Opel Meriva - ერგონომიკა

საჭირო ლინკები

მთლიანად თქვენგან გამომდინარე ერგონომიკა.

AGR (უფრო ჯანმრთელი ზურგების კამპანია) - ი არის გერმანული სამედიცინო ასოციაცია, რომელმაც ავტომობილის სავარძლებზე დააწესა ორთოპედიული მოთხოვნები. მათზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა Opel Meriva-მ, რომ მათ თავიანთი პრესტიჟული სერთიფიკატი მიანიჭეს მთლიან ავტომობილს. სინამდვილეში, პორტალური კარების სიმარტივისა და მოხერხებულობის, ინტერიერის უნიკალურ FlexFix® ველოსიპედის სისტემაზე მარტივი და სწრაფად გადაწყობის შესაძლებლობის თვალსაზრისით, თქვენი კომფორტისთვის ყველაფრის ოპტიმიზაცია მოხდა Opel Meriva-ს მოდელში.

Enlarge

FlexDoors® სისტემა

მანქანაში ჩაჯდომა და გადმოსვლა მარტივია. სავარძლების გადაწყობას სულ რამდენიმე წამი ჭირდება. Opel Meriva-ს გენიალურობა იმაში მდგომარეობს ის ყოველთვის გაშლილი ხელით გეგებებათ და თქვენს ყოველ მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. მაგალითისთვის უბრალოდ იხილეთ FlexDoors® -ი.

მაგალითად, უკანა კარების 84°-იანი გაღება ამარტივებს ბავშვის სავარძლების ჩადგმას, და ბავშვების სავარძლებში ჩაბმასა და გახსნას. წინა და უკანა სავარძლებს შორის კარი არ არსებობს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს და აჩქარებს მშობლის რეაქციას.

სხვა უპირატესობები მოიცავს:

უკანა სავარძლებზე დაჯდომა და გადმოსვლა მაშინ ხდება, როდესაც სახურავი უმაღლეს პოზიციამდეა აწეული, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მას.

უკანა კარის კუთხის 84 º-იანი გაღება უზრუნველყოფს სხეულის ბუნებრივ და ერგონომიულ მოძრაობას მანქანაში ასვლისას და გადმოსვლისას, რასაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ფართო სახელური B დგარზე.

ვიწრო ადგილებში პარკირებისას შესვლა ადვილია, ვინაიდან ნახევრად ღია კარის გარშემო გამრუდებები საჭირო არ არის.

გაღების ოთხი ეტაპი იმას ნიშნავს, რომ კარების გაღება ვიწრო ადგილებში უკეთ კონტროლდება.

FlexDoors® -ის სისტემა ამარტივებს დატვირთვას და გადმოტვირთვას, მაგალითად, შოპინგის ან უჩვეული ტვირთების გადაზიდვისას.

ქვედა B დგარზე დამაგრებული ნათურა ანათებს ავტომობილის წინ არსებულ ტერიტორიას, რაც უსაფრთხოების კიდევ ერთი მოსახერხებელი დეტალია.

და ბოლოს FlexDoors® -ის სისტემა FlexSpace® -სთან წვდომას აადვილებს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ინტერიერის კონფიგურაციის შეცვლას

 

გარკვეული უპირატესობები აქვს უკანა გასაცურებელ კარებს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უპირატესობა ის არის, რომ გასაცურებელი კარები ზღუდავს უკანა ღერძის სიგანეს, რაც აშკარად ახდენს გავლენას მართვის მახასიათებლებზე. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ კარების გაცურება რეალურად გულისხმობს კარის მთელი სიმძიმის გადაადგილებას, რაც კარის გაღება-დაკეტვისას რეალურ აუცილებლობას წარმოადგენს დაქანების დროს, როდესაც ავტომობილი ბორცვზე გყავთ გაჩერებული.


Enlarge

FlexSpace® სავარძლების სისტება

თუ სპონტანურობას აფასებთ, მაშინ დააფასებთ FlexSpace®-საც. Opel Meriva ისეთივე სპონტანურია, როგორც თქვენ. გაითვალისწინეთ, ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ ინტერიერი თქვენი გეგმების შესაბამისად. რა მოხდება, თუ გეგმები შეიცვალა? არავითარი პრობლემა. არ აქვს მნიშვნელობა ხუთი მგზავრისთვის გჭირდებათ ადგილი თუ უზარმაზარი ნივთებისთვის, Opel Meriva-სთან ერთად ეს იმდენად მარტივია, რომ ერთი სავარძლის გადაადგილებაც კი არ დაგჭირდებათ.

 

• გვერდითა უკანა სავარძლები შეიძლება გაცურდეს უკან ან წინ მხოლოდ ერთი მოძრაობით იმისათვის, რომ კომფორტული სივრცე შექმნას ფეხებისა და მხრებისთვის 4 ადგილიან კონფიგურაციაში

• კაბინის საბარგო ნაკვეთურად გადაკეთება მხოლოდ ერთი შეხებით

• თავმისადებების მოხსნის აუცილებლობის გარეშე

• ბრტყელი დასადები იატაკი, 1500 ლიტრამდე მოცულობის სათავსო სივრცისთვის


Enlarge

მძღოლის/მეორე მძღოლის ერგონომიული AGR სპორტული სავარძლები

სავარძლის სწორი პოზიცია საუკეთესო გზაა ზურგის პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, Opel Meriva გთავაზობთ მძღოლის/მეორე მძღოლის ერგონომიულ AGR სავარძლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ერგონომიკის სრულყოფილების ცენტრის გერმანული AGR სერთიფიკატი (უფრო ჯანმრთელი ზურგის კამპანია). ერგონმიული AGR სპორტული სავარძლები, რომლებსაც რეგულირების მრავალი ფუნქცია, მათ შორის წელის გამყარებისა და სავარძლის ბალიშის გაშლის ფუნქცია გააჩნია, საშუალებას გაძლევთ ზუსტად თქვენი კომფორტის მოთხოვნების შესაბამისად დაარეგულიროთ სავარძლის პოზიცია. ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ მძღოლისთვის ან მძღოლისა და მეორე მძღოლისთვის.

 

ჯდომის მაღალი პოზიცია

Opel Meriva-ში თქვენ მაღლა ზიხართ და მშვენიერი ხედები გაქვთ წინაც და უკანაც, რომ სამყაროს კომფორტულად უცქიროთ. ამ სავარძლებს ყველაზე გრძელი გაწევის და ყველაზე მაღლა აწევის დიაპაზონი აქვთ ამ კლასში. საჭის სვეტის დახრისა და დაგრძელების სხვადასხვა კომბინაციით ყველას შეუძლია თავისთვის საუკეთესო სამართავი პოზიცია შეარჩიოს.


Enlarge

FlexFix® უკანა გადამზიდი სისტემა

ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმს თქვენი ველოსიპედების მოხერხებული ტრანსპორტირებისთვის მარტივად ეწოდება FlexFix®. ეს არის უკანა ბამპერიდან გამოსაცურებელი მექანიზმი, რომელზეც შეიძლება დამაგრდეს ორი 29˝დუიმიანი საბურავებანი და 1203 მმ-მდე საბურავების ბაზის მქონე ველოსიპედი. ეს არის Opel-ის უნიკალური მექანიზმი, რომელიც მუშაობს პარკირების ავტოპილოტის სისტემასთან კომბინაციაში და დატვირთვისას იცავს მანქანის უკანა ნაწილს დაჭიმვის რისკისაგან. ის ასევე გითავისუფლებთ ადგილს სახლსა თუ ავტოფარეხში და ამცირებს საწვავის მოხმარებას, განსაკუთრებით სახურავზე დამონტაჟებული ველოსიპედის გადამზიდ სისტემებთან შედარებით. მარტივი, მაგრამ ბრწყინვალე