Opel-ის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. 110 წელზე მეტია თვითდაჯერებულად შევყურებთ მომავალს და მთელს ჩვენს ენერგიას ვაქსოვთ თქვენთვის მგზავრობის გაუმჯობესებაში. 110 წელზე მეტი ხნის მგზნებარე საინჟინრო აზრი ჩვენი ახალი სახელმძღვანელო პრინციპის სამ სიტყვაში აისახა: “Wir leben Autos”
“Wir leben Autos” არა მხოლოდ ჩვენს გერმანულ ფესვებს და გერმანული ტექნიკას უსვამს ხაზს, არამედ გამოხატავს იმ ძლიერ ემოციას და სიყვარულს, რომელიც გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ.
“Wir” გიზიარებთ ჩვენს ენთუზიაზმს და პოზიტიურ ”შეგვიძლია” დამოკიდებულებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ გონივრული, მოულოდნელი და ინოვაციური პროდუქცია ჩვენი მომხმარებლისათვის.
თუმცა, ჩვენ უბრალოდ არ ვამზადებთ ავტომობილებს - ჩვენ ვცხოვრობთ ავტომობილებით და სიტყვა “leben” გამოხატავს ჩვენს ენერგიას, რომელსაც შეიგრძნობს ყველა, ვისაც Opel-თან ექნება შეხება. ისინი ამას გრძნობენ Opel-ის მიზანმიმართული კონსტრუქციული ნიშნებით, გამჭრიახი ინოვაციებით, თანამედროვე დიზაინით და უბრალოდ ჩვენი მიდგომით.
ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი რწმენა, რომ მომავალში “Autos” გაცილებით დიდი მნიშვნელობა ექნება ადამიანებისათვის, ვიდრე უბრალოდ ტრანსპორტს. Opel-ის ავტომობილები უბრალოდ გადაადგილების საშუალება კი არა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენ ვახდენთ ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის ცოდნის შერწყმას მათი ყოველდღიური მობილურობის გამარტივებისა და სარგებლიანობისათვის. არასდროს ვწყვეტთ ფიქრს ახალ და მდგრად სქემებზე, რომელთა საშუალებითაც შეგვეძლება პოზიტიურად ვიმოქმედოთ ადამიანების ცხოვრებაზე Opel-ის ბრენდთან ყოველი შეხებისას.
“Wir leben Autos” ჩვენს ვნებას, მონაწილეობას, დეტალებისადმი ყურადღებას, პასუხისმგებლობას, განზრახვებს და, დიახ, თვითდაჯერებულობასაც გამოხატავს.
აი ვინ ვართ ჩვენ.
Opel. Wir leben Autos.
სურათზე შესაძლოა ნაჩვენები იყოს დაკვეთით მისაღები აღჭურვილობა.


