უკან
  • Opel, Vivaro, Exterior, Front

    პირველი შთაბეჭდილება: პირველი კლასი.

    Vivaro-ს გარე ვიზუალი გამოხატავს ძლიერ ხასიათს თავისი ფართე, მყარი პოზიციითა და სანდო სტილით. მართეთ თქვენი ბიზნესი.

  • Opel, Vivaro, Interior

    თქვენი მობილური ოფისი.

    კარგი ვიზუალი. კარგი შეგრძნებები. კარგი მუშაობა. Vivaro შექმნილია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები და აღჭურვილია გონიერი, მაგრამ პრაქტიკული იდეებით, რაც გეხმარებათ კარგად გააკეთოთ თქვენი საქმე.

  • Opel, Vivaro, Wheels

    მობილური სამუშაო.

    Vivaro ხელმისწვდომია 16 დუიმიან ფოლადის დისკებზე ან 17 დუიმიან ალუმინის დისკებზე. დისკები დამოკიდებულია იმ ვარიანტსა და ფურნიტურაზე, რომელსაც აირჩევთ.

  • Opel, Vivaro, Colours

    გააფერადეთ თქვენი VIVARO.

    აირჩიეთ 11 სხვადასხვა თანაბარი და მეტალიკი ფერებიდან ერთ-ერთი თქვენი Vivaro-ს პერსონალიზაციისთვის. მოდური, მუშა ფურგონები შექმნილია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს თქვენი საქმიანობისა და ცხოვრების სტილის დინამიკური სვლა.

წინ
უკან
  • ექსტერიერი

  • ინტერიერი

  • დისკები

  • ფერები

წინ
უკან
  • Opel, Vivaro, Efficiency, Engines, Transmissions

    მაღალტექნოლოგიური ენერგო მატარებლები.

    პერფორმანსისა და საწვავის ეკონომიური მოხმარების იდეალური მიქსი,
    Vivaro-ს Euro 6 ტურბო დიზელის ძრავებისთვის დამახასიათებელია 6 სიჩქარის თანაბარი გადართვა მექანიკური ტრანსმისია.

  • Opel, Vivaro, Efficiency, Consumption, Emissions

    მეტი სიმძლავრე, ნაკლები წყურვილი.

    მაძრავის დახვეწილ ტექნოლოგიასთან ერთად მისი ძრავის პორტფოლიოს წყალობით Vivaro გთავაზობთ მოხმარების განსაკუთრებულ სისწრაფეს.

  • Opel, Vivaro, Efficiency,Operating Costs

    ბევრად ეკონომიური.

    Opel-ი გთავაზობთ მაქსიმლაურ ეკონომიას ნებისმიერ სიტუაციაში, 24/7, 365 დღე წელიწადში. ეკონომიურობა ნიშნავს რომ თქვენმა Vivaro-მ შეიძლება შემოსავალიც კი გაგიზარდოთ.

წინ
უკან
  • ძრავები & ტრანსმისიები

  • მოხმარება და ემისიები

  • საექსპლუატაციო ღირებულება

წინ
უკან
  • Opel, Vivaro, Cargo, Payload Capacity

    დიდი სივრცე 3 EURO სტანდარტის პალეტებისთვის.

    ადვილი წვდომა და შესანიშნავი მარგი დატვირთვის შესაძლებლობა. თუ გსურთ ბევრი ბარგის გადაზიდვა, Vivaro სწორედ მაგისთვისაა. მისი ტვრთამწეობა 1.2 ტონას აღწევს მაქსიმალური 8.6 მ³ დატვირთვის მოცულობით.

  • Opel, Vivaro, Cargo, Easy Access

    დამატებითი სიგანე და სუპერ სიგრძე.

    Vivaro უკეთესია მოცულობითი ტვირთისთვის. ტვირთის სიგრძე 4.15 მ-მდე. გვერდით და უკან Euro სტანდარტის პალეტების დატვირთვა – არავითარი პრობლემა. ასევე შესაძლებელია უკანა კარის ბოლომდე დაკეცვა ფურგონის გვერდებზე.

  • Opel, Vivaro, Cargo, Load Security

    თქვენი ტვირთის უსაფრთხოება და დაცულობა.

    დატვირთეთ. დააბით. დაიცავით. თქვენ შეგიძლიათ დაამაგროთ თქვენი ტვირთი სწრაფად და უსაფრთხოდ სტანდარტული, იატაკზე დამაგრებული, ტვირთის დასაბმელი სამაგრებით. ასევე ხელმისაწვდომის უატაკისა და კედლის პანელების დამცავები.

  • Opel, Vivaro, Cargo, FlexCargo

    FLEXCARGO® დატვირთვა ანჯამებით დამაგრებულ ნაწილში.

    მაქსიმალური მოქნილობა თქვენი საჭიროებების შესაბამისად. უბრალოდ გააღეთ და გაათავისუფლეთ ადგილი ტიხარში. მოათავსეთ 4.15 მეტრამდე სიგრძის ბარგი მგზავრის სავარძლის ქვეშ.

  • Opel, Vivaro, Cargo, Rack Systems

    სტელაჟების სისტემები.

    Sortimo Simpleco-ს სტელაჟების სისტემა¹, Sortimo Globelyst¹ და Bott Craftsman¹ თაროს სადგამები და უჯრები სწორედ რომ თქვენს მოთხოვნებზეა მორგებული.

    ¹არჩევითია ზოგიერთ მოდელზე.

  • Opel, Vivaro, Cargo, Special Pack

    სპეციალური პაკეტი.

    სამგზავრო ფურგონის Design Cargo Pack-ი სატვირთო სივრცეს თანამედროვეობისა და დაცულობის შეგრძნებას მატებს მუქი ნაცრისფერი გვერდითა პანელებით, ტვირთგამძლე ანჯამებით, პრაქტიკული სათავსო ნაკვეთრებითა და ცისფერი განათებით.

წინ
უკან
  • მარგი დატვირთვის შესაძლებლობა

  • ადვილი წვდომა

  • ტვირთის დამაგრება

  • დატვირთვა ანჯამებით დამაგრებულ ნაწილში

  • სტელაჟების სისტემები

  • სპეციალური პაკეტი

წინ
უკან
  • Opel, Vivaro, Navigation, Navi 80 IntelliLink

    დაკავშირებული და ეფექტური - INTELLILINK სატელიტური ნავიგაცია.

    ულტრა თანამედროვე Navi 80 IntelliLink¹ მოიცავს 3D ხედებსა და ხმის დახვეწილ კონტროლს, ასევე უფასო TomTom Live სერვისებს რეალური საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.

  • Opel, Vivaro, Navigation, Navi 50 IntelliLink,

    მარტივად მოძებნეთ თქვენი გზა.

    ისიამოვნეთ ფანტასტიური ბგერებითაა და დინამიური ნავიგაციით. კონკრეტულად შექმნილია Vivaro-ს სალონისთვის, Navi 50 IntelliLink¹ ბლოკი გთავაზობთ ზუსტ და ხელსაყრელ ნავიგაციას.

  • Opel, Vivaro, Connectivity, USB Ports

    ადვილი წვდომა USB პორტთან.

    იყავით მუდამ კავშირზე. მოხერხებულ ადგილას განთავსებული USB პორტი საშუალებას გაძლევთ, მარტივად დამუხტოთ მობილური, მიიღოთ შეტყობინებები და აშ.

  • Opel, Vivaro, USB Bluetooth Radio

    უწყვეტი ჟღერადობა უწყვეტ კავშირთან ერთად.

    ისიამოვნეთ უწყვეტი ჟღერადობითა და გამორჩეული ფუნქციონალობით Bluetooth® და USB -თან ერთად, რომელიც საბაზისო სისტემის სტანდარტს წარმოადგენს. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ნებისმიერი სისტემა.

წინ
უკან
  • NAVI 80 INTELLILINK-ი

  • NAVI 50 სატელიტური ნავიგაცია

  • USB პორტები

  • USB BLUETOOTH რადიო

წინ
უკან
  • Opel, Vivaro, Comfort, Electronic Climate Control

    ზოგს მეტი სიმძაფრე უყვარს, ზოგს ნაკლები.

    კიდევ ერთი ნაკლები საკითხი, რაზეც არ ღირს დავა. ელექტრონული კლიმატ კონტროლი საშუალებას აძლევს მძღოლსა და წინა მგზავრს ინდივიდუალურად დააყენონ ტელპერატურა. ისიამოვნეთ მეტი ჰარმონიით.

  • Opel, Vivaro, Comfort, Storage Features

    პრაქტიკული სატვირთო სივრცე სალონში.

    ადგილი ყველაფრისთვის და ნებისმიერი რამისთვის. Vivaro აღჭურვილია პრაქტიკული საბარგული დეტალებით. ინსტრუმენტთა პანელზე განთავსებული 9 სათავსოს მსგავსად, ინსტრუმენტთა პანელის სათავსოს საერთო მოცულობა 24 ლიტრზე მეტია.

  • Opel, Vivaro, Comfort, Mobile Office

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მობილურ ოფისში.

    Vivaro არის კარგად აღჭურვილი ოფისი თვლებზე. ცენტრალური წინა სავარძელი შეიძლება სწრაფად დაკეცოთ და გადააკეთოთ პატარა მაგიდად ლეპტოპის დასადებად.

წინ
უკან
  • ელექტრო კლიმატ კონტროლი

  • საბარგულის დეტალები

  • მობილური ოფისი

წინ
უკან
  • Opel, Vivaro, Safety

    უსაფრთხოება პირველია საქმეში და გზაზე.

    Vivaro იცავს თქვენს მგზავრებს, თქვენს ქონებას და კომპანიას დაცვის დახვეწილი ფუნქციებითა და შასის დახვეწილი კონტროლის სისტემით.

  • Opel, Vivaro, Safety, Restraining Systems

    უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კონსტრუქცია.

    Vivaro გიცავთ თქვენ და თქვენს მგზავრებს უსაფრთხოების სტანდარტული პასიური აღჭურვილობით აირბაგებიდან დაწყებული უსაფრთხოების ღვედების დამჭერებით დამთავრებული.

  • Opel, Vivaro, Safety, Visibility Helpers

    იხილეთ იმაზე მეტი, ვიდრე გსურთ.

    ფურგონის მართვა შეიძლება მოხერხებულიც იყოს. ჩვენ შეგვიძლია გავამარტივოთ ეს. ახალი Vivaro აღჭურვილია სპეციალურად შექმნილი ბრმა კუთხის სარკეებით უკეთესი ხილვადობისთვის პარკირებისას და სავალი ზოლების შეცვლის დროს.

  • Opel, Vivaro, Safety, Running Lights

    LED დღის ნათების ფარები.

    მოდური Opel "wing" ხელწერა - LED ფარები¹ დიდებულად გამოიყურება და თქვენს ფურგონს უფრო მიმზიდველს ხდის სხვა მძღოლებისთვის.

    ¹არჩევითი Edition-თვის, სტანდარტული Business და Sportive მოდელებისთვის.

  • Opel, Vivaro, Safety, Security Systems

    გქონდეთ მუდამ მჭიდროდ ჩაკეტილი და სიგნალით დაცული.

    Vivaro შეიძლება აღჭურვილი იყოს ქარხნულად დამონტაჟებული სასიგნალო სისტემით. კარის არჩევითი საკეტები საშუალებას გაძლევთ, სალობი დამოუკიდებად გააღოთ სატვირთო ნაკვეთურიდან.

წინ
უკან
  • უსაფრთხოება

  • შემზღუდველ სისტემებს

  • ხილვადობის დამხმარე სისტემები

  • განათების ფარები

  • დაცვის სისტემები

წინ

აქსესუარები - შექმნილია მხოლოდ თქვენთვის

Opel-ის ორიგინალურ აქსესუარებთან ერთად გამოხატეთ საკუთარი თავი და გახადეთ თქვენი ავტომობილი გამორჩეული. შექმნილია და გამოცდილია თქვენი Opel-ისთვის.

Close

ძირითადი მახასიათებლები მოიცავს:

  • 7 დუიმიან ფერად სენსორულ ეკრანს
  • Bluetooth® კავშირს
  • საჭეზე განთავსებულ მართვის ღილაკებს
  • USB კავშირი
  • Bluetooth® აუდიო სტრიმინგს
  • ციფრულ რადიოს¹

სისტემა აღჭურვილია დას. და აღმ. ევროპის რუკებით 2D და პერსპექტიული ხედებით. უფასო ‘aha’ აპი თქვენს ჩართულ სმარტფონზე საშუალება გაძლევთ, ისარგებლოთ ინტერნეტ რადიოთი და სოციალური მედიით სენსორული ეკრანის დახმარებით.

¹არჩევითი.

Close

IntelliLink¹-ში გაერთიანებულია სმარტფონის ფუნქციები და თქვენი Vivaro-ს პარამეტრები.

 

  • Bluetooth® აუდიო სტრიმინგისა და დისტანციური ტელეფონისთვის
  • Aux-in და USB უნივერსალური მოწყობილობებისთვის
  • 8 დუიმიანი ფერადი სენსორული ეკრანი 60-მდე სასურველი ფუნქციისთვის, როგორიცაა სატელეფონო კონტაქტები, ფლეილისთები, რადიო სადგურები, მისამართები და აშ.
  • ხმის კონტროლი ტელეფონისთვის, აუდიო და ნავიგაციისთვის
  • SMS-ის ხმოვანი წაკითხვა
  • ფოტოების დამთვალიერებელი/ვიდეო USB-ით
  • Apple CarPlay ტელეფონის პროექცია

¹არჩევითი.

Close

ინტერიერის სატვირთო სივრცე საკმარისია სამი ევრო სტანდარტის პალეტის ტრანსპორტირებისთვის. ძირითადი მონაცემები:

  • თვლების ორი ბაზა: 2.537 მმ ან 2.937 მმ ტვირთის სიგრძის მიხედვით
  • სახურავის ორი სიმაღლე: 1.387 მმ ან 1.897 მმ ტვირთის სიმაღლის მიხედვით
  • მძიმე მარგი დატვირთვა 1.2 ტონამდე
  • გრძელი ტვირთები 2.537 მმ ან 2.937 მმ-მდე
  • ტვირთის სიგანე თვლების თაღებს შორის 1.268 მმ
  • ტვირთის მოცულობა 5.2 მ³ - 8.6 მ³ ტვირთის მაქსიმლაური მოცულობის მიხედვით
  • FlexCargo ტიხარი 4.15 მ-მდე ზრდის დატვირთვის სიგრძეს
  • სტანდარტული ტვირთის სიმაღლე 1.89 
Close

დაბალი ემისიები ამცირებს თქვენს გადასახადებს და ზემოქმედებას გარემოზე. Opel-ი ასევე გთავაზობთ ჩვენს სტანდარტულ გარანტიას რაც გულისხმობს:

  • 24 თვეს 0 მილის ფარგლებში
  • 12 წლიანი ანტი პერფორაციული გარანტია

ევროპული ქსელი, სადაც 3,000-ზე მეტი სპეციალისტია დასაქმებული, სწორედ თქვენთვის და თქვენი Vivaro-თვის არის შექმნილი. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი Vivaro შეიძლება აღიჭურვოს Opel-ის ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ პერფორმანსს.

Close

დაიცავით ინტერიერი და განათავსეთ თქვენი ბარგი იატაკსა და კედლის პანელებზე. აირჩიეთ:

  • საბარგულის იატაკის რეზინის საფარიანი ხის საფარი¹
  • საბარგულის იატაკის ფისით დაფარული ლამინატის ფანერი
  • ტვირთის ნახევარი სიმაღლის პლასტმასის გამყოფი პანელები¹
  • ტვირთის სრული სიმაღლის მსუბუქი პლასტმასის ფიჭისებრი გამყოფი პანელები²
  • თვლის თაღის დამცავი ფისით დაფარული ლამინატის ფანერი

¹არჩევითი.
²არჩევითია ზოგიერთ მოდელზე.

Close

ახალი Vivaro მოქნილად უდგება ტვირთის გადაზიდვის საკითხს. დამატებითი სატვირთო ზონის მოცულობა და მარგი დატვირთვის შესაძლებლობა თვლების ორი ბაზის ოფციით.

განსაკუთრებით გრძელი ნივთების ტრანსპორტირებისთვის, კარის მარჯვენა ფრთა შეიძლება დამაგრდეს 90° კუთხეზე, ხოლო მეორე დამოუკიდებლად დაიხუროს. FlexCargo® გადის წინა მგზავრის სავარძლამდე, ხოლო სალონის ტიხარი უზრუნველყოფს 3750 მმ-მდე ტვირთის განთავსების საშუალებას მოკლე ტვირთის შემთხვევაში და 4150 მმ ტვირთის განთავსების საშუალებას გრძელი ტვირთის შემთხვევაში. ასევე შესაძლებელია უკანა კარის გახნა.

Close

შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი დახვეწილი საინფორმაციო-გასართობი სისტემა.

ცალმხრივი-DIN R16 BT USB და ორმაგი-DIN CD 18 BT USB¹ ფუნქცია:

  • Bluetooth® აუდიო სტრიმინგი
  • hands-free ტელეფონი,
  • USB როზეტები ხელსაწყოთა პანელზე და გარე USB
  • საჭე დისტანციური მართვის ღილაკებით
  • ციფრული აუდიო მიმღები (DAB+)¹

¹არჩევითი.

Close

შეგიძლიათ აირჩიოთ ხუთი დახვეწილი Euro 6 ძრავიდან ერთ-ერთი BlueInjection ტექნოლოგიითა და Start/Stop¹ სისტემით, რომელიც ამცირებს ხარჯებსა და ემისიებს, დაწყებული 1.6 CDTI Turbo-დან 70 kW-ით (95 ცხ. ძ.) 1.6 CDTI BiTurbo-მდე 107 kW-ით (145 ცხ. ძ.).
¹არჩევითი.

საწვავის მოხმარება ლ/100 კმ-ში: კომბინირებული 6,9–6,0; CO₂ გამონაბოლქვი გ/კმ-ში: კომბინირებული 178-155.

რეგულაციების R (EC) No. 715/2007 და R (EC) No. 692/2008 (შედარებით ხშირ შემთხვევებში) თანახმად.

Close

ძირითადი მახასიათებლები მოიცავს:

  • სტაბილიზაციის ელ. პროგრამას (ESP®Plus)
  • ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭო სისტემას (ABS)
  • ელექტრონული მუხრუჭის ძალის განაწილების ფუნქციას (EBD)
  • აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემას (HSA)
  • წევის კონტროლის სისტემას (TC)
  • მისაბმელის სტაბილურობის პროგრამას (TSP)¹

¹არჩევითი.

Close

უსაფრთხოების სტანდარტული პასიური აღჭურვილობა მოიცავს:

 

  • მძღოლის წინა აირბაგს
  • მგზავრის წინა აირბაგს (დეაქტივაციის ფუნქციით)¹
  • ერთი მგზავრის გვერდითა აირბაგს, მკერდის ზონაზე და ფარდისებს აირბაგს¹
  • მგზავრის გვერდითა აირბაგს, მხოლოდ ფარდისებრი ფორმით¹
  • ორ ISOFIX პოზიციას
  • მძღოლის სავარძლის თავმისადებს წყვეტის საწინააღმდეგო დაზიანების სისტემით
  • მძღოლის სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გამაფრთხილებელ სისტემას
  • სავარძლის უსაფრთხოების ღვედებს სიმძლავრის შემზღუდველით პირველი რიგის სავარძლებისთვის
  • უსაფრთხოების ღვედის დამჭიმებს პირველი რიგის სავარძლებისთის
  • მძღოლის სავარძლისთვის უსაფრთხოების ღვედის ქვეშ ჩაცურების საწინააღმდეგო სისტემას
  • უსაფრთხოების ღვედის სიმძლავრის შემზღუდველს (უკანა სავარძლებზე)
  • ISOFIX საყრდენი პოზიცია 2 ბავშვის სავარძლისთვის სამგზავრო ფურგონზე

¹არჩევითი

Close

გამოყენებული პრემიუმ ხარისხის მასალები უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ვიზუალსა და გამძლეობას.
ჩვენ გავაუმჯობესეთ ინტერიერის ერგონომიკა ასე რომ, შეგიძლიათ კომფორტულად მოეწყოთ; ყველაფერი თქვენს ხელთაა. კომფორტისა და კონტროლის დონეები ოპტიმიზებულია მთელს სალონში.

Close

Vivaro არის პროფესიონალური მოდელი მრავალმხრივი ხედვით მაღალი სალონისა და ბევრი ფანჯრის წყალობით. ექსტერიერი წარმოდგენილია მძლავრი ქრომირებული ცხაურითა და გამოჩეული დღის ნათების მქონე წინა ფარებით¹. ისინი წარმოდგენილია ახალი LED ტექნოლოგიით², რაც Vivaro-ს ბრწყინვალე შესახედაობას ანიჭებს.

¹არჩევითი Business და Sportive მოდელებისთვის.
²სტანდარტული Business და Sportive მოდელებისთვის, არჩევითი Edition-თვის.

Close

კარის მოცულობითი სათავსები საკმაოდ დიდ სივრცეს გთავაზობთ რუკების, დოკუმენტების და სხვა მნიშვნელოვანი საუშაო ნივთების შესანახად. განიერი ნაკვეთური A4 ფორმატის დოკუმენტების შესანახად, სამი სასმელის დამჭერი და მძღოლის მოხერხებული სათავსო ჯიბე სალონს მრავალფუნქციურობის შეგრძნებას მატებს. სამუშაო ან სხვა ყოველდღიური ნივთები შეგიძლიათ მოათვსოთ ასევე საინფორმაციო-გასართობი სისტემის თავზე, ცენტრალურ კონსოლზე, ან წინა მგზავრის სავარძლის ქვეშ უჯრაში, რომლის მოცულობაც 42 ლიტრია.

Close

Vivaro შექმნილია რთული სამუშაოსთვის გონიერი სალონის დიზაინით. შეასრულეთ სამუშაო:

  • პლანშეტის სატვირთო სადგურით
  • სმარტფონის სატვირთო სადგურით
  • USB როზეტით ინსტრუმენტთა პანელზე

დაკეცილ მდგომარეობაში, ცენტრალური წინა სავარძელი კიდევ უფრო მეტ ფარულ და დაცულ საბარგო სივრცეს გთავაზობთ. მას ასევე გააჩნია სასმელის დამატებითი დამჭერი. ჩამონტაჟებული, მოსახსნელი ბუფერი ასევე სამუშაო სავარძლის ნაწილია.

Close

ორმაგ ლინზებიანი გარეთა უკან ხედვის სარკეები მინიმუმამდე ამცირებს ბრმა კუთხის საფრთხეს მანქანის მართვისას, ინდივიდუალური დაბალი სარკე კი უზრუნველყოფს დამატებით ხედვას გადასწრებისას ან ხანგრძლივ გზაზე უკეთესი ხილვადობისას. უნიკალური განიერი კუთხის ბრმა წერტილის სარკე კიდევ ერთი პრაქტიკული და უსაფრთხოების დეტალია. წინა მგზავრის საჩრდილობელზე დამაგრებული სარკე შეიძლება დაიხაროს ისე, რომ მძღოლს საშუალება ჰქონდეს კარგად დაინახოს "ბრმა კუთხის ზონა" უკეთესი მრავალმხრივი ხილვადობის ფონზე.

Close

Opel-ის სასიგნალო სისტემა Vivaro-სთვის შეიქმნა ტატჰემის (დიდი ბრიტანეთი) სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო რემონტის კვლევით ცენტრში. აქტიურდება, როდესაც ვინმე შეეცდება ძალისმიერად შეაღწიოს ავტომობილში, ამ დროს საყვირი ირთვება და ფარები ანათებს. კვების წყაროდან გათიშვის თავიდან ასაცილებლად, მას საკუთარი ენერგო წყარო გააჩნია.