Opel Vivaro Combi
Vivaro Combi არის ერთ–ერთი ყველაზე მრავალმხრივი მანქანებს შორის. შესაძლებელია არჩევანი ბორბლების ბაზის გრძელ და მოკლე მოდელს შორის, ის შეიძლება გადაკეთდეს მარტივად და სწრაფად ვრცელი 9 სავარძლიანიდან 6 სავარძლიანზე, ბარგისთვის სივრცის გამოყოფით, სავარძლების მანქანიდან ამოღების გარეშე.
Combi–ს გააჩნია ამოღებადი სავარძლების ორი ან სამი რიგი. ფართო გასასრიალებელი კარი საშაულებას გაძლევთ ადვილად შეხვიდეთ ან გამოხვიდეთ ვრცელ სალონში. შეგიძლიათ გადააწყოთ თქვენი Combi საკუთარი შეხედულებისამებრ, მართალია ორი კარი უკან შედის სტანდარტ აღჭურვაში, არსებობს ოფცია საბარგულის ერთიანი კარის დასაყენებლად. დამატებითი მოხერხებულობისთვის შეიძლება დაყენდეს სრული ზომის მეორე გასასრიალებელი კარი. ოფციონალური წინა და უკანა კონიციონერები შეინარჩუნებენ ინტერიერს ცომფორტულად მთელი მოგზაურობის მანძილზე.
მომხმარებლებისთვის, ვისაც აქვთ კომფორტის მაღალი მოთხოვნილება და ბევრი ბარგი Combi ბორბლების გრძელი ბაზით შესაძლებელია ოფციონალური სრულად გაფორმებული სალონით.
ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანასა და ბავშვის სკამის მორგებასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ გაყიდვების თქვენს კონსულტანტს.
შემდეგი მახასიათბლები შედის Opel Vivaro Combi სტანდარტში:
- მძღოლის დამცავი ბალიში სავარძლის ღვედის წინასწარი მომჭიმებით
- ABS, დამუხრუჭების დამხმარე სისტემით
- საჭის ელექტრული გამაძლიერებელი სიგრძის დამარეგულირებელი საჭის სვეტით
- რადიო, ერთი DIN, ინტეგრირებული ეკრანი
- სიმაღლის, მიღწევა და დაფიქსირების დასარეგულირებელი მძღოლის სავარძელი
- წინა მგზავრის ორმაგი სავარძელი
- 3-სავარძლიანი მთლიანი, მე–2 რიგი, მარტივად ამოღებადი
- 3-სავარძლიანი მთლიანი, მესამე რიგი, მარტივად ამოღებადი, დაკეცვადი
- ყველა სავარძელი თავის მისადებით და 3–წერტილიანი დამცავი ღვედებით
- იატაკის რეზინის საფენები, ჭერის შემოსვა სალონში
- სრულად პრიალა ძარა
- კარის ცენტრალური საკეტი
- გვერდითი გასასრიალებელი კარი, მგზავრების მხარეს, ბავშვის უასფრთხოების მოწყობილობით
- დასახური კარები, 180°
- გვერდების დამცავი მისაკრავები
- ორი–ხედვის კარის სარკეები გვერდითი კუთხის სექციით, მექანიკურად რეგულირებადი
- ძრავის ელექტრული იმობილიზერი




