Opel Meriva - ელეგანტური ეფექტურობა

საჭირო ლინკები

შთაგონებული პერფორმანსი და ეკონომია.

ევრო 6 ბენზინისა და დიზელის ძრავები ქარხნული LPG-ის სასარგებლო თვისებებით მთელი ცხოვრების მოგზაურობას გპირდებათ. თანაბარი, მზადმყოფი და ეკონომიური, ძრავების დიაპაზონი ხელახლა განსაზღვრავს მთლიანი კლასის სრულყოფილებას.

Enlarge

Opel Meriva - ეკო-FLEX

ზოგიერთი მძღოლისთვის ეკოგარემო უმთავრესია. თუ იზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, Opel-ი გთავაზობთ რეალურ არჩევანს. Opel Meriva 1.6 CDTI ეკო-FLEX 81 კვ-ით (110 ცხ. ძ) და სტარტ/სტოპ სისტემით ამცირებს CO2 ემისიებს 99 გ/კმ-მდე და ყველაზე ეკონომიური და უსაფრთხოა იმისათვის, რომ ისიამოვნოთ Opel Meriva-თი.


Enlarge

ბენზინისა და LPG ძრავები

ევრო 6 სტანდარტების შესაბამისი ბენზინისა და LPG ძრავები ასევე დასტურია იმისა, რამდენად სუფთა და ეფექტურია ეს ძრავები. ულტრათანამედროვე ძრავის ტექნოლოგიამ და სტანდარტულმა სტარტ/სტოპ სისტემამ მთავარი როლი შეასრულა საწვავის ეკონომიურად ხარჯვაში და ისინი ხელმისაწვდომი გახადა ბენზინის ყველა ძრავაზე, გარდა 1.4 ტურბო LPG მოდელისა.

 

შესაბამისად, Opel Meriva ასევე აღჭურვილია სპეციალურად დამუშავებული 6-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით 1.4 ტურბო ძრავაზე, როგორც 88 კვ (120 ცხ. ძ) და 103 კვ (140 ცხ. ძ) მოდელებზე. ალტერნატიულად, კომპაქტური 6-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია სიჩქარის ყოველ გადართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს და უფრო სასიამოვნოს ხდის.

 

თუ გადაწყვეტთ LPG მოდელის უპირატესობებით სარგებლობას, აღმოაჩენთ, რომ თხევადი ნავთობის აირის საწვავის შედარებით დაბალი ფასის გარდა, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ საკუთარი სურვილისამებრ გადახვიდეთ ბენზინიდან LPG-ზე და ასევე გაიაროთ დაახლოებით 960 კმ, როგორც ბენზინის, ისე LPG საწვავის გამოყენებით.


Enlarge

ახალი თაობის დიზელის ძრავა

Opel Meriva-ს 1.6 CDTI დიზელის ძრავები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია Opel-ის მიერ შემუშავებულ ახალი თაობის ძრავებში.

 

მთლიანად ალუმინის კონსტრუქცია აბსოლუტურად აკმაყოფილებს ევრო 6-ის ნორმების მოთხოვნებს. აზოტის ოქსიდის შემცირება (NOX) მიიღწევა სტანდარტული NOX ტექნოლოგიის გამოყენებით (LNT), რომელიც აბსოლუტურად არ მოითხოვს ტექ. მომსახურებას და არ ჭირდება სითხის დამატებითი ავზი.

 


ძრავის მოცულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია უჩვეულო უხმაურო და ვიბრაციის გარეშე მუშაობა. ამ ახალი თაობის ძრავის შეუფერხებელი მუშაობა ასევე ძალიან შთამბეჭდავია. 1.6 CDTI, რომელიც ავითარებს 100 კვ (136 ცხ. ძ) და 320 ნმ ბრუნს, სრულიად ახალი კრიტერიუმია ცვლილების ამ კლასში; ეს არის ის შემთხვევა, რაც ხელს უწყობს Opel Meriva-ს ბრწყინვალე უნივერსალური სვლის პერფორმანსსა და ხასიათს. 70 კვ (95 ცხ. ძ) და 81 კვ (110 ცხ. ძ) ვერსიების მოდელების მიხედვით დაწესდა დაბალი მოხმარებისა და ემისიების სტანდარტები. ყველა 1.6 CDTI ძრავა აღჭურვილია სტარტ/სტოპ სისტემით.


Enlarge

სტარტ/სტოპ სისტემა

გაჩერებული ავტომობილის ძრავა მუშა მდგომარეობაში მოიხმარს საწვავს და გამოყოფს CO2 -ს. Opel-ის სტარტ/სტოპ სისტემა ავტომატურად აჩერებს ძრავას, როგორც კი ავტომობილი გაჩერდება. ძრავა მაშინვე ამუშავდება, როგორც კი გადაბმულობა ჩაირთვება.


1:

საწვავის მოხმარება ქალაქში 9,5–4,1, ქალაქგარეთ 5,7–3,6, კომბინირებული 7,1–3,8; CO2გამონაბოლქვი გ/კმ-ში: კომბინირებული 166–99.

 

1.4 LPG: საწვავის მოხმარება l/100 კმ-ზე: ქალაქში 9.8–9.7 (7.8), ქალაქგარეთ 6.1–5.9 (4.8–4.7), კომბინირებული 7.4–7.3 (5.9–5.8). CO2 გამონაბოლქვი გ/კმ-ზე: კომბინირებული 121–119 (139–137). LPG რეჟიმი (ბენზინის რეჟიმი).

 

რეგულაციების R (EC) No. 715/2007 და R (EC) No. 692/2008 (შედარებით ხშირ შემთხვევებში) თანახმად.