Opel Astra - “2010 წლის ავტომობილის” (“Car of the Year 2010”) ტიტულის პრეტენდენტი

Astra არის შვიდი ფინალისტიდან ერთ-ერთი, რომლებიც არჩეულნი იყვნენ 33 ახალი ავტომობილისგან

  რუსელსჰაიმი: იმის შემდეგ, რაც Opel Insignia-მ მიიღო ”2009 წლის ავტომობილის” ტიტული , კომპანიის ახალი მოდელი Astra კვლავ არჩეულია ფინალისტად ამ პრესტიჟული ევროპული საავტომობილო ტიტულის მინიჭების კონკურსზე.

«ეს იგივეა, რაც იყო ნომინირებული ”ოსკარზე”. ჩვენ ვამაყობთ, რომ ზედიზედ მეორე წელია გავხდით ნომინანტები, - ამბობს ალენ ვისერი (Alain Visser), Opel/Vauxhall-ის ვიცე პრეზიდენტი გაყიდვების, მარკეტინგის და გაყიდვების შემდგომი ვაჭრობის საკითხებში. - ეს ადასტურებს, რომ Opel-ს გააჩნია შესანიშნავი სამოდელო რიგი, რომლითაც შეგვიძლია თავდაჯერებულად ვიხედებოდეთ მომავალში”.

COTY-ის შვიდი ფინალისტი შერჩეული იყო კონკურსის 33 მონაწილესგან - რომლებიც ბაზარზე ახლად გამოჩენილ მოდელებს წარმოადგენენ. ევროპის 23 ქვეყნის 59 ყველაზე გავლენიანი საავტომობილო ჟურნალისტისგან შემდგარი ჟიური ამა წლის 30 ნოემბერს დაასახელებს გამარჯვებულს. ”წლის ავტომობილი” - ეს არის განსაკუთრებული ჯილდი, ვინაიდან ეძლევა მხოლოდ ერთ გამარჯვებულს.

ჟიურის წევრები აფასებენ ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა დიზაინი, კოფორტი, უსაფრთხოება, ეკონომიურობა, მართვა, სავალი თვისებები, ფუნქციონალურობა, ეკოლოგიური მოთხოვნები, სიამოვნება ტარებისგან და ფასები. COTY-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური ინოვაციები და ”ფასი-ხარისხის” შეფარდება, რაც წარმოადგენს Opel-ის ძლიერ მხარეებს. 1964 წელს ამ პრემიის დაარსების მომენტიდან Opel -ის ავტომობილებმა სამჯერ მოიპოვეს გამარჯვება. მეორე თაობის ავტომობილმა Kadett ”წლის ავტომობილის” ტიტული მოიპოვა 1985 წელს, Omega-მ - 1987 წელს, Opel Insignia-მ ეს საპატიო წოდება მოიპოვა 2009 წელს.

ახალი Opel Astra, რომელიც პირველად წარდგენილი იყო საერთაშორისო საავტომობილო სალონში ფრანკფურტში, მიჰყვება Insignia-ს კვალს და ითვალისწინებს Opel-ის ფილოსოფიას - გერმანული სიზუსტისა და სკულპტურული გრაციის შეხამება. საავტომობილო ბაზრის ყველაზე პოპულარულ სეგმენტში პირველად ხელმისაწვდომია ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა განათების ადაპტირებადი სისტემა და სისტემა Opel Eye.

ახალ Astra-ზე შეკვეთის გაკეთების შესაძლებლობოს გახსნიდან _ 2009 წლის სექტემბრის ბოლო _ უკვე შემოსულია 35 ათასზე მეტი განაცხადი. მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის დეკემბრის პირველ ნახევარში.