Opel-ი წარმოგიდგენთ ახალ მოდელებს - ზეეკონომიური Astra და Ampera მავნე გამონაბოლქვის გარეშე
Opel-ი ფრანკფურტის საერთაშორისო საავტომობილო ავტოსალონზე (IAA 2009)
• მსოფლიო პრემიერა: ახალი Opel Astra რაციონალური და ეკოლოგიურად სუფთა ძრავების რვა ვარიანტით
• ძრავების სამოდელი რიგი 12 %-ზე მეტით ამცირებს ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფას და საწვავის ხარჯს
• დიზელის ძრავი ecoFLEX CO2-ს გამოყოფის დონით 109 გ/კმ; ძრავის ბენზინზე მომუშავე ვერსია სიმძლავრით 100 ც. ძ. გამონაბოლქვის დონით 129 გ/კმ
• Opel Ampera – ლიდერი საავტომობილო ინდუსტრიის ელექტრიფიკაციაში
რუსელჰაიმი. 2009 წელს (17-27 სექტემბერი) ფრანკფურტში საერთაშორისო ავტოსალონში ახალი Astra-ს დებიუტთან ერთად Opel-ი შემოგთავაზებთ ძრავების ზეეკონომიურ პალიტრას საწვავის განსაკუთრებით დაბალი ხარჯიანობით კომპაქტური კლასის ავტომობილებში. Ampera-სთან ერთად, რომელიც ასევე წარმოდგენილ იქნება ავტოსალონზე, Opel-ი კვლავ ამტკიცებს თავის ერთგულებას ეკოლოგიურად სუფთა გადაადგელების მიმართ.
ახალი Opel Astra კომპაქტური კლასის ავტომობილების მეათე თაობაა და შემოთავაზებული იქნბა ძრავების ფართო გამით 70 კვტ/95 ც.ძ.-დან 132კვტ/180 ც.ძ.-მდე დიაპაზონით. ახალი Opel Astra - ესაა იმის თვალსაჩინო ილუსტრირება, თუ როგორ შეიძლება ხელმისაწვდომ და ეკონონომიურ ავტომობილში ერთდროულად იყოს შეხამებული ტექნიკური ინოვაციები, შეუდარებელი სტილი, გამოკვეთილი დინამიურობა და მანევრირება. ახალი Astra ოდნავ გაიზარდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო ტევადი სალონი და, ამავდროულად, ავტომობილი უკეთესი გახდა ტექნიკური სიახლეების გამო, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს საწვავის ეკონომიურობის და მუშა მახასიათებლების გაუმჯობესობა.
Astra-ს ძრავების რიგი მექანიკური გადაცემათა კოლოფით უზრუნველყოფენ მუშაობის შთამბეჭდავ ხარისხს, მთლიანობაში ამცირებენ საწვავის ხარჯს და CO2-ს გამოყოფას 12 %-ზე მეტით, ძრავების ახლანდელ თაობასთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ევროპაში ახალი Astra-ს გაყიდვების ნახევარს შეადგენენ 70 კვტ/95 ც.ძ.-დან 132კვტ/180 ც.ძ.-მდე დიაპაზონის ოთხი სახის დიზელის ძრავები საწვავის საშუალო ხარჯით 4,6 ლ/100 კმ.
ბენზინის ძრავების სამოდელო რიგის საწვავის საშუალო ხარჯი შეადგენს 6,1 ლ/100 კმ. ახალი 1,4-ლიტრიანი ბენზინის ძრავა სიმძლავრით 103 კვტ/140 ც. ძ. აგრძელებს ძრავების მასაგაბარიტული პარამეტრების შემცირების სტრატეგიას საწევ-ეკონომიური მაჩვენებლების გაუმჯობესობით და ცვლის ახლანდელ 1,8-ლიტრიან ვარინატს, რაც საშუალებას იძლევა საწვავის ხარჯის ეფექტურობა გაუმჯობესდეს თითქმის 18 პროცენტით.
«ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ Astra -ს მთელი სამოდელო რიგი ეკონომიური ძრავებით, იმის მაგივრად, რომ მთელი ფოკუსირება მოვახდინოთ ერთ განსაკუთრებულ, მაგრამ ძვირადღირებულ ვერსიაზე CO2-ს მცირე გამოყოფით. ჩვენ ვაგრძელებთ საწვავის ხარჯის რეალური შემცირების უზრუნველყოფას ტარების პროცესისგან სიხარულის შეგრძნების შენარჩუნებით“, - ამბობს კარლ-პეტერ-ფორსტერი (Carl-Peter Forster), Opel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ახალი Opel Astra: სიმძლავრის და წარმადობის ოპტიმიზაცია
ძალური აგრეგატების ხაზი მოიცავს ძრავებს კუთრი სიმძლავრის მაღალი მაჩვენებლით, საწვავის მცირე ხარჯით და CO2-ს გამოყოფის შემცირებული დონით. ყველა ძრავა შეესაბამება ეკოლოგიური სტანდარტის ევრო-5-ის მოთხოვნებს. მათი მიწოდება ხდება სტანდარტულად ექვსსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ხუთსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფი - ტურბოჩაბერვის გარეშე ბენზინის ძრავებზე მოცულობით 1,4 ლ. და 1,6 ლ., და ასევე 1,3-ლიტრიან ტურბოდიზელზე. ექვსსაფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ვარიანტის სახით ხელმისაწვდომია 1,6 ლ-ან ბენზინის ძრავებთან, 1,4 ლ. და 1,6 ლ-ანი ძრავებთან ტურბოჩაბერვით, და ასევე 2-ლიტრიან ტურბოდიზელზე.
«ძრავების არსებული ხაზის მუდმივი დახვეწა, და ასევე ძრავების მასაგაბარიტული პარამეტრების შემცირება წევა-ეკონომიური მაჩვენებლების გაუმჯობესობით წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შემცირებისათვის ჩვენი ძალისხმევის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ინჟინრების მიღწევებით ახალი Opel Astra-ს შემუშავებისას, რომლებმაც ის აქციეს ასეთ განსაკუთრებულ პროდუქტად კომპაქტური ავტომობილების მაღალკონკურენტულ სეგმენტში“, - აცხადებს ჰანს დემანტი (Hans Demant), Opel-ის გენერალური დირექტორი.
CDTI ტურბოდიზელების სამოდელო რიგი შეიცავს 1,3-, 1,7- და 2,0-ლიტრიან ძრავებს კვების სისტემით «common-rail» სიმძლავრის დიაპაზონით 70 კვტ/95 ც.ძ.-დან 118 კვტ/160 ც. ძ.-მდე. ყველა ძრავა სტანდარტულად აღჭურვილია ჭვარტლის ფილტრით. 2,0- ლიტრიანი CDTI ძრავაც კი სიმძლავრით 118 კვტ/160 ც. ძ. საშუალოდ წვავს მხოლოდ 4,9 ლ/100 კმ-ზე და გამოყოფს 129 გ. CO2-ს გავლილი გზის ერთ კილომეტრზე.
ECOFLEX -ის ძრავების პირველი თაობა CO2-ს გამოყოფით მხოლოდ 109 გ/კმ და საწვავის საშუალო ხარჯით 4,2 ლ /100 კმ სამოდელო რიგს დაემატება 2010 წლის გაზაფხულზე.
ბენზინის ძრავების ხაზში შედის ძრავები ტურბოჩაბერვის გარეშე მოცულობით 1,4 და 1,6 ლიტრი, და ასევე იგივე მოცულობის ტურბოძრავები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიმძლავრის დიაპაზონს 74 კვტ/100 ც. ძ.-დან 132 კვტ/180 ც. ძ. -მდე.
საწყისი დონის ბენზინის ძრავა სიმძლავრით 74 კვტ/100 ც. ძ. წვავს მხოლოდ 5,5 ლ/100 კმ. და CO2-ს გამოყოფის დონე არ აღემატება 129 გ/კმ. ამრიგად, ეს არის ყველაზე ეკონომიური კომპაქტური ავტომობილი ბაზარზე.
უახლესი 1,4 ლიტრიანი ტურბოძრავა ხაზს უსვამს Opel-ის სტრატეგიის რეალიზებას, რომელიც გამიზნულია ძრავის სამუშაო მოცულობის შემცირების ხარჯზე CO2-ს გამოყოფის შემცირებაზე. იგი დაემატება სამოდელო რიგს და უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სიმძლავრეს 103კვტ/140 ც. ძ. მაქსიმალური მბრუნავი მომენტით 200 ნმ ბრუნვის სიხშირით წუთში 1850-დან 4900 ბრუნვამდე დიაპაზონით. ეს ძრავა ცვლის 1,8 ლიტრიან ატმოსფერულ ძრავას (140 ც. ძ. / 175 ნმ) ამჟამინდელი სამოდელო რიგიდან და გვთავაზობს ანალოგიურ სიმძლავრეს 15%-ით გაუმჯობესებული მბრუნავი მომენტის მაჩვენებლებით და შთამბეჭდავად მცირე საწვავის ხარჯით - 5,9 ლ/100 კმ.
Opel Ampera: CO2 გამოყოფის პოტენციური არარსებობა Voltec ტექნოლოგიის გამოყენებით
ავტომობილის ელექტრიფიკაციაში Opel-ის ლიდერობის დემონსტრირებით რევოლუციური Opel Ampera, ნამდვილი საოჯახო ოთხადგილიანი ავტომობილი, გთავაზობთ ელექტროობაზე დაფუძნებულ გადაადგილებას მავნე გამონაბოლქვის გარეშე, ჩვეულებრივი ელექტრომობილების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე. ეს მოდელი ნებისმიერ დროს მზადაა ნებისმიერ მანძილზე გადაადგილებისათვის.
ხუთკარიანი ოთხადგილიანი Opel Ampera აღჭურვილია ინოვაციური ელექტრო ძალური აგრეგატით, რომელსაც ეწოდება Voltec. ანალოგიური პროგრესიული ელექტროძრავებისგან ის მუშაობს განსხვავებულად. ეს ელექტრომობილი სვლის გაზრდილი მარაგით (E-REV) ელექტრობას იყენებს ენერგიის ძირითადი წყაროს სახით, ხოლო ბენზინს - როგორც მეორად წყაროს ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის.
Ampera-ს «მამოძრავებელ ძალად», სიჩქარის მიუხედავად, ყოველთვის რჩება ელექტროენერგია. 60 კმ-მდე მოკლე მგზავრობისას (MVEG თანახმად) ავტომობილი იყენებს ელექტროენერგიას, რომელიც აკუმულირებულია ლითიუმ-იონურ ბატარეაში სიმძლავრით 16 კვტ, არ გამოყოფს ატმოსფეროში ნახშირორჟანგს (CO2). როდესაც ენერგიის მარაგი გახარჯულია, ელექტრობა გამოიმუშავება გენერატორით, რომელიც აქტიურდება შიდა წვის ძრავით. შედეგად Ampera-ს გარბენის მაჩვენებელი იზრდება 500 კმ-ზე მეტით. Ampera-ს ბატარეის დატენვა შეიძლება ჩვეულებრივი ელექტრო როზეტიდან ძაბვით 230 ვოლტი.
სვლის გაზრდილი მარაგის მქონე Opel-ის ელექტრომობილის წარმოება დაიწყება 2011 წლის ბოლოს.