Wir Leben Autos

Opel. Wir leben Autos.

ავტომობილები ჩვენი ლტოლვაა და 110 წლის განმავლობაში წარმოადგენს ჩვენს ძირითად საქმიანობას. ენთუზიაზმი და გამოცდილება - ეს ის თვისებებია, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, რათა განვავითაროთ, შევქმნათ და გავყიდოთ ინოვაციური ავტომობილები. ეს არის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც დღეიდან იქნება თქვენი და Opel_ის ბრენდის თანამგზავრი. გვსურს გაგიზიაროთ მის მიღმა არსებული ფილოსოფია, ფასეულობები და შეხედულებები.


WIR LEBEN AUTOS.

“Wir leben Autos” (ჩვენ ვცხოვრობთ ავტომობილებით) გახლავთ Opel-ის უკვდავი ძირითადი ფასეულობების მკაფიო გამოხატულობა,
“Wir leben Autos” ეხება არა მხოლოდ ჩვენს გერმანულ ფუძეს და სიყვარულს გერმანული მანქანათმშენებლობისადმი. იგი აგრეთვე გამოხატავს იმ ძლიერ ემოციას და ლტოლვას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვქმნით.

“Wir”-ი გამოხტავს ჩვენს მიერ გაზიარებულ ენთუზიაზმს და ძლიერ პოზიტიურ დამოკიდებულებას „ყველაფერი შესაძლებელია“, რაც ყველა ჩვენს თანამშრომელს და დილერს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ გონივრული, განსაცვიფრებელი და ინოვაციური პროდუქცია ჩვენი მომხმარებლისათვის.

ჩვენ არა მხოლოდ ვაწყობთ ავტომობილებს, არამედ ვცხოვრობთ მათთვის და სიტყვა “leben” გამოხატავს ჩვენი ენერგიის მაღალ დონეს, რომელიც შეიძლება შეიგრძნოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ცხოვრებაზეც ზეგავლენა მოახდინა Opel-მა. მათ ამის შეგრძნება შეუძლიათ Opel-ის გამიზნული მახასიათებლების სიმდიდრით, შთამბეჭდავი ინოვაციებით და უბრალოდ ჩვენი ლტოლვით - თანამედროვე დიზაინიასადმი.
და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ გვჯერა, რომ მომავალში “Autos” ხალხისთვის გახდება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალება. Opel-ის ავტომობილები არ არის მხოლოდ მართვისთვის, ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი ნაწილია.

ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის გამოცდილებას, რათა მათი ყოველდღიური გადაადგილება უფრო მარტივი და ფასეული გავხადოთ. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ ახალ და მყარ საშუალებებზე, რათა მოვახდინოთ პოზიტიური ზეგავლენას და ხალხის ცხოვრება ავავსოთ ენერგიით Opel-ის ბრენდთან ნებისმიერი შეხების მეშვეობით.
“Wir leben Autos” ესაა ჩვენი ლტოლვა, ჩვენი საქმინანობა, ჩვენი ყურადღება დეტალებისადმი, ჩვენი განზრახვა და - დიახაც - ჩვენი ურყეობა.

ეს ჩვენ ვართ.
Opel. Wir leben Autos.

ჩამოტვირთვები

Opel-ი თქვენთვის: ჩვენი ჩამოტვირთვები.

გვსურს გაგიზიაროთ Opel-ის ბრენდი: მიიღეთ უფასო PC ან Mac ჩამოტვირთვა

Opel-ის სურათი ფონისათვის

მიიღეთ Opel-ის სურათი თქვენი დესკტოპისათვის.
დაიწყეთ თქვენი საყვარელი მოტივის არჩევით.


Opel-ის სქრინსეივერი