწერით და რადიატორის გისოსებით. ეს ელემენტები ახალი Opel–ის დიაზაინის ენის თვითდაჯერებული ფრაზებია. ახალი Opel Insignia–ს ფართო ძარა ხაზგასმულია ინტეგრირებული ბორბლების თაღის გაფართოებით.
მძლავრი სილუეტი აქცენტირებულია მტკიცე და გადაშლილი ძარის ფორმებით, მათ შორის “სამართებლის პირის” ფორმის გერდითი შეჭრით. სამართავად გამზადებული გლუვად გამოძერწილი იდეალური ფორმები.
მანქანის უკანა ნაწილი გრაციოზულად გრძელდება ჩამოღვრილ, მძლავრ ხაზებად კუპეს–მსგავსი სახურავის ხაზებიდან. აქ დიზაინი აღწევს ჰარმონიას, რომელიც საშუალებას აძლევს საშაულო ზომის Opel–ს გამოიყურებდეს მტკიცედ და ელეგანტურად.
Opel Insignia შემუშავებულია საოცარი სრულყოფილებით, ისე დეტალურად, რომ დაკიდების კომპონენტებიც კი ოპტიმიზირებულია აეროდინამიურად. შედეგად, მას ჰაერის წინააღმდეგობის ერთ–ერთი ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს თავის კლასში.

Opel Insignia–ს ინტერიერის დიზაინის თემები ჩამოსხმული ხაზებით და რბილი მრუდებით ეხმიანება ექსტერიერისთვის დამახასიათებელ სტილს. Opel Insignia–ს ინტერიერის ყველა დეტალში ვლინდება მის შექნაზე გაღებული ნიჭი და ძალისხმევა.
ელეგანტურ და ამავე დროს სპორტულ დიზაინთან ერთად მაღალი ხარისხის ზედაპირით, ქრომის აქცენტებით და მსუყე ფერებით გაფორმებული ინტერიერი ეგებება და გარს ევლება მგზავრებს, ამასთან იგი აკმაყოფილებს ერგონომიულობის და კომფორტის უმაღლესი სტანდარტების მოთხოვნებს.
ყველა ძირითადი ზედაპირი მოპირკეთებულია “რბილი შეხების” მასალით, რასაც სალონის ფაქტურა უმაღლესი ხარისხამდე აყავს. წინა ზედა ფასციის დაფა არის უწყვეტი თაღი, რომელიც გადაედინება წამახვილებულ კარის მისამაგრებლებში და ასრულებს კაბინის ფართო და ვრცელ სალონს. საქარე მინის ციცაბო დახრა საშუალებას აძლევს წინა მგზავრის დამცავ ბალიშს მოთავსდეს ხელთათმანის ფართო ყუთის შევიწროვების გარეშე.
ძარის გაზრდილი ზომა ინტერიერისთვის დიდ საერთო სივრცეს ქმნის.

ვერაფერი შეედრება მთლიანდ ტყავში გაფორმებული გარემოს ნამდვილ მდიდრულ განცდას. ახალი “Indian Summer” ინტერიერი გარს გევლებათ დადხანს დაუვიწყარი სიმდიდრით, რომელიც გარეგნობით და შეგრძნებით უნიკალური თავის კლასში უბრალოდ იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივ გვხვდება მხოლოდ ძალიან ძვირფას და განსაკუთრებულ მანქანებში.
წაიკითხეთ მეტი აღნიშნულზე:
სურათზე შესაძლოა ნაჩვენები იყოს დაკვეთით მისაღები აღჭურვილობა.
