
აქ მოყვნილია სულ რამდენიმე გამორჩეული მაგალითი Opel Insignia–ს შესაძლო აქსესუარების ფართო სპექტრიდან.
OPC ოფციები და აქსესუარები თქვენს Opel Insignia–ს მატებს დინამიურ არომატს, საკუთარ ხელწერას და ამაღელვებელ იერს. შეგიძლიათ, ისინი მიიღოთ როგორც ქარხნული დამაგრების ოფციის პაკეტები, ასევე აქსესუარები თქვენს Opel-ის დილერთან.
სრული რიგისთვის იხილეთ Opel Insignia–ს აქსესუარების ინტერნეტ კატალოგი ან დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Opel-ის დილერს.

Opel ბრენდის გადასატანი ბაზა მტკიცე, აეროდინამიური ოვალური ალუმინის ძელებია. თავები არის ჩამკეტი, მეტი დაცულობისთვის.

შეგიძლიათ აირჩიოთ 8 სახეობიდან. ზომების სპექტრი 1,100 x 800 x 400 მმ–დან 2,180 x 940 x 400 მმ–მდე. დამაგრებისთვის საჭიროა სახურავის გადასატანი ბაზა.

მშვიდი გასრიალება უფრო მარტივად დამაგრებისთვის. უსაფრთხოდ გადაიტანს 4 წყვილ ნორმალური (ქარვინგი) ტიპის თხილამურს ან 1 სნოუბორდს და 1 წყვილ თხილამურს. დაჭერით დამკეტი ღილაკები მარტივი მოხმარებისთვის.

Opel გთავაზობთ ბავშვის მრავალნაირ სკამს ყველა ასაკისთვის. მარტივი დამაგრებისთვის და უსაფრთხოებისთვის სკამები შეიძლება დამაგრდეს ISOFIX მიმაგრებით (შედის Top Tether კომპლექტში) და/ან სტანდარტული მანქანის უსაფრთხოების 3 წერტილიანი ღვედით. ყურადღება: ახლად შემოთავაზებული ISOFIX ბაზა აბსოლუტურად აუცილებელია, როდესაც იყენებთ აკვანს ISOFIX დანიშნულებით. ყველა სკამი აღჭურვილია უახლესი EU უსაფრთხოების სტანდარტებით, მათ შორის გვერდითი ზეგავლენისგან დაცვითაც.

მაგრდება Opel FlexOrganizer® სისტემის ზედა ან ქვედა ძელზე, სერვის ყუთი იდეალური სათავსოა იმისთვის, რომ წვრილი ნივთები, როგორიცაა მანქანის მოვლის პროდუქტები, ხელთ გქონდეთ.

FlexOrganizer® სისტემის კიდევ ერთი კომპონენტი. მოსახერხებელია მსუბუქი ნივთების საბარგულში დასამაგრებლად.

მოათავსეთ სადაც გსურთ FlexOrganizer® ზედა ძელებზე. საუკეთესოა ისეთი ნივთების დასაცავად, როგორიცაა, მაგალითად, საყიდლების ჩანთები.

უნიკალური აქსესუარი ბორბალი – 5-მანიანი დიზაინი. მუქი ვერცხლისფერი ბორბალი ნათელი მბრწყინავი პრიალა ზედაპირით. აუმჯობესებს მართვას და იერსახეს.

შთამბეჭდავი განაცხადი სპორტულ სტილზე. 5-მანიანი დიზაინი პრიალა შავი ფერით. 245/40 R 19 საბურავებისთვის.

მაღალი ხარისხის მასალა საშუალებას გაძლევთ დაამუქოთ მგზავრების სავარძლები მანქანის უკანა რიგში და შეაჩეროთ მზის სხივების 70 %–ზე მეტი. გამოჭრილია, რომ დაიცვას უკანა მგზავრების ორივე ფანჯარა და უკანა ფანჯარა. როდესაც დამაგრებულია, ფანჯრების გახსნა მაინც შეიძლება. მარტივი დამაგრება.

თარგი აღებულია საბარგულში ჩასაფენად, გარანტირებულია ეფექტური დაცვა ჭუჭყისა და სინესტისგან. სრიალის საწინააღმდეგო ფენით.

მნიშვნელოვანია საყვარელი ცხოველის უსაფრთხოდ გადაყვანისთვის. მდგრადი, ზუსტად მორგებული ტიხარი მგზავრებსა და საბარგულს შორის, რომელიც მაგრდება უკანა სავრძლების უკან. მხოლოდ Opel Insignia Sports Tourer-ი მოდელისთვის.

ისეთივე ინდივიდუალური, როგორც თავად ხართ. სასურველი სტილისტური დეტალები თქვენი Opel Insignia–სთვის შესაძლებელია, როგორც ქარხნული დამაგრების ოფციების ნაკრები, ასევე თქვენი Opel დილერის მიერ მოწოდებული აქსესუარები.

OPC ხაზი სპორტული განწყობის რეალურ სულს და ხარისხს მატებს შიგნითაც და გარეთაც. შიდა ნაკრებში შედის:
სურათზე შესაძლოა ნაჩვენები იყოს დაკვეთით მისაღები აღჭურვილობა.

