Opel Insignia: ADAC–მ (ავტომობილების გერმანიის ასოციაციამ) სედანის ტიპის საუკეთესო ავტომობილს გადასცა ჯილდო Gelber Engel („ყვითელი ანგელოზი“)
• „Gelber Engel“არის Opel–ის მრავალწლიანი ტრადიციის წარმატებული შედეგი
• ეს კიდევ ერთი უდიდესი წამატებაა „Car of the Year 2009“ წოდების მიღების შემდეგ
Opel Insignia დასახელებული იქნა, როგორც სედანის ტიპის საუკეთესო ავტომობილი და ასოციაციამ ADAC მას მიანიჭა ჯილდო „Gelber Engel“.
მიუნხენი/რუსელშეიმი. ADAC–ის დაჯილდოვებაზე „Gelber Engel 2009“ Opel Insignia–ს ხმა მისცეს, როგორც სედანის ტიპის საუკეთესო ავტომობილს და მან ასევე მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საერთო შეფასებებში. შედეგად, მან წარმატებით გაუსწრო მის 37 ნაციონალურ და ინტერნაციონალურ მეტოქეს, მხოლოდ ერთი კომპაქტური ავტომობილის წარდგენით. ამრიგად, Insignia–მ თავისი ადგილი დაიკავა „Gelber Engel“ პრიზიორთა პოდიუმზე, Opel–ის რამდენიმე წარმატებული მოდელის კვალდაკვალ: Opel Astra 2005წ., Opel Zafira 2006წ. და Opel Corsa 2007წ.
დაახლოებით 358000 ADACmotorwelt–ის მკითხველი და www.adac.de საიტის მომხმარებელი მონაწილეობდა Gelber Engel–ის მეხუთე წლიურ გამოკითხვაში, რომელიც ამ წელს ჩაატარა ADAC–მ. ხმა მისცეს ავტომობილის იმ მოდელებს, რომლებიც ბაზარზე ახლებურად წარსდგა 2008 წელს, დაწყებული მდიდრული მანქანებით, კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომობილებით, დამთავრებული სპორტული მოდელებითა და მცირე ზომის მანქანებით.
„ჩვენ გვახარებს ეს შესანიშნავი შედეგი, უმთავრესად იმიტომ, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობდნენ პოტენციური მომხმარებლები“ – განაცხადა Opel–ის სადამკვირვებლო კომისიის თავჯდომარემ კარლ–პიტერ ფორსტერმა (Carl-Peter Forster) მიუნხენში პრიზების გადაცემის შოუზე. „აქედან გამომდინარე, Insignia–ს ხარისხი ცნობილია მომხმარებლებისთვის, ისევე როგორც ექსპერტებისა და ვაჭრობის დარგში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. ამასთან, ეს არის შესანიშნავი სიგნალი Opel–ის მთელი ჯგუფისთვის, სწორედ ისეთი, როგორიც ჰქონდა „Car of the Year 2009“ წოდების მიღებას.“