Opel-ის ისტორიები
ოპელმა ავტომობილების გამოშვება დაიწყო 1899 წელს 11 მანქანით წელიწადში. 2002 წელს თითქმის 1,6 მილიონი Opel-ისა და Vauxhall-ის მარკის კომერციული გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ავტომობილი და დასაკომპლექტებელი ნაკრები აიწყო და გამოშვებული იქნა დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ექვს ქვეყანაში. ევროპის საზღვრებს გარეთ, მსოფლიოში არსებულ 13 ქარხნაში პროდუქცია იწარმოება ოპელის ბრენდით, მათ შორის ის ავტომობილებიც, რომლებიც აწყობილია ოპელის ტექნოლოგიის საფუძველზე.
Opel/Vauxhall-ის პროდუქცია სხვადასხვა ბრენდებით იყიდება ხუთივე კონტინენტის თითქმის 170 ქვეყანაში.
დაწყებული 1862 წელს, დაარსების მომენტიდან, ოპელი მიზნად ისახავდა თავისი წარმოებული პროდუქცია ყოფილიყო გავრცელებადი და საზოგადოების ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი. მოცემული პოზიცია სათავეს იღებს მის მიერ საკერავი მანქანების, შემდეგ ველოსიპედების წარმოებიდან და მთელი საავტომობილო პროდუქციის შექმნისას პროცესში დღემდე უცვლელი რჩება.
ოპელი მფლობელი არის ძლიერი ბრენდისა, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად პრინციპზე:
- ინტერიერის მრავალმხრივობა და ექსპლუატაციური მოქნილობა
- მართვის დინამიკა
- ულტრათანამედროვე, დამახასიათებელი დიზაინი
- თანამედროვე რადიო და ტელემოწყობილობა