ჩამოტვირთვები

Opel Meriva.

უბრალოდ არ გაყვე – გაიჭერი წინ.

Opel Meriva ის ავტომობილია, სადაც სივრცე ერწყმის მოქნილობას. ეს არის საოჯახო ავტომობილი, რომელის სტილს პრაქტიკულობაში აერთიანებს.

 

იხილეთ, რატომ არის ის ასეთი გამორჩეული:

• მოდური, შთამბეჭდავი დიზაინი

• მასშტაბური, წამყვანი კლასის კომფორტი

• უსაფრთხოების ყოველმხრივი, დამაჯერებელი დეტალები

• გამორჩეულად ეფექტური ელ. ფუნქციები

• დახვეწილი კავშირი

• ყოველდღიური უნივერსალური პრაქტიკულობა


Enlarge

ერგონომიკა არის კომფორტი, რომელიც თქვენზეა მორგებული

თქვენგან გამომდინარე ერგონომიკა. ასე რომ იფიქრეთ იმ დაძაბულობაზე, რომელსაც ააცილებთ თქვენს ზურგს ავტომობილში FlexDoors®-ების საშუალებით მარტივად ჩაჯდომით, ოპტიმალური ხედის მქონე მაღალი პოზიციის სავარძლებით, ან FlexSpace® -ის სავარძლის სისტემით და დაბალი დატვირთვის FlexFix® -ის ველოსიპედის სამაგრით. ეს შექმნა გერმანულმა AGR (უფრო ჯანმრთელი ზურგების კამპანია) -მა და შემდეგ მოახდინა მთლიანი ავტომობილის სერთიფიცირება.


Enlarge

ჰარმონიაში ხვალინდელ დღესთან

კავშირი, რომელიც განასხვავებს ცოდნასა და მიხვედრას ერთმანეთისაგან. Opel Meriva განგაცდევინებთ რეალობას ულტრათანამედროვე, კერძოდ, navi, USB და ბლუთუზის® სისტემებით ისე, რომ თქვენი სმარტფონი მართვის შემადგენელი ნაწილი გახდება.


Enlarge

იყავით გამორჩეული და ცნობადი

თვალისმომჭრელი, მაგრამ პრაქტიკული, პატარა, მაგრამ ტევადი, მოდური Opel Meriva ზედგამოჭრილია თანამედროვე ცხოვრების სტილისთვის. მარტივად ჩაჯექით და გადმოდით მანქანიდან, ეს არის კომფორტული ადგილი, რომ დაჯდეთ და უყუროთ სამყაროს, საუცხოოდ მოქნილი და მოხერხებული, დიზაინი, რომელიც საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს მას.


Enlarge

ისიამოვნეთ საკუთარი სივრცით

შეაბიჯეთ კარგი განწყობის სამყაროში. Opel Meriva - წამყვანი კლასის კომფორტის ცოცხალი მტკიცებულება. მიმზიდველი ტაქტილური მასალებით, მკვეთრი ფერებით, ნივთების განთავსების გამორჩეული დეტალებითა და ყოველმხრივი ხარისხით საბაზისო დონეზეც კი. აღსანიშნავია ყოველმხრივი კომფორტი, მაგრამ დამატებითი, AGR-ის მიერ სერტიფიცირებული ერგონომიული წინა სავარძლები ნამდვილი საჩუქარია თქვენი ზურგისთვის.


Enlarge

ყოველმხრივ უსაფრთხო

პასიური უსაფრთხოების დეტალებით, მათ შორის ტრავმებისგან დამცავი სატერფულის უნიკალური სისტემით (PRS), აქტიური წინა თავმისადებებით, ორმაგი წინასწარ დაჭიმული ღვედებით წინა სავარძლებზე და სალონში არსებული აირბაგებით Opel Meriva უზრუნველყოფს სალონში მჯდომი ყველა ადამიანის უსაფრთხოებას. აქტიური, მაქსიმალური სისტემებით, რომელივ მოიცავს ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემას (ABS), სტაბილურობის ელექტრონულ პროგრამას (ESP®Plus) და სამუხრუჭე ძალების ელექტრონულ გადანაწილებას (EBD), ის მინიმუმამდე ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ ოდესმე დაგჭირდეთ იმის გარკვევა, რამდენად სასარგებლოა ეს მექანიზმები. Opel Meriva. ყოველმხრივ უსაფრთხო.

 

ევრო NCAP-ის მაქსიმალური 5-ვარსკვლავიანი შეფასება იმაზე მიანიშნებს, რამდენად უსაფრთხოა Opel Meriva. ის, რაზეც ავტომობილი ვერაფერს გეტყვით არის ის ნამდვილად სპეციალური და უნიკალური დეტალები, როგორიცაა ბავშჰვის უსაფრთხოების ზონა, როდესაც კარები ღიაა, დახვეწილი ადაპტირებადი წინა განათება (AFL) და ბევრად მეტი სხვა რამ.


Enlarge

შემცირებული ხარჯები – მაქსიმალური პერფორმანსი

Opel Meriva-ს ძრავის მოცულობის შემცირება არ ნიშნავს სიმძლავრის შემცირებას. ბენზინი, დიზელი ან ქარხნული აწყობის LPG, Opel-ის ტექნოლოგია საწვავის ყველაზე მცირე წვეთშიც კი არ ტოვებს ძალის უკანასკნელ მისხალს. მოდელის მიხედვით, შესაბამისობა ევრო 6 სტანდარტებთან, სტარტ/სტოპ სისტემა და ეკო-FLEX ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია, როგორც მექანიკურ, ისე ავტომატურ 6 სიჩქარიან ტრანსმისიებში.


Enlarge

არსებული მოდელები

• Opel Meriva Selection

• Opel Meriva Enjoy

• Opel Meriva 'Drive'

• Opel Meriva Cosmo


Opel Meriva - შემდგომი ნაბიჯები
შემდგომი ნაბიჯები

მეტი ინფორმაცია Opel Meriva-ს შესახებ.