Opel Meriva - კომფორტი

საჭირო ლინკები

დაჯექით და ისიამოვნეთ ავტომობილის მართვით.

თავისი საუკეთესო მახასიათებლებიდან გამომდინარე, Opel Meriva არის გაუმჯობესებული და კომფორტული საოჯახო ავტომობილი. მაგრამ თუ გსურთ, შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ. აირჩიეთ სტანდარტული და დამატებითი კომფორტული აღჭურვილობის კატალოგიდან, რომელიც იმ კუთხიდან განგაცდევინებთ თქვენი ავტომობილის დადებით მხარეებს, როგორც ეს თქვენ გსურთ.

Enlarge

FlexRail® სათავსო სისტემა

FlexRail® -ი არის უნიკალური მოდულარის სათავსო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკმაოდ ტევად, მოქნილ სათავსო სივრცეს წინა სავარძლებს შორის უკანა, შუა სავარძლის წინა ფეხების სივრცის შეზღუდვის გარეშე. შეგიძლიათ გადააწყოთ და სხვაგვარად დაალაგოთ სისტემის კომპონენტები, როგორიცაა საიდაყვე და ჭიქის დამჭერები ალუმინის რელსებზე, რათა გქონდეთ შესაბამისი სივრცე თითოეული და ყველა მგზავრისთვის. სპეციალური ადაპტერი, ინტეგრირებული ჭიქის დამჭერით, ასევე საშუალებას გაძლევთ წინ გადაკეცილი უკანა, შუა სავარძლის საზურგეზე აწიოთ საიდაყვე.

 

• საიდაყვესა და ჭიქის დამჭერების ოპტიმალური პოზიცია ყველა სავარძლისთვის

• ფართო, მოქნილი, საკმაოდ დიდი მოცულობის საცავი ხელჩანთებისთვის, ნოუთბუქებისთვის და აშ.

• მარტივი წვდომა ყველა მგზავრისთვის

• დამატებითი საიდაყვე და ჭიქის დამჭერი გვერდითა სავარძლის მგზავრებისთვის


Enlarge

პამორამული ლუკი

შემოუშვით მზის სინათლე სალონში. პანორამული ლუკი სავარძლების ორივე რიგს გასდევს და მთელ ინტერიერს ნათელსა და ჰაეროვანს ხდის. ხოლო, როდესაც მზე ძალიან აჭერს, მას აქვს ელექტრო დაჩრდილვის ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს თქვენს სიგრილეს.


Enlarge

ელექტრონული კლიმატ-კონტროლი

კომფორტული და მოხერხებული ელექტრონული კლიმატ-კონტროლის სისტემა წინა სავარძლის მგზავრებს საშუალებას აძლევს თვითონ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტემპერატურა. ამის შემდეგ, სენსორები აფიქსირებენ ორმაგ ზონას ზუსტად შესაბამის დონეზე. რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი.


Enlarge

საჭის გათბობა

თბილი ხელების სიამოვნება ზამთრის ცივ დღეებში. თბობად საჭეს რამდენიმე წამი ჭირდება გასათბობად და სწრაფადვე ათბობს ძრავას. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია წინა სავარძლების გათბობასთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ზამთრის ცივი ამინდები თქვენთვის ბევრად კომფორტული გახდება.


Enlarge

პარკირების ელექტრო მუხრუჭი

სტანდარტული, ჩასართავი ღილაკით მართვადი პარკირების ელექტრო მუხრუჭი ზრდის პარკირების კომფორტსა და უსაფრთხოებას და ამცირებს მძღოლის ძალისხმევას. ის იცავს ავტომობილს დაგორებისაგან აღმართზე დაძვრისას და ავტომატურად თავისუფლდება ავტომობილის დაძვრისთანავე.

 

საჭიროების შემთხვევაში, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია სტანდარტული ხელის მუხრუჭის სახით, როდესაც მანქანა მოძრაობს, რაც უზრუნველყოფს ABS-ით მართვად დამუხრუჭებას.


აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა

აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემა იცავს ავტომობილს დაგორებისაგან აღმართზე დაძვრისას და ავტომატურად ათავისუფლებს პარკირების ელექტრო მუხრუჭს, როგორც კი გზაზე უსაფრთხოდ გახვალთ. შედეგად, აღმართზე დაძვრა 100 პროცენტიანი წარმატებით სრულდება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.


Enlarge

უკანა ხედვის კამერა

130°-იანი ფართო ხედვის კუთხის საშუალებით, უკანა ხედვის კამერა ფერად საინფორმაციო ეკრანზე გიჩვენებთ ნებისმიერ პოტენციურ წინაღობას პარკირებისას. იმართება ავტომატურად მიმართულების შერჩევით, რაც უმთავრესი პირობაა უსაფრთხო პარკირებისას.


Enlarge

სათავსო

Opel Meriva-სთვის ერგონომიკა უბრალოდ კომფორტულად დაჯდომასა და მართვის ყველა ღილაკის ხელმისაწვდომობას არ ნიშნავს. ის ასევე სათავსო და საცავ სისტემებზეც ვრცელდება. უნიკალური FlexRail® -ის ცენტრალური კონსოლის სისტემის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია და დახურული სათავსოებით ყველაზე მოხერხებულ ადგილებში. ჯამში, ავტომობილს აქვს დაახლოებით 30 სათავსო და საცავი ნაკვეთური. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის თავის ადგილზე შენახვა უკვე ძალიან მარტივი გახდა.


Enlarge

FlexFloor® სატვირთო ნაკვეთური

საბარგულის ნაკვეთური შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად. სატვირთო ნაკვეთურის იატაკი შეიძლება განთავსდეს ორ სიმაღლეზე. შედარებით მაღალ პოზიციაზე ბრტყელი ზედაპირი იგივე სიმაღლეზეა დაფიქსირებული, როგორც ბრტყელი დაკეცილი უკანა სავარძლები, რომელიც გთავაზობთ მალულ სათავსო სივრცეს იატაკის ქვეშ. ქვედა პოზიციაზე დაფიქსირების შემთხვევაში, საშუალება გეძლევათ თავისუფლად შეინახოთ შედარებით მაღალი ტვირთები.

 

სხვა დეტალები მოიცავს:

• დახურული სათავსო გვერდითა კედელში პირდველადი დახმარების კომპლექტისა და სხვა ნივთებისთვის.

• ავარიული გაჩერების ღილაკის დამჭერი

• ასაკეცი კაუჭი ჩანთების და საბარგულის იატაკის დასაფიქსირებლად ღია პოზიციაში

• 4 ტვირთის გადასაბმელი თვალი