პარკირების დახმარების სისტემა Opel Insignia აღმოფხვრავს გაურკვევლობას
რიუსელჰაიმი. Opel-ი აკეთებს განცხადებას Insignia-ს ახალ სისტემა Park Assistant-ის შესახებ, რომლის მოწოდებაა ბოლო მოუღოს ნერვიულობას პარკირებისათვის ადგილის ძებნისას.
აღნიშნული სისტემა მძღოლთა შესანიშნავი დამხმარეა, რომელთაც არ ყოფნით თავდაჯერებულობა გაბედულად შევიდნენ ვიწრო ,,სივრცეში”. სისტემა აგრეთვე სასარგებლოა იმ შემთხვევებში, როდესაც ერთი შეხედვით გაურკვეველია შეეტევა, თუ არა ავტომობილი თავისუფალ ადგილას და ის აგრეთვე გახლავთ კარგი დამხმარე გადატვირთულ ქუჩებზე პარალელური პარკირებისას რთული მანევრების შესრულებაში.
ახალი სისტემა აადვილებს პარკირებას: ის პოულობს ზონებს, სადაც შეიძლება შეეტიოს Opel Insignia და მძღოლს, მოწყობილობების პანელზე სიგნალების საშუალებით აძლევს გასაგებ მითითებებს. აღნიშნული სისტემა პარკირების პროცესიდან გამორიცხავს მგზავრებს, შემთხვევით გამვლელებს რეპლიკით ,,მოდი-მოდი, კარგია” და ხელების უწესო ქნევით. საკმარისია მიჰყვეთ მკაფიო მითითებებს, თუ რომელ მხარეს და რა კუთხით დაატრიალოთ საჭე იმისათვის, რომ პარკირების პროცესმა, ყველაზე შევიწროებულ ადგილებშიც კი სიამოვნება მოგგვაროთ.
Opel-ის განსაკუთრებული უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც მანქანა გაჩერებული მანქანების ზოლის გასწვრივ მოძრაობს, სისტემა ცნობს პარკირების ადგილებს, რომელთა სიგრძე მანქანის სიგრძეს მხოლოდ ერთი მეტრით აღემატება. წარმატებული პარკირებისათვის სხვა ანალოგიურ ავტომატურ დახმარების სისტემას სჭირდება ისეთი ზონები, რომლებიც ბევრად აღემატება მანქანის სიგრძეს.
მძღოლს შეუძლია ჩართოს სისტემა Park Assistant, როდესაც ის მოძრაობს 30კმ/სთ-მდე სიჩქარით. როგორც კი ძარის გვერდითა მხარეს განთავსებული გადამწოდი აფიქსირებს თავისუფალ ადგილს, სისტემა ანიშნებს მძღოლს ამის შესახებ (ცენტრალური დისპლეის მეშვეობით) და იწყებს მძღოლისათვის საჭის მართვასთან დაკავშირებული ინსტრუქციის მიცემას. წინა და უკანა ბამპერში ჩაყენებული 10 გადამწოდის მეშვეობით, Insignia-ს შეუძლია ,,დაინახოს” დაბრკოლებები და დროულად მიაწოდოს გამაფრთხილებელი სიგნალი.
პარკირების დამხმარე სისტემა ავსებს ინოვაციური მოწყობილობების და ფუნქციების ფართო ჩამონათვალს, რომლებიც შექმნილია Insignia-ს მართვის გაადვილებისათვის. ამ ჩამონათვალში შედის აგრეთვე წინა ვიდეოკამერა Opel Eye, რომელიც ცნობს საგზაო ნიშნებს და მძღოლს აფრთხილებს მოძრაობის ზოლიდან დაუგეგმავი გადაადგილების შესახებ და აგრეთვე ადაპტირებადი მაშუქები AFL+ განათების სხივთა კონის ცხრა პოზიციით.