ახალმა Opel Astra-მ მიიღო ”ოქროს საჭის” (Goldene Lenkrad) ჯილდო 2009
• ძირითადი ჯილდო Opel-ის კომპაქტ კლასის ახალი ავტომობილისათვის
• კენჭისყრაში მონაწილეობდა 40 მილიონზე მეტი მკითხველი ევროპის 26 ქვეყნებიდან
• კენჭისყრაში მონაწილეობდა 50-ზე მეტი VIP ადამიანი
რუსელსჰაიმი/ ბერლინი. ევროპელმა ავტომოყვარულებმა Opel Astra-ს მიანიჭეს მისი პირველი მსხვილი ჯილდო ”ოქროს საჭე” (Goldene Lenkrad ) კომპაქტ კლასში. ეს არის ყველაზე პრესტიჟული პრემია, რომელიც გაიცემა Axel Springer Group-ის ჟურნალ Auto Bild-ის მიერ. წელს კენჭისყრაში მონაწილეობდა 40 მილიონზე მეტი მკითხველი ევროპის 26 ქვეყნიდან.
ახალმა Opel Astra-მ გამარჯვება მოიპოვა თავისი კომფორტული ხაზების გამო, და მიიღო უმაღლესი შეფასება ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა: ძრავა, საწვავის ხარჯი, შასი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მართვა და მძღოლის უსაფრთხოება. მოტოსპორტის მძღოლებმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა Astra-ს მიანიჭეს პირველი ადგილი. მრბოლელებმა ამ კომპაქტურ ავტომობილს რვა შესაძლოდან მიანიჭეს შვიდი ქულა, ხოლო ტექნიკურმა ექსპერტემბა რვიდან ხუთი ქულა.
“Astra კვალდაკვალ მიჰყვება Opel Insignia-ს როგორც გამარჯვებული ავტომობილი. ჩვენ ძალზედ გვიხარია ამ ჯილდოს მიღება მანამდე, სანამ Opel-ის კომპაქტური ავტომობილების მეათე თაობა გააოცებდა სადემონსტრაციო დარბაზს” -ამბობს კარლ-პიტერ ფოსტერი (Carl-Peter Forster) Adam Opel GmbH-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ახალი ხუთკარიანი Astra, რომლის წარდგენა მოხდა ამა წლის ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოსალონზე, გვთავაზობს Opel-ის დიზაინის ახალი ენის საკუთარ ინტერპრეტაციას, სადაც შეხამებულია სკულპტურული გრაცია და გერმანული სიზუსტე ტექნოლოგიურ ინოვაციებთან ერთად, რაც პირველად წარმოდგენილი იყო Insignia-აში.
ხმის მიცემა კონკურსში ”ოქროს საჭე” ტარდება ორ ეტაპად. თავდაპირველად ევროპელი მკითხველები ხმას აძლევენ საყვარელ ავტომობილებს და ირჩევენ 46 პრეტენდენტს ექვს კატეგორიაში (მცირე, კომპაქტი, ბიზნეს-კლასი, წარმომადგენლობითი, სუპერსპორტი, მინივენი). მეორე ტურში 50 ექსპერტისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც შედიან ტექნიკური სპეციალისტები, ავტომრბოლელები, მთავარი რედაქტორები და ცნობილი ადამიანები, ატარებენ ტესტირებას და პრეტენდენტების შეფასებას ხარისხის, კომფორტის და დინამიური მახასიათებლების მიხედვით. მთელი რიგი გერმანელი ვარსკვლავების გარდა, ხმის მიცემაში ასევე მონაწილეობდნენ ავტომრბოლელები, კერძოდ World Rally-ს ორგზის ჩემპიონები ვალტერ რეჰრლი (Walter Röhrl) და იზოლდა ჰოლდერაიდი (Isolde Holderied), DTM-ის პილოტები მატიას ექსტრომი (Mattias Ekström) და რალფ შუმახერი (Ralf Schumacher), გერმანელი ლეგენდა ჰანს იოხიმ შტუკი (Hans-Joachim Stuck) და ცნობილი შვეიცარიელი მრბოლელი ქრისტინა ზურერი (Christina Surer)
კენჭისყრის ჩატარების 33 წლის განმავლობაში Opel-ის ავტომობილებს 12 ჯერ მიუღიათ ჯილდო ”ოქროს საჭე” . წინა გამარჯვებული იყო Opel Zafira, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო 2005 წელს.