Combo Tour

აღწერილობა

თავგადასავლის ძიებაში.

Opel Combo Passenger სამგზავრო ავტომობილის ეს ორი კარგად აღჭურვილი ვარიანტი სტანდარტულ ვერსიას უფრო მეტ სტილსა და მიმზიდველობას აძლევს. Opel Combo Sport (ზემოთ) სპორტულ ყაიდაზეა მოწყობილი, როგორც გარედან, ასევე სალონში. თუ თქვენი არჩევანი ცხოვრების უფრო მკაცრ სტილს შეეფერება, მაშინ Opel Combo Arizona (მარჯვნივ) თქვენთვისაა, რადგან მას გაზრდილი კლირენსი და მიმზიდველი სტილი აქვს.

 

ღიაა ყველაფრისთვის.

ცხოვრება არ არის ყოველთვის პროგნოზირებადი და კარგია იმის ცოდნა, რომ შეგიძლიათ ყველაფერში ენდოთ Opel Combo–ს. როდესაც თამაშობთ ან ერთობით თქვენი განრიგის მიხედვით, ან როცა ამ ორს უთავსებთ ერთმანეთს, Opel Combo ყველაფერში გეხმარებათ. გვერდითი გასაწევი კარებები საშუალებას გაძლევთ მარტივად მისწვდეთ სრული ზომის უკანა სავარძლებს, რომლებიც ადვილად იკეცება. ეს თითქმის აორმაგებს ისედაც შთამბეჭდავი ზომის საბარგულს, რომელიც ასევე იხსნება უკანა კარებებითა და გადასახსნელი ბორტით. Opel Combo–ს ყველაფრისთვის აქვს ადგილი, რასაც მოგიტანთ დღე.

 

მზადაა სიცოცხლისთვის.

უსაფრთხოების აქტიური და პასიური ფუნქციების მრავალმხრივი პაკეტით, რასაც ემატება საწვავის ეკონომიურად მომხმარებელი და გამძლე, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ძრავების სპექტრი, Opel Combo ისეთივე საიმედოა, როგორც სასიამოვნო სამართავი.

 

საინფორმაციო–გასართობი სისტემა. ერთობით და თან ინფორმაციას იღებთ.

ავტომობილის მართვის დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ მუსიკით, ისაუბროთ, მიიღოთ უახლესი საგზაო ინფორმაცია ან ისარგებლოთ ნავიგაციით. Opel Combo აღჭურვილია გამოსაყენებლად მარტივი სხვადასხვა ჩაშენებული მოწყობილობებით.

 

შექმენით საკუთარი გარემო.

Opel Combo–ს სავარძლების კომფორტული და, ამავე დროს, გამძლე ქსოვილები წარმოდგენილია მრავალ მიმზიდველ ფერში.

 

თქვენი Opel Combo–ს პერსონალურად გაფორმება არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი.

გამონახეთ დრო, დაისვენეთ და ისარგებლეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ახალი პაკეტებით.
თქვენ და თქვენი Opel Combo საოცრად უხდებით ერთმანეთს. ახლა კი შეგიძლიათ აირჩევანი გააკეთოთ მინიმუმ რვათემიანი ოფციების პაკეტებიდან, რათა Opel Combo ოპტიმალურად მოირგოთ თქვენი საჭიროებების მიხედვით. თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, ოფციების პაკეტი Opel Combo–ს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ავტომობილად აქცევს.