Combo
აღწერილობა
სამუშაო კაპიტალის გაუმჯობესება.
კომერციული მანქანის ყიდვა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. მის რეალურ ღირებულებაზე იმის მიხედვით შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ რამდენად რაციონალურად მუშაობს ის თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის. Opel-ის ყველა მოდელი გამოირჩეულად პასუხობს ოპერატორების მოთხოვნებს, ჩვენ მათ განსაკუთრებით გრძელ დისტანციებზე ვამოწმებთ, როცა ავტომობილი დიდ დატვირთვას იღებს ხანგრძლივი დროით.
ამ ნათქვამს ორივე მოდელი Opel Combo და Opel Corsavan ადასტურებს. კვირაში 7 დღე, წელიწადში 365 დღე; ცხელი ზაფხულიდან შუა ზამთრამდე; ევროპის ტრასებზე და ქალაქის გადატვირთულ მოძაობაში, იგი დაუბრკოლებლად გეხმარებათ თქვენს საქმიანობაში.
• მოდური, კომპაქტური ექსტერიერი, ფართო სალონი.
• ავტომობილის შესაფერისი რბოლა და მართვა.
• გამორჩეულად ნაკლებ საწვავს ხარჯავს და შემოწმებულია საიმედოობაზე.
• ხანგრძლივი საექსპლოატაციო პერიოდი აქვს როგორც დიზელის, ასევე ბენზინის ვერსიებს.
• შესაძლებელია დახურული და შემინული ვერსიები.
• კარები ფართოდ იღება და ადვილად ჯდებით.
• არსებობს Opel Combo–ს 5–მგზავიანი ვერსია.
ექსტერიერის დიზაინი.
დღეს ოპერატორები ითხოვენ არამარტო ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ ავტომობილს, რომელიც ასახავს მათ წარმატებულ საქმიანობას და ამყარებს მათ კორპორაციულ იმიჯს. იმისდა მიუხედავად, თუ რას ირჩევენ ისინი – მარტივად ასაწევ ბორტს, რომელიც ცუდ ამინდში იცავს ბარგს ჩადების და გადმოტვირთვის დროს, თუ მოხერხებულ ორ უკანა კარს, შემინულ ვარიანტს თუ უფანჯროს – Opel Combo რჩება ისეთივე მომხობლავი, როგორც წარმადი.
ტევად ინტერიერში ადვილი ჩაჯდომა.
ფართოდ გახსნილი კარები და ინოვაციური გადაწყვეტები სამუშაო დღის ეფექტურობისთვის.
3,2 მ³–ში, მგზავრების დაკეცილი სავარძლებით, Opel Combo Van ყოველდღიური გამოყენებისთვის მშვენიერი პროპორციების მქონე სათავსო სივრცეს გთავაზობთ. კარები სრული 180˚–ით იღება და ფიქსირდება ამ მდგომარეობაში, ასევე შესაძლებელია ოფციონალური გვერდითი გასაწევი კარები, რომლებიც 620 მმ–მდე იღება.
უსაფრთხოება შრომისა და დასვენებისას.
ეს არ არის სამუშაოდ საუკეთესო ადგილი, მაგრამ სამაგიეროდ კარგადაა დაცული. Opel Combo–ს გზაზე საუკეთესო მანევრირებას ემატება აქტიური და პასიური უსაფრთხოების სისტემა.
უსაფრთხოებას ჩვენ განსაკუთრებით სერიოზულად ვეკიდებით. უსაფრთხოების შესაბამისი აქტიური და პასიური მახასიათებლების მქონე Opel Combo სრულიად საიმედოა და სასიამოვნო სამართავია.
განახლებული შასი სრულყოფილს ხდის დინამიური უსაფრთხოების დაკიდების სისტემას (DSA), რომ გააუმჯობესოს Opel Combo–ს მოძრაობა. გვერდითი დარტყმისგან დაცვა სტანდარტულია, ისევე როგორც Opel–ის პედალის გათავისუფლების სისტემა, რომელიც ავტომატურად ათავისუფლებს ფეხის პედალს მძიმე სიტუაციაში. გარდა ამისა, უსაფრთხოების კომპონენტებია სკამის ღვედები სამაგრებით და დაწოლის მაკონტროლებლით, მთლიანი ზომის მძღოლის დამცავი ბალიში და თანა–მძღოლის დამცავი ბალიში (ოფციონალური Opel Combo Van–ისთვის) და ABS სამუხრუჭე სისტემა. ასევე Opel Combo–ს გააჩნია გაუმჯობესებული, კომპიუტერის მიერ შემუშავებული და შემოწმებული ზემოქმედების დიფუზიის და შთანთქმის სისტემა. მძლავრი H7 პროჟექტორები კაშკაშა ღამის განათებას იძლევა. ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებებით თქვენ იღებთ მანქანას საიმედო მართვით, ამინდის და საგზაო პირობების მიუხედავად.
მზადაა ორგანიზებისთვის.
ადგილი ყველაფრისთვისაა და ყველაფერი ადგილზეა. იხილეთ როგორ გეხმარებათ Opel Combo ადგილის მაქსიმალურად გამოყენებაში.