Opel Meriva - Super Safety

საჭირო ლინკები

გარანტირებული უსაფრთხოების შეგრძნება.

Opel-ის SAFETEC® -ის კონცეფცია მოიცავს Opel Meriva-ს უსაფრთხოების ყველა სისტემას, მძღოლის დახმარების ფუნქციების, სტაბილურობის პროგრამების, გამაფრთხილებელი სისტემებისა და პასიური უსაფრთხოების დეტალების ჩათვლით. შედეგად კი მიიღებთ სალონში მჯდომი ყველა მგზავრის მკაფიო და ეფექტურ დაცვას.

Enlarge

ადაპტირებადი წინა განათება (AFL)

ავტომობილის ღამით მართვა ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული. Opel Meriva-ს დახვეწილი ჰალოგენის AFL სისტემით წინა ფარების სინათლე მოსახვევებს მიყვება, ვიწრო კუთხეებს კი დამატებითი გვერდითი ფარებით ანათებს. შედეგი? ნაკლები სტრესი, მეტი უსაფრთხოება და სასიამოვნო მგზავრობა.

 

• სიჩქარისა და საჭის მართვის მონაცემების მიხედვით, მისახვევებში ნებისმიერი მიმართულებით წინა ფარები ბრუნავს დაახლოებით 15˚-ით

• დამატებითი ფარები ავტომატურად აქტიურდება, რაც უზრუნველყოფს კუთხეებისა და ვიწრო მოსახვევების 90˚-იან გვერდით განათებას

პარკირებისას მძღოლის ორიენტაციის განსაზღვრის ხელშესაწყობად, სტატიკური მოხვევის ფარი არ ქრება იმისათვის, რომ გაანათოს პარკირების ზონა უკუსვლით მოძრაობისას


Enlarge

პარკირების დამხმარე სისტემა

არავინ არის იდეალური და სულ მცირე შეჯახებებსაც კი შეიძლება დიდი შედეგები მოყვეს. პარკირების დამხმარე სისტემა გეხმარებათ წინა და უკანა მხარეს არსებული წინაღობების აღმოჩენაში. მანძილი წინაღობებამდე აღინიშნება აკუსტიკურად იმპულსური ბგერების საშუალებით.


Enlarge

სრულად ფუნქციონირებადი უსაფრთხოება

Opel Meriva-ში თავმოყრილია აბსოლუტურად სინქრონიზირებული უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც ერთობლიობაში ამცირებენ ნებისმიერი სახის ზემოქმედებას. მძღოლის დახმარების სისტემები მოიცავს როგორც პასიური უსაფრთხოების, ისე აქტიური უსაფრთხოების სისტემებს. შედეგად კი თქვენც და თქვენს გარშემო არსებული ყველა ადამიანი უსაფრთხოდაა.

 

სისტემები მოიცავს:

• ESP®Plus

• ABS -ს მუხრუჭის დამხმარე სისტემითა და მოხვევის მუხრუჭის კონტროლის სისტემით (CBC)

• განათების ავტომატური მართვის სისტემას

• წვიმის სენსორებს


Enlarge

პასიური უსაფრთხოების დეტალები

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი Opel Meriva-ს შეუძლია გაუმკლავდეს პრობლემას.

 

პასიური უსაფრთხოების დეტალები მოიცავს:

 

• მგზავრის განსაკუთრებით მყარი კაბინას სრული გვერდითა დაცვით

• წინა, გვერდითა და ფარდისებრ აირბაგებს

• პედლის უსაფრთხო სისტემას

• აქტიურ წინა თავმისადებებს

• უსაფრთხოების ორმაგი ღვედს წინასწარი მოჭიმვით


• დახვეწილი FlexDoors® -ის უსაფრთხოების კონცეფცია


Enlarge

ხუთვარსკვლავიანი უსაფრთხოება

NCAP-ი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მთლიან უსაფრთხო ავტომობილების საკითხებზე მუშაობს. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც შეჯახებების ტესტირებას ახორციელებს და რომლის შეფასებებიც მთელს ავტო ინდუსტრიაში საკმაოდ ავტორიტეტულად მიიჩნევა. ევრო NCAP უსაფრთხოების 5-ვარსკვლავიანი უსაფრთხოების შეფასება უმაღლესი ჯილდოა, რომელიც რომელიმე ავტომობილს შეიძლება მიენიჭოს.