50-იანი წლების Insignia: Opel Kapitän იუბილეს აღნიშნავს

• ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოდელი Opel Kapitän 50 წლისაა.
• დღევანდელი ფლაგმანი Opel Insignia ბაზარზე გამოსვლის მომენტიდან იგივე წარმატებული კურსით მიდის.

  რუსელჰაიმი. 1959 წლის შემოდგომაზე ახალი Opel Kapitän (რომელიც კომპანიაში ცნობილია როგორც Kapitän P2 2,6-ლიტრიანი ძრავით) კონვეირიდან პირველად გამოვიდა რუსელჰაიმში. თავისი შთამბეჭდავი დიზაინის, კომფორტის მაღალი დონისა და მოწინავე ტექნოლოგიბის გამო ის მალევე ბესტცელერად იქცა. 1964 წლამდე საერთო ჯამში გაიყიდა 145 616 ავტომობილი, რის გამოც 2,6 ლიტრიანი P2 გახდა Kapitän-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოდელი. Kapitän-ის გამოშვებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ ახალი საფლაგმანო მოდელი რუსელჰაიმიდან, Opel Insignia, იმეორებს ამ წარმატებას. მისი ბაზარზე გამოსვლიდან ერთ წელზე ნაკლები გავიდა, და უკვე 150 ათასზე მეტ მძღოლს შეუძლია ამ ინოვაციურ ავტომობილს უწოდონ თავისი ავტომობილი. ამ ორ მოდელს შორის არის საავტომობილო მრეწველობის განვითარების ორმოცდაათი წელი, მაგრამ ორივეს - თითოეული თავის დროს - ჰქონდათ მნიშვნელოვანი როლი ჰორიზონტალური ელვის ფორმის მქონე ემბლების ბრენდისათვის.

Opel Kapitän P2 2,6 ლ. - «უფრო მეტი - ნაკლებ თანხად»

ომის შემდგომ Kapitän-ზე ძლიერი გავლენა მოახდინა ამერიკულმა ესთეტიკამ, ხოლო 1959 წელს გამოშვებული მეორე თაობა განსხვავდებოდა თავისი უნიკალური სახით და უფრო ევროპული დიზაინით. „სადა ხაზებისა და რბილი გარდასველიბს მაგივრად დღეს მკვეთრი აქცენტი გაკეთებულია მკაფიოდ გამოკვეთილი კონტურების ეფექტურობაზე“, - გვამცნობს დღევანდელი ტექსტი. ძარა უფრო მკაცრი გახდა, ხოლო სწორი ხაზების გამო ავტომობილი „გაიჭიმა“ - ეს ეფექტი გაძლიერებულია ბრტყელი სახურავით. Opel-მა დააყენა უფრო ფართო პანორამული საქარე მინა, რომელიც უფრო ღრმად შედის სახურავში, და ამით მძღოლისათვის გაზარდა ხედვის არე; ასევე სახურავის ბოლოების კონსტრუქციაში მცირე ცვლილებების შეტანით გაუმჯობესდა უკანა სავარძლებზე მგზავრების ჩასხდომის შესაძლებლობა .

Kapitän-ის 2,6-ლიტრიანი ერთრიგიანი ექვსცილინდრიანი ძრავა უზრუნველყოფდა 66 კვ/90 ც. ძ. სიმძლავრეს და მაქსიმალურ მბრუნავ მომენტს 190 Нм ბრუნვის სიხშირისას დიაპაზონში 1 300-დან 2 500 ბრუნვამდე წუთში. ექსპერტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მისი კომფორტული სვლის მახასიათებლებმა, რაც იყო ძრავის ახალი საყრდენების დაყენების შედეგი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მაქსიმალურ ბგერათიზოლაციას და ვიბრაციების გაუმჯობესებულ დემპფირებას. ტექნიკურ სიახლეებს, მაგალითად, გადაბმულობის სატერფულის „ავტომატური აქტივაცია“, მოჰყვა ისეთი ინოვაციები, როგორიცაა ავტომატური გადაცემათა კოლოფი და საჭის მართვის ჰიდროგამაძლიერებელი Hydra-Matic. ამგვარად, როგორც ტექნოლოგიებისა, ასევე კომფორტის თვალსაზრისით, Kapitän-მა დაადგინა თავისი დროისათვის ახალი სტანდარტები ავტომობილების წარმოების დარგში. მიუხედავად ამისა, Opel-მა არ გააძვირა ფასი წინა მოდელთან შედარებით, რამაც დამატებითი როლი ითამაშა გაყიდვების წარმატებაში.

Opel Insignia - უმაღლესი კლასის დინამიკა და ტექნოლოგიბი

ინოვაციური ტექნოლოგიები და შთამბეჭდავი დიზაინი ხელმისაწვდომ ფასად - ორმოცდაათი წლის შემდეგ Opel-ი ისევ იპყრობს მყიდველების გულებს ამ ფილოსოფიით. თავიდანვე ორივე ვერსია Opel Insignia სედანის ტიპის ძარით, ისევე, როგორც Sports Tourer, სარგებლობენ დიდი პოპულარობით. მაგრამ არა მხოლოდ ეს ფაქტი აერთიანებს ამ ავტომობილებს მათ წინამორბედთან, მოდელთან Kapitän. Insignia-მ გზა გაუკვლია Opel-ის დიზაინის ენის ახალ განმარტებას: „სკულპტურული არტისტიზმი გერმანულ სიზუსტესთან ერთად“. ძლიერი, გამოკვეთილი ფორმები უზრუნველყოფენ დინამიურ გარეგნობასა და სვლას.

Opel Insignia, ისევე, როგორც Kapitän-ი ორმოცდაათი წლის წინ, გამოირჩევა კომფორტისა და ტექნოლოგიბის უმაღლესი დონით ისეთი ინოვაციების გამო, როგორიცაა წინა შუქების ახალი თაობა Advanced Forward Lighting (AFL+) განათების ცხრა სხვადასხვა ფუნქციებით, წინა ხედის კამერა Opel Eye, რომელიც ამოიცნობს საგზაო ნიშნებს და აცნობებს მძღოლს, თუ ავტომობილი გადაუხვევს მოძრაობის ტრაექტორიას, პრემიუმ-კლასის სავარძლები, რომლებმაც აღიარება მიიღეს თავისი შესანიშნავი ერგონომიური თვისებების გამო Aktion Gesunder Rücken e.V. -გან („ზურგის ჯანმრთელობის მხარდამჭერი მოძრაობა“). როგორც დამატებითი დადებითი მხარე, შეიძლება ავღნიშნოთ, რომ Insignia ხელმისაწვდომია ძარების ფართო დიაპაზონით - 2,0-ლიტრიანი ტურბოდიზელი 81 კვ/110 ც. ძ. -დან OPC 2,8 V6 Turbo 239 კვ/325 ც. ძ. ვერსიის ფლაგმანურ ძრავამდე.

25-ზე მეტი ჯილდო მეტყველებს Insignia-ს ხარისხზე და ამტკიცებს, რომ ის ღირსეულად იყო არჩეული „2009 წლის ავტომობილად“. ამრიგად, ეს მოდელი აგრძელებს Opel-ის ხანგრძლივ ტრადიციას ისეთი ავტომობილების შექმნაში, რომლებშიც შეხამებულია მოწინავე ტექნოლოგიები, უმაღლესი ხარისხი და სასიამოვნო მართვა ხელმისაწვდომ ფასად.