Opel Meriva - საინფორმაციო-გასართობი სისტემა

საჭირო ლინკები

SMART კავშირი.

რატომ არ უნდა იყოს თქვენი ავტომობილი კავშირზე ისევე, როგორც თქვენი სმარტფონი? Opel Meriva-სთან ერთად ეს შესაძლებელია და თანაც მარტივად და სასიამოვნოდ. შესანიშნავი ჟღერადობა, სუფთა გრაფიკა და ინტუიციური მუშაობა, ყველაფერი ეს ჯამში ძალიან სპეციფიურ პაკეტს ქმნის.


Enlarge

IntelliLink-ი

არ არის აუცილებელი მაღალი დონის ტექნიკოსი იყოთ იმისათვის, რომ შეაფასოთ Opel Meriva-ს შესანიშნავი საინფორმაციო-გასართობი სისტემის ფუნქციები. თუ ცდილობთ სმარტფონთან სინქრონულ მოქმედებას, უსწრაფეს გზას ახალ ადგილზე მისასვლელად ან უბრალოდ MP 3 ფლეიერით მუსიკის მოსმენას, Meriva-ს აქვს ბლუთუზის® ტექნოლოგია, დიდი ეკრანი და შესაერთებელი ბუდეები, რაც თქვენ გჭირდებათ * როდესაც საქმე ეხება გართობას, ინფორმირებულობასა და გარე სამყაროსთან კავშირს, განსხვავებას ვერც კი შეამჩნევთ სახლიდან.

 

CD 600 IntelliLink

დამატებითი CD 600 IntelliLink-ი სრულად იყენებს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფი ინტუიციური წვდომა გქონდეთ მულტიმედიის ყველა ოფციასთან მაღალი გარჩევადობის, 7 დუიმიან ეკრანზე. CD 600 IntelliLink-ის საშუალებით შეგიძლიათ დარეკოთ ან მოუსმინოთ მუსიკას სმარტფონებიდან, ტაბლეტებიდან და სხვა პორტატული მოწყობილობებიდან ბლუთუზის გამოყენებით®.

CD 600 IntelliLink-ი ასევე კითხულობს შემომავალ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ წინასწარ განსაზვრული შეტყობინება ან გადარეკოთ ადრესატთან. თქვენს საყვარელ დეტალებთან, კერძოდ, მუსიკის პარამეტრებიდან დაწყებული კონკრეტული მოწყობილობის პარამეტრებით დამთავრებული, მარტივი წვდომისათვის შეგიძლიათ პარამეტრები შეცვალოთ სამუშაო ეკრანზე, რომელიც ასევე უკანა ხედვის კამერის ეკრანის როლს ასრულებს.

 

Navi 950 IntelliLink

ზუსტი და მარტივი ნავიგაციისთვის, განაახლეთ Navi 950 IntelliLink-ის სისტემა კოორდინატების ხმოვანი შეყვანით და ევროპის შიდა რუკები.

 

*სმარტფონზე დამოკიდებული - ფუნქცია.


Enlarge

ინტერნეტ რადიო

Meriva-ს IntelliLink სისტემების საშუალებით თქვენ გექნებათ თავისუფალი წვდომა წამყვან ინტერნეტ რადიო სადგურებთან. წინასწარ ჩამოწერილი აპლიკაციის Aupeo-ს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მუსიკალური პროგრამა და ისიამოვნოთ 900000-ზე მეტი მელოდიით. *

 

*სმარტფონზე დამოკიდებული - ფუნქცია.

 

Enlarge

Navi 950 IntelliLink

უბრალოდ უთხარით მისამართი და ის ყველგან მიგიყვანთ. ხმის აღქმის პარამეტრის საშუალებით კოორდინატების ხმოვანი შეყვანა ისევე გიმარტივებთ ცხოვრებას, როგორც მთელი Navi 950 სისტემის ოპერატორის ინტერფეისი. IntelliLink სმარტფონის ეფექტური ინტეგრაცია ამარტივებს დისტანციური ტელეფონის, უკაველო აუდიო სისტემის გამოყენებას ბლუთუზის საშუალებით® და მოკლე ტექსტური შეტყობინების ხმოვან წაკითხვას. Navi 950 IntelliLink-ს აქვს მთლიანი ევროპის რუკის მონაცემები, რუსეთის ან თურქეთის ჩათვლით.


Enlarge

USB და aux-in

ორი ბუდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ავტომობილიდანვე გქონდეთ წვდომა მთელ რიგ პორტატულ აუდიო მოწყობილობებთან * . ასე უფრო სწრაფი და მარტივია სმარტფონებთან, ტაბლეტებთან და სხვა პორტატულ მექანიზმებთან დაკავშირება. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და წვდომა გქონდეთ საკუთარ მუსიკასთან და ფოტოებთან და გადატვირთოთ თქვენი მოწყობილობა ავტომობილის მოძრაობის დროსაც კი.

 

* სხვადასხვა სისტემა მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობებთან. თქვენს მოწყობილობებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ეწვიეთ

ვებ-გვერდს www.countryspecific.url ან მიმართეთ თქვენს Opel-ის საცალო მოვაჭრეს.


Enlarge

მეტი საინფორმაცი-გასართობი სისტემისა და ნავიგაციის შესახებ

საწყის დონეზეც კი, Opel Meriva-ს ყველა საინფორმაციო-გასართობი სისტემა, CD ფლეიერიანი მთავარი სისტემით დაწყებული, RDS/EON-ისა და 3 x 6-ის CD 400-ზე გადასვლით, ბლუთუზით® და USB-ით, ბგერის დინამიკური პროცესორითა და გრაფიკული სინქრონიზატორით დამთავრებული, შესანიშნავ ბგერებს გამოსცემს. DAB-ი ნებაყოფლობითია.


Enlarge

FlexDock®

თქვენი მობილურისთვის ადგილის მიჩენა უფრო გამარტივდა. FlexDock® -ის დახმარებით თქვენი სმარტფონი ყოველთვის მძღოლის ან წინ მჯდომი მგზავრის თავლთახედვის არეშია. უკეთესია, ვინაიდან ამარტივებს საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან დაკავშირებას და ავტომატურად მუხტავს მოწყობილობას ყოველგვარი უშნო სადენების გარეშე, რათა არ გააფუჭოს Opel Meriva-ს მიმზიდველობა.