Combo
აღჭურვილობა
Easytronic®.
მარტივი და ეფექტური მოხმარების, მასში შერწყმულია მექანიკური 5-სიჩქარიანი კოლოფის ეფექტური მახასიათებლები და ავტომატიკა. გათვალისწინებულია ევრო 4 ვერსიის 1.3 CDTI ძრავისათვის
აირ ბალიშები
უსაფრთხოების სტანდარტული მახასიათებელია მძღოლის დიდი ზომის აირ ბალიში. ასევე, მგზავრის აირ ბალიში.
უსაფრთხოების ბადე
მგზავრებისთვის გათვალისწინებული მყარი უსაფრთხოების ბადე, რომლითაც აღჭურვილია Combo, უზრუნველყოფს მგზავრთა საიმედო დაცვას ნებისმიერი სერიოზულობის ავარიის დროს.
საჭის კონტროლის ელემენტები.
საინფორმაციო–გასართობი სისტემის მართვის საჭეზე დამონტაჟებულ ელემენტებს შეგიძლიათ თითებით მიწვდეთ, უსაფრთხოების და მოხერხებულობის მიზნით.
CD დამკვრელი (CD 30 MP3.)
4 x 20 W CD -რადიო MP3 დამკვრელი 10 საათი უწყვეტი მუსიკის ჰანგები. საჭედან მართვის სისტემით გზაზე აბსოლუტური კონცენტრაციისათვის.
CD 70 NAVI.
CD რადიო/სანავიგაციო სისტემა ხმოვანი დინამიური საგზაო კურსორით. მასში შედის MP3 პლეერი და დისტანციური მართვა საჭედან.
სატვირთო ქსელი
ბარგი, ან სხვა მსუბუქი ტვირთი Combo Cargo -ს საბარგულში მარტივად ფიქსირდება ტვირთის საკონტროლო ქსელის დახმარებით. Combo Tour აღჭურვილია იატაკზე დამაგრებული 4-წერტილიანი ტვირთის დაწოლის საწინააღმდეგო ქსელით.
სახურავის ყუთები.
აირჩიეთ 4 ვარიანტიდან. ზომები იცვლება 1,330 x 860 x 370 მმ–დან 1,960 x 780 x 440 მმ–მდე.
საბარგული გორგოლაჭებზე სპეციალურად Combo-თვის
ფოლადის საბარგული საკმაოდ გამძლეა, რათა წლების მანძილზე ერთგულად გემსახუროთ და აღჭურვილია გორგოლაჭებით, რაც მასზე ტვირთის მარტივად დაფიქსირების საშუალებას იძლევა.
სათავსოები
Combo -ს ყველა მოდელი აღჭურვილია მრავალი ტევადი სათავსოთი. კარებზე მანქანის ორივე მხარეს დიდი ჯიბეებია, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ რუქა, დოკუმენტები და 1,5 ლიტრიანი სასმელის ბოთლიც კი.
უკანა მინის გისოსები.
უკანა კარის მინების დამატებითი დაცვისათვის მეტალის გისოსები ქურდობის საწინააღმდეგო საშუალებაა.
ჭუჭყისგან დამცავები.
დაიცავით მანქანის კორპუსი ჭუჭყისგან, მარილებისგან, ქვებისგან, კუპრისგან, ქვიშის ნაწილაკებისგან, თოვლისგან და ა.შ. ისინი ასევე გეხმარებათ სველ ამინდში შხეფების შემცირებასა და ხედვის გაუმჯობესებაში. მარტივია გასარეცხად. ადვილად ხდება მორგება სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე.
ტვირთის შალითა
ტვირთის მაქსიმალური სიგრძის შალითა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ნესტისა და ჭუჭყისაგან.
საბუქსირე მოწყობილობა
მისაბმელი კაუჭზე შეგიძლიათ შეარჩიოთ საბუქსირე მოწყობილობის სფერული საყრდენი ან მუშტებიანი და შპინდელის ქურო საბუქსირე სატარისათვის.
ავტომობილის ნაწილებისა და აქსესუარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით Opel-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას.